ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამა

ხშირად ხდება, რომ ემიგრაციაში წასული ადამიანი, ვერ ეგუება უცხო გარემოს, ან ვერ შოულობს სამსახურს, ვერ ინტეგრირდება და უკან, სამშობლოში დაბრუნება სურს, მაგრამ ფინანსური, თუ ბიუროკრატიული საკითხების გამო, ამას ვერ ახერხებს. არც თუ იშვიათად, პრობლემის მიზეზი, ინფორმაციის ნაკლებობაა, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია - „მსო“ (IOM) საქართველოში 1993 წლიდან ფუნქციონირებს და ჩართულია მიგრაციის მიმართულებით სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი, მიგრანტების ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამაა. „მსო“ აღნიშნულ პროგრამას საქართველოში 2003 წლიდან ახორციელებს. თუ რომელი ქვეყნებიდან დაბრუნების მსურველ ემიგრანტებს შეუძლიათ ამ პროგრამით სარგებლობა და დაუფარავს თუ არა ორგანიზაცია მგზავრობის ხარჯებს, ExclusiveTV.ge-ს ამ და სხვა საინტერესო კითხვებს, პროექტის ასისტენტი ნინო ხუნძაკიშვილი პასუხობს.

- რომელი ქვეყნიდან არის შესაძლებელი თქვენი პროგრამით სარგებლობა და დაინტერესებულმა მიგრანტმა როგორ და სად უნდა მოგმართოთ?

- აღნიშნული პროგრამა ამჟამად ფუნქციონირებს საბერძნეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ჰოლანდიიდან. გვქონდა იტალიიდანაც, მაგრამ სამწუხაროდ, გაურკვეველი დროით შეწყდა.

ამ პროგრამას ყველა ქვეყანაში ახორციელებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, იგივე Intrenational Organization for Migration – IOM. https://www.iom.int/where-we-work აქ ნახავთ სხვადასხვა ფილიალების საკონტაქტო ინფორმაცია. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირებმა შეუძლიათ სოციალურ ქსელში, ჩვენ, IOM Georgia-ს მოგვწერონ და კონკრეტული ფილიალის საკონტაქტო ინფორმაციას მივცემთ.

- მგზავრობის ხარჯების დაფარვა თუ შედის პროგრამაში?

- ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა მოიცავს მგზავრობის სრული ხარჯის დაფინანსებას და აგრეთვე სამგზავრო დოკუმენტების აღებაში დახმარებას (თუ ბენეფიციარს ამგვარი არ გააჩნია). პანდემიის პირობებში, ჩვენი ორგანიზაცია აგრეთვე უზრუნველყოფს გამომგზავრებამდე მიგრანტებისთვის პისიარ ტესტის უფასოდ გაკეთებას.

- არალეგალ ემიგრანტებს, სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, ხშირად აქვთ დეპორტის, ასე ვთქვათ  „პასპორტის გაფუჭების“ შიში, ამ პროცესში თუ ერევით, რათა პირმა უპრობლემოდ დატოვოს უცხო ქვეყანა?

- როგორც წესი, IOM-ის ნებაყოფლობითი პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარე მიგრანტებისთვის არის ის, რომ მათ ამ პროგრამის მეშვეობით შეუძლიათ ქვეყნის დატოვება ჯარიმების, ან დეპორტაციის გარეშე. თუმცა, გვქონია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩამოსვლის შემდგომ, დაბრუნებულ პირს აღმოუჩენია, რომ პასპორტში დეპორტაციის შტამპი ჰქონდა ჩარტყმული და ევროკავშირის ტერიტორიაზე ხელახლა შესვლისთვის ესაჭიროებოდა გარკვეული ჯარიმის გადახდა. ეს სამწუხაროდ ჩვენი ორგანიზაციის კომპეტენციაში არ შედის და კონკრეტული ქვეყნის სასაზღვრო ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიძლება კონკრეტულ პირებს საზღვრის კვეთის კანონმდებლობის დარღვევის, ან სხვა გარემოებების გამო დააკისრონ ზემოხსენებული ჯარიმა.

- პროგრამაში აღნიშნულია, რომ ემიგრანტებს ეხმარებით რეინტეგრაციაშიც... რას გულისხმობს რეინტეგრაციის თქვენეული პროგრამა?

- როდესაც გამომგზავნი ქვეყანა მიგრანტს აბრუნებს სამშობლოში მას ზოგიერთ შემთხვევაში აყოლებს სარეინტეგრაციო პაკეტს, რაც გულისხმობს დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით (შემოსავლის წყაროს გაჩენა - ბიზნესის დაფინანსება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, სწავლისა და სამედიცინო ხარჯების დაფინანსება, დასაქმებაში ხელშეწყობა, ან უბრალოდ ფინანსური მხარდაჭერა ხელზე თანხის აღების სახით). პროგრამის მიზანია საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს გაუადვილოს სამშობლოში თავის დამკვიდრება. წლების განმავლობაში გვაქვს ბევრი წარმატებული მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაბრუნებული მიგრანტისთვის ამ პროგრამის გრანტი საქართველოში თავის დასამკვიდრებლად.

ამის ერთ-ერთი მაგალითია, ბელგიაში წელიწადნახევრიანი ემიგრაციის შემდეგ, დაბრუნებული 37 წლის ქალბატონის ისტორია, რომელმაც მისთვის ბელგიიდან გამოყოფილი გრანტი გამოიყენა სწავლაში, შემდგომი დასაქმების მიზნით. კერძოდ, მან გაიარა მენეჯმენტისა და ბუღალტერიის კურსი და ამჟამად მუშაობს რესტორანში მენეჯერის პოზიციაზე. ეს ქალბატონი კმაყოფილია მისი ამჟამინდელი ეკონომიური მდგომარეობით და არ ეძებს სხვა სამსახურს. Covid-19 პანდემიასაც კი არ უმოქმედია მის შემოსავალზე, რის საფუძველზეც, თვლის რომ ადვილად დაძლია რეინტეგრაციის პროცესი საქართველოში.

მოამზადა ნინა მამუკაძემ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი

1741011697

მსოფლიო

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში ავტომობილი ხალხში შევარდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

 გერმანიის ქალაქ მანჰაიმში უცნობი პირი ავტომობილით ხალხში შევარდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, არიან დაშავებულებიც. „დოიჩე ველეს“ ცნობით, შემთხვევა მანჰაიმის ცენტრში მდებარე მოედანზე მოხდა, სადაც კარნავალი...

გერმანიაგერმანია

1741010539

მსოფლიო

ტრამპი: ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწის არც ერთი ნაწილი არ მისცა - მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკრაინის ტერიტორიის არც ერთი ნაწილი არ გადასცა. „ერთადერთი პრეზიდენტი, რო...

დონალდ ტრამპი

1741006710

ახალი ამბები

„ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს“ - შალვა პაპუაშვილი

ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვაზე რადიკალური ოპოზიციის რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მათი პარტიები უცხოეთიდან ამ გზითაც იღებდნენ სარგებელს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი