“იტალიაში ჰუმანიტარული საბუთის გაკეთება არის უფასო, ხალხო ნუ იხდით სასწაულ თანხებს” - ემიგრანტი იტალიაში

იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ირმა კაპანაძე იმ უმნიშვნელოვანეს და მტკივნეულ თემას ეხმაურება, რასაც ახალბედა ემიგრანტების ხარჯზე "ფულის გაკეთება" ჰქვია:
"ახალი ჩამოსულების და მათ საყურადღებოდ, ვინც იტალიაში ჰუმანიტარული საბუთის გაკეთებას აპირებს:
იტალიის ტერიტორიაზე მოხვედრის შემდეგ, როცა გადაწყვეტ ამ ტიპის საბუთის გაკეთებას, საჭიროა ე.წ. ოსპიტალიტა, ანუ ვინმემ, ვისაც აქვს ბინის კონტრაქტი, ავსებს სპეციალურ მოდელს, ქვესტურაში (პოლიციაში) მიაქვს და ადასტურებს რომ ეს პიროვნება არის მასთან სტუმრად.
ამის მერე თქვენ ტოვებთ პასპორტს ქვესტურაში, მშობლიურ ენაზე დაწერილ მოტივს ქვეყნის დატოვების და თუ დაბრუნდა სამშობლოში, რა რისკი ემუქრება მის სიცოცხლეს.
მიზეზი ნებისმიერი შეიძლება დაიწეროს...
არ მოწმდება არანაირი ინფორმაცია შენს ქვეყანაში, არც პოლიციიდან და არც კომისიაზე.
როგორც ჩაიბარებენ პასპორტს დაგინიშნავენ ანაბეჭდებს...
ორი თვე არ გაქვთ კონტრაქტით მუშაობის უფლება.
ეს პროცედურა არ ღირს არცერთი ევრო!
არანაირი გადასახადი არ არსებობს!
ქართველები, რომლებიც ამაში ფულს ითხოვენ, არიან ზნედაცემული ღორები!
არც ეს "ოსპიტალიტა" არ ღირს არაფერი!
თუ გყავთ ვინმე გულშემატკივარი, ვინც გაგყვებათ, დაგაკვალიანებთ, იმათ სთხოვეთ!
თუ არა, ეცადეთ მარტოებმა გააკეთოთ!
ან ის სასწაული თანხები არ გადაიხადოთ, რასაც ითხოვენ!
პირველ ეტაპზე გაძლევენ 6 თვიან ნებართვას, მერე უნდა განაახლოთ!
ეს საბუთი არის მხოლოდ შენსა და იტალიას შორის ურთიერთობა! ანუ არც სამსახური, არც სხვა ვინმე ამაში ვერ ერევა!!!
შენ სთხოვ იტალიას თავშესაფარს და იტალიამ უნდა გადაწყვიტოს, მოგცეს თუ არა!!!
პროცესი საკმაოდ გაწელილია, და კომისიები საკმაოდ გვიან ინიშნება....
მანამდე გაქვთ კონტრაქტით მუშაობის უფლება, (ნუ საქართველოში ვერ წახვალთ. მე ვიცი რაც ხდება როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ იტალიაში...
ვიცი რა ფულებს იღებენ ამის გაკეთებაში, მაგრამ მე ფაქტებს არავინ მაწვდის....
ეცადეთ იქნებ თქვენით გააკეთოთ და ამ ღორების ხაფანგში არ გაებათ!
ახლა არ შემოხტეთ ზოგი გონებაშეზღუდული და არ თქვათ, რომ ვინც ფულს იღებს, თქვენ გაწყობთ და ისინი რამეს გიკეთებენ!
ეს ყველაფერი შეიძლება გააკეთონ უფასოდ! ან არა იმხელა თანხებად, რასაც აფასებენ!
ან უკეთეს შემთხვევაში აიყვანეთ იტალიელი ადვოკატი!მერწმუნეთ უფრო სანდოა!წარმატებები!"
1741616542
საზოგადოებაგორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ვოლოგდის დასახლებაში დღეს მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს....
1741612495
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7776 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...
1741611656
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში
„რა სტატუსიც დაწერა ჯაფარიძემ, იგივე შინაარსი იყო 18 ნოემბრის წერილში, ოთხმა რადიკალურმა პარტიამ ე.წ. დანოსი გაგზავნა ევროკავშირში, რათა საქართველოსთან ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობა შეეჩერებინათ“...
1741610593
ახალი ამბები„ჯგუფებმა, რომლებიც მაშინ ბაიდენის ადმინისტრაციას იყვნენ ამოფარებულები, ახლა გადაინაცვლეს ბალტიისპირეთის მიმართულებით - მათი ამოცანაა, გაგვაშაონ, სანქციები დაგვიწესონ და შემდეგ აგენტურა დასვან აქ“ - ირაკლი ზარქუა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ეხმაურება მამუკა მდინარაძის Facebook პოსტს, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი წერს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებასთან...
1741608776
ახალი ამბებიგიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის თაღლითურად მითვისებაში ბრალდებული „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩია...