22/02/2022 მაგიური სარკის თარიღი - რას გვირჩევენ ასტროლოგები ამ დღეს

ასტროლოგები დღეს სურვილების ასრულებას გპირდებიან - ექვსი ორიანის დღემ შეიძლება მასშტაბური ცვლილებები მოიტანოს. უნიკალური სარკის თარიღი 02/22/2022 საშუალებას იძლევა ჩაიფიქროთ თქვენი ყველაზე საოცნებო სურვილები ამბობენ ასტროლოგები და გვიამბობენ თუ როგორ გააკეთოთ ეს სწორად.

დღეს, 22 თებერვალი, კალენდარში სარკისებური თარიღია - 02/22/2022. ის ორივე მიმართულებით ერთნაირად იკითხება, ამიტომ ის მიეკუთვნება პალინდრომის თარიღებს, რაც ძალიან იშვიათია. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი დღეები ბედზე განსაკუთრებული გავლენით არის დაჯილდოებულები, და დღევანდელი „ექვსი ორიანის დღეს“ ფართომასშტაბიანი ცვლილებების მოტანა შეუძლია. გარდა ამისა, ეს არის 22-ე მთვარის დღე და სამშაბათი ანუ  კვირის მეორე დღე, რაც ზრდის ციფრი 2 რაოდენობას და შესაბამისად ზრდის რიცხვების "მაგიის" ძალას. 

ასტროლოგების რჩევით, დღეს ღირს სურვილების ჩაფიქრება თუმცა, გარკვეული წესების დაცვით - დღევანდელი დღის ენერგია მათ შესრულებას გვპირდება. არასასურველია კონფლიქტი, ჩხუბი, ძველი წყენის გახსენება და სხვისთვის ბოროტების სურვილი - ის აისახება, როგორც სარკეში, და დაუბრუნდება ამ სურვილის პატრონს. 

ასტროლოგები დღეს გვირჩევენ, ვიფიქროთ პოზიტიურად, დავიწყოთ  ახალი და გამოასწოროთ ძველი გაწყვეტილი ურთიერთობები. ვიყოთ  მომთმენები, დავიწყოთ ბიზნესი და ახალი პროექტები, შევადგინოთ გეგმები, ვაღიაროთ გრძნობები და ჩავიფიქროთ სურვილები.

დღეს მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებას  რადიკალურად შეუძლია შეცვალოს ჩვენი ბედი ან გავლენა მოახდინოს მასზე. ამიტომ ღირს მისი მიღება მშვიდ მდგომარეობაში, პოზიტიური განწყობით.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ დღეს გაკეთებული სურვილი ასრულებას გვპირდება, ხელს უწყობს გეგმების განხორციელებას, მიზნების მიღწევას, ცხოვრების მთავარი ფასეულობებისა და სახელმძღვანელო პრინციპების გააზრებას.

სურვილების ჩაფიქრებამდე კი ასტროლოგები გირჩევენ, რომ კარგად დავფიქრდეთ და რაც შეიძლება ზუსტად ჩამოაყალიბოთ ჩვენი სურვილი.

ის აუცილებლად ახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენი ნამდვილი და გულწრფელი სურვილია, იმის მიხედვით თუ  ვინ ხართ და რა გსურთ სინამდვილეში.

 მნიშვნელოვანია, რომ ჩაუთქვათ მხოლოდ კარგი და სუფთა ზრახვები, რომლებიც მხოლოდ თქვენ გეხებათ. სხვა ადამიანის სურვილი და მის ნაცვლად ჩაფიქრება არ გამოვა.

ასევე საინტერესოა

🔵როდის მოიხსნის ნიღაბს, გოგირდის მჟავით დამწვარი ქალი, რომლის სახის დიდი ნაწილიც მჟავამ მთლიანად გაანადგურა

🔵საბერძნეთში, იოანინას ზღვაში გიგანტური თევზი დაიჭირეს, რომელიც თითქმის 400 კილოს იწონის

🔵საბერძნეთში, სამგზავრო გემზე რომელზედაც ხანძარი გაჩნდა 11 დაკარგული მგზავრიდან, ერთი გარდაცვლილი იპოვეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი