"ემოციურად დატვირთული და ბედნიერი დასასრულის მქონე სამი ისტორია უნდა მოგიყვეთ" - რას წერს ემიგრანტი ჟურნალისტი, ხათუნა შარაძე

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, საემიგრაციო მედიამაუწყებელ Exclusivetv.ge-ს გენერალური დირექტორი და ჟურნალისტი იტალიაში, საკუთარ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ მორიგ ემოციურ და საინტერესო ამბავს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"გამარჯობა გამომწერებო და მეგობრებო. კვირის შედეგების ანგარიში უნდა ჩაგაბაროთ. ემოციურად დატვირთული და ბედნიერი დასასრულის მქონე სამი ისტორია უნდა მოგიყვეთ ნეპოლელ ემიგრანტ ქალბატონზე, ფლორენციელ გოგოსა და კალაბრიელ ემიგრანტზე, რომელთა გამოც დახმარება გთოხოვეთ.

ნეაპოლელი ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში მძიმე დიაგნოზით იმყოფებოდა, კარგად არის და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ინფორმაცია ამის შესახებ ნეაპოლში მცხოვრებმა ზურა მღებრიშვილმა მომაწოდა, რომელიც სხვა ემიგრანტებთან ერთად, რომლებიც ქალბატონს ფინანსურად და ფიზიკურად დაეხმარნენ. ერთი თანამემამულე გადარჩა!  

ფლორენციაში, შუაღამით, ღია ცის ქვეშ დარჩენილი ქართველი გოგონა, რომლის რომელიც ოჯახმა გამოაგდო, საქართველოშია, მშვიდობით დაბრუნდა სახლში. სრულიად უცნობი ქალბატონი გამოეხმაურა ჩემს პოსტს, ქეთინო მამანიშვილი და შვილებს სთხოვა დახმარება. ქართველი და-ძმა საათ-ნახევრის სავალზე საკუთარი ავტომობილით წავიდა და ქუჩაში მიტოვებულ გოგოს მიაკითხა. ორი ღამე უმასპინძლეს, იზრუნეს, მოეფერეს, დაუყვავეს და აეროპორტში მიიყვანეს, მგზავრს მიაბარეს და თვითმფინავის აფრენამდე ელოდნენ აეროპორტში. ნინო ორგაველიძის დამსახურებაა, რომ ამ გოგოს ამბავი ჩემამდე მოვიდა, ერთად ვციდლობდით დახმარებას.

რეჯო კალაბრიელი ქალის ამბავი, რომელიც წელიწადზე მეტია ადგილობრივი ემიგრანტების მხარდაჭერით ახერხებდა ცხოვრებას და ხშირ შემთხვევაში (კონკრეტულ მიზეზთა გამო) ქუჩაში უწევდა ღამის გათენება, ემიგრანტების ერთობის წყალობით სამშობლოში დაბრუნდა!!! ანა ბურდულის, ხათუნა ქარაიას და სხვა კალაბრიელი, კეთილსინდისიერი და მადლიანი ემიგრანტების წყალობით და დახმარებით ქალბატონის მზრუნველობა მთელი წლის მანძილზე ხდებოდა. ამ ამბავშ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფიქრია წვერავას, რომელმაც რომში მეგზურობა გაუწია ქალბატონს. სრულიად უანგაროდ, ბოლომდე უპატრონა ქალბატონს, აეროპორტში ღამე გაუთია და „გეითამდე“ იდგა მის გვერდით! მადლობა ბექა ბექაურს და გიორგის, ქართველ ბიჭებს რომში, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროცესში, ცხადია უანგაროდ, სარგებლის მიღების გარეშე!
ერთმანეთს მხარში, ჭიგოსავით ამოვუდგებით ხოლმე ქართველი ემიგრანტები და ფეხდაფეხ მივყვებით გასაჭირის გამკლავებისას. უზომოდ ვემადლიერები ყველა იმ ქართველს, ვისაც მსგავსი თანადგომა მოვალეობა ჰგონია და არა ვალდებულება.

მე კი ამ სამივე ამბავში, რომლის შესახებაც მოგიყევით ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო მქონდა მუქარის წერილები, შეურაცხყოფაც მომაყენეს საჯაროდ დახმარების მოწოდების გამო, ზოგმა კალამი დამიწუნა, ზოგმა მორალი, რას გაუგებ ადამიანის ბუნებას, მაგრამ ისინი მე არ მაინტერესებს, სამაგისოდ საკმაოდ ბევრი მიცხოვრია, რომ გავუმკლავდე ბრბოს, რომელიც საკუთარ ცოდვაში ყელამდეა ჩაფლული.

თავს ნუ შეიწუხებთ პარალელური პოსტებით. მე თქვენ არ მაინტერესებთ, სავსებით არა. არც სასულიერო პირი ვარ, არც საჯარო მოხელე, არც ბიუჯეტის მქონე უწყება ვარ, არც უზნეოდ ნაშოვნი ფულით გამდიდრებული და არც პოპულარობას დახარბებული, არც სიკეთის სარგებლის მიღების მიზნით მაკეთებელი, რადგან არცერთ ამ ქალბატონს არ ვიცნობ და სავარაუდოდ ვერც ვერასდროს გავიცნობ!!! უბრალოდ ჩემი თავი ვარ, ისეთი როგორიც ყოველთვის ვიყავი ემიგრაციაშიც და ემიგრაციამდეც!

ღმერთმა დალოცოს საქართველო და ჩემი ქართველები, ჩემი თანამემაულეები, რომლებიც სხვის მიწაზე სინდისის კარნახით ცხოვრობენ!

Pikria Tsverava Khatuna Karaia Ana Burduli Zuro Mgebrishvili ნინო ორაგველიძე Qetino Mamanishvili Nino Nino#ემიგრანები #ემიგრაცია #იტალია #საქართველო #დიასპორა #სიკეთე #დახმარება #ბედნიერი #დასასრული"  - წერს ხათუნა შარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714323972

საზოგადოება

„მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნების მიღწევა და უკვე იქამდე მივიდნენ, რომ სარწმუნოება ამოიღეს ჩვენი სავალი გზიდან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„დღევანდელ დღეს რომ ვუყურებთ გარშემო რა ხდება, ყველა თითს გვიქნევს, თითქოსდა ყველა აღდგა ჩვენი თვითმყოფადობის წინააღმდეგ, აქ კიდევ მეხუთე კოლონა დგას და სარწმუნოების უარყოფის ხარჯზე უნდა რაღაც მიზნები...

მიტროპოლიტი

1714322133

სოციალური მედია

„მადლობა ყველგან რომ გვწვდები“ - ნანუკა გოგიჩაიშვილის ემოციური პოსტი გარდაცვლილ მამას

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, სოციალურ ქსელში ხშირად იხსენებს მამას, ყველასათვის საყვარელ გიორგი გოგიჩაიშვილს. ამჯერად იგი „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს და ემოციური პოსტით მოკლე ისტორიას გვიყვება.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი

1714321950

საზოგადოება

„ვდგავართ არჩევანის წინაშე, „მამული, ენა სარწმუნოება“ თუ „მამული, ენა, ერთობა ეშმაკთან“ - მიტროპოლიტი სტეფანე

„ის ერი, რომელიც გამოცოცხლდა 9 აპრილს და რომელმაც დაიწყო თავისი ცხოვრება არა იმპერიების წიაღში დაძინებული, არამედ გამოცოცხლებული ქვეყნის სახით, რომელიც ცხოვრობს მსოფლიო ერებს შორის, დღეს კიდევ ერთხელ...

ააა

1714321786

ახალი ამბები

„ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას“ - სოსო ფხაკაძე

„ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგი...

ზოგადი

1714320940

სოციალური მედია

„ყოველთვის, სანამ საქართველოს დავტოვებ“ - ნუცა ბუზალაძე ტაძარში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

მომღერალი ნუცა ბუზალაძე, რომელიც „ევროვიზიაზე“ იღებს მონაწილეობას, ხშირად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში და პერიოდულად საქართველოსაც სტუმრობს. ნუცა საკმაოდ აქტიურია „ინსტაგრამზე“ და მის ყოველდღიურ ამ...

ნუცა