ქართველი ემიგრანტი კოვიდკლინიკიდან: "მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც კოვიდამდე ვიყავი"

ემიგრაციაში ალბათ ძალიან ცოტას შევხვედრივარ ისეთ სიცოცხლით სავსე და საოცრად ფერად ქალბატონს, როგორიც მარია (ციცინო) გასვიანია და წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა, როდესაც მომწერა, რომ კოვიდის დიაგნოზით მეათე დღეა კარპის საავადმყოფოში წევს და ის ფოტო გამომიგზავნა, რომელსაც თავადაც ხედავთ. მაშინვე დავურეკე... "ნინა, მინდა ისევ ისეთი ფერადი ვიყო, როგორიც ვიყავი" - მითხრა საუბრისას და მე ვუპასუხე, რომ ის იმდენად ძლიერი და პოზიტიური ადამიანია და ისეთი პროფესიონალების ხელშია, რომ აუცილებლად ისევ ისეთი და უფრო ფერადი და ხალისიანი იქნება, როგორიც კოვიდამდე იყო.
მარია იტალიაში წლების წინ ჩამოვიდა, თავდაპირველად ბარში იმყოფებოდა, საიდანაც 2008 წლის აგვისტოში ემილია-რომანიაში, კარპიში გადავიდა. ბევრი წლის შემდეგ, იტალიას თავის მეორე სამშობლოდ თვლის და უფალს მადლობას სწირავს, რომ სწორედ იტალიაში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ათი დღეა მჯდომარე მდგომარეობაში სძინავს სასუნთქი ჩაფხუტის გამო და საუბარიც უჭირს, მაინც ეცადა მადლობა გადაეხადა ყველა იმ იტალიელისთვის და იმ ადამიანისთვის ვინც მანამდეც და ახლაც მის გვერდით არიან და ყოველ წუთს მზად არიან დახმარების გასაწევად.
მარია (ციცინო) გასვიანი: "ამ ცხოვრებაში ყველაფერს უნდა ელოდო! მოხდა ისე, რომ კორონავირუსი შემხვდა. მადლობა უფალს, რომ ქრისტინა ანდრეოლისნაირი ექიმი შემხვდა, ოჯახის ექიმის სახით. სანამ საავადმყოფოში მომიყვანდნენ, მან მომხედა. ვირუსი 22 დღის წინ დამიდგინდა. კლინიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობით შემომიყვანეს, უკვე მეათე დღეა აქ ვარ. ჩემ გვერდით იმყოფება ჩემი მეგობარი ქართველი, ერთ პალატაში ვწევართ.
არ ვიცი როგორ გამოვხატო მადლიერება იმის გამო, რაც ჩემს თავს ხდება. მოვხვდი საავადმყოფოში, მაგრამ მარტოობა არ მიგრძნია. ასეთი საოცარი მოვლა, ყურადღება, არ ვიცი... ყველა გვეფერება, ყველა გვამხნევებს. ყოველ დილით გვეკითხებიან როგორ ჩაიარა ღამემ, ხომ არაფერი გვჭირდება... საოცარი ექიმები და ექთნები არიან. არ შემიძლია უდიდესი მადლობა არ გადავუხადო თითოეულ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ჩვენ გამო დღე და ღამე თავდაუზოგავად შრომობენ. ისე მინდა თითოეულის სახე ნიღბების და სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე დავინახო და ყველას სათითაოდ მადლობა გადავუხადო. მინდა ეს ახალი წელი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს მათთვის, იტალიისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. მინდა თითოეულს დავულოცო ოჯახი, ვინც ჩემი და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ათენებს და აღამებს საავადმყოფოში.
ძალიან დიდი სამეგობრო წრე მყავს იტალიელების, საოცარი გვერდით დგომა იციან. ბევრი გაჭირვება გამოვიარე, რამდენიმე ოპერაცია მაქვს გადატანილი. ეს ადამიანები ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ, არასოდეს დავუტოვებივარ. მინდა თქვენი საშუალებით გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ. მადლობა ჩემო იტალიელებო, მადლობა, რომ საშუალება მომეცით, თქვენს ქვეყანაში თავი ისე მეგრძნო, როგორც ამ ქვეყნის შვილი.
და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო და შობა-ახალი წელიწადი მივულოცო ყველას, იმ ქართველებს, რომლებიც ასე მიდგანან მხარში. ყოველ წუთს მწერენ და მირეკავენ ხომ არაფერი მჭირდება. მადლობა ჩემს ქართველებს, რომლებმაც ერთი წუთითაც არ დამტოვეს. მადლობა ჩემს მოძღვარს მამა გაბრიელ ღურწკაიას. ექიმები მეუბნებიან, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ მიდის, ყველაფერი კარგად იქნება, გკოცნით და გეფერებით ყველას, იჯანმრთელეთ."
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...