ემიგრანტი იტალიაში - “ქართველები ვართ და არ შეიძლება ერთმანეთს ვებრძოდეთ ამ უცხო მიწაზე”

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი სოფო გუნაშვილი, სოციალურ ქსელში ქართველ ემიგრანტებს შორის გამართულ პოლემიკას ეხმაურება. საუბარია რამდენიმე პოსტზე, სადაც იტალიელ ოჯახებზე ემიგრანტებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს.

"პირველ რიგში მოგესალმებით და გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, რაც ნამდვილად გვჭირდება უცხო მიწაზე. ბოლო კვირებია თვალს ვადევნებ სოც.ქსელში ქართველების მიერ დადებულ პოსტებს და კომენტარებს. განიხილავენ იმ თემას, მადლობელნი უნდა იყვნენ იტალიის და იტალიელი ხალხის თუ მადლობელნი უნდა იყვნენ უფლის და საკუთარი თავის, რომ შეძლეს გაუსაძლისი მდგომარეობის მიუხედავად მუშაობის გაგრძელება.

მედალს ორი მხარე აქვს! გვჭირდება და ვჭირდებით! ჩვენ იმიტომ ვართ აქ, რომ გვიჭირს და ამათმა გზა იმიტომ გაგვიხსნეს, რომ ვჭირდებით. იაფი მუშა სჭირდებათ. ყველამ ვიცით, რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმას არცერთი იტალიელი არ გააკეთებს იმ თანხაში,რასაც ჩვენ ვიღებთ! შევთანხმდეთ იმაზეც, რომ ჩვენი ბედით დაინტერესებულნი არ არიან და ამიტომ არ გაგვიხსნეს გზა!მადლიერი ნამდვილად ვარ იმ ოჯახების სადაც ვიმუშავე და სადაც ახლა ვმუშაობ, მაგრამ მადლიერება ორმხრივია. მათ დამანახვეს სითბო და პატივისცემა და ჩემგანაც იგივე მიიღეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელმა ქართველმა საზოგადოებამ მადლობა გადაუხადოს იტალიას და იტალიელებს!

ყველას ერთნაირად არ უმართლებს... გასაგებია, რომ ჯანმრთელ მოხუცს მოვლა არ სჭირდება და არც იმის ამბიცია აქვს ვინმეს, მოხუცისგან მოითხოვოს პატივისცემა (არიან თბილი და ტკბილი მოხუცებიც). აქ ოჯახზეა საუბარი. ოჯახზე რომელიც აზროვნებს. გამწარბულები ჰყავთ ზოგიერთები, მაკარონს(პასტას)თვლით აჭმევენ, დასაბანად ჩუმად შედიან(წყლის გადასახადის გამო) და ა.შ. ასეთ ყოფაში მყოფმა მადლიერება რატომ უნდა გამოხატოს?! რატომ ჩერდებით, წადით ხშირად მომისენია ჩვენი ქართველებისგან, რომლებიც იტალიის მცველებად მოგვევლინენ! რატომ ვჩერდებით და უჭირს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს და იძულებულნი ვართ ავიტანოთ დამცირება (მადლობა უფალს მე არ მივეკუთვნები ამ კატეგორიას).

არც ჩემს ქვეყანაში ვიყავი მადლიერი, გაუმაძღარი კომპანიის თანამშრომლობით და არც აქ ვიქნები მადლიერი, რადგან გაწეული შრომის საფასურს არ ვიღებ. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, ადამიანებს იმდენი შეგნება არ გაგვაჩნია,რომ კრიტიკა გამოვხატოთ აგრესიის გარეშე, თავხედობის და სიძულვილის გარეშე. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ჩვენ ქართველები ვართ და არ შეიძლება ერთმანეთს ვებრძოდეთ ამ უცხო მიწაზე.

ძალიან რთული სანახავია, როცა ქართველი ქართველს ლანძღავს! ქართველი ქართველს ქუჩაში აგდებს! ქართველი ქართველს სამსახურს ართმევს! ქართველი ქართველით ფულს შოულობს! დროა გონს მოვეგოთ და ვისწავლოთ საკუთარი თავის ფასი და პატივისცემა, როცა საკუთარ თავს პატივს სცემთ სხვებსაც პატივისცემით მოექცევით!ადამიანი ყველგან ადამიანად დარჩება...გამძლეობას გისურვებთ და მალე აყვავებულ საქართველოში დაბრუნება.

აქვე იმასაც დავამატებ, ზოგი ქართველი სახლში შესაშვებიც არ არის და კარგად მოქცევაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ასე რომ ყველაფერი ინდივიდუალურია" - წერს ქართველი ემიგრანტი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი