"ბებიაჩემი საბერძნეთში 13 წელი მუშაობდა და ინსულტის გამო მოუწია უკან დაბრუნება, მისი სურვილი იყო კონკურსზე გამოვსულვიყავი" - დოდონა ნამორაძე

ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძე "ბერ­ძნუ­ლი ხმის" ფი­ნალ­ში გა­ვი­და. ის ოთხ სა­უ­კე­თე­სო მომ­ღე­რალს შო­რის მოხ­ვდა.

ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბა 16 წლის ბერ­ძენ­მა შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მო­ი­პო­ვა, ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი კი ხმე­ბის მი­ხედ­ვით მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­ვი­და.

მას ემიგ­რან­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ და მარ­თა­ლია, გული სწყდე­ბათ, რომ გა­მარ­ჯვე­ბა სხვამ მო­ი­პო­ვა, თუმ­ცა უცხო ქვეყ­ნის პრო­ექ­ტში ქარ­თვე­ლის ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა, თუნ­დაც მე­ო­რე ად­გილ­ზე გას­ვლა, ძა­ლი­ან ახა­რებთ.

"ჩემო მე­გობ­რე­ბო, ვინ ვის სჯობ­და უკვე აღა­რა­ფერს ნიშ­ნავს, გა­ი­მარ­ჯვა 16 წლის ბავ­შვმა პა­ტა­რა საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნაა, გთხოვთ ცუდ კო­მენ­ტა­რებს ნუ და­უ­წერთ! წარ­მო­იდ­გი­ნეთ რას იგ­რძნობს, როცა ამას წა­ი­კი­თხავს. უდი­დეს წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ", - და­წე­რა ფი­ნა­ლის შემ­დეგ მომ­ღე­რალ­მა.

დო­დო­ნა ნა­მო­რა­ძე 2023 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჟურ­ნალ გზას ესა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ბერ­ძნუ­ლი "ვო­ი­სი" რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- ბე­ბი­ა­ჩე­მი სა­ბერ­ძნეთ­ში 13 წელი მუ­შა­ობ­და. შემ­დეგ ინ­სულ­ტის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა მო­უ­წია. სა­ბერ­ძნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარს. თა­ვად სულ ჰქონ­და სურ­ვი­ლი, იქ რო­მე­ლი­მე მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სში გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. რო­დე­საც ბერ­ძნუ­ლი "ვო­ი­სის­თვის" კას­ტინ­გი გა­მო­ცხად­და, ამის შე­სა­ხებ იქ მცხოვ­რებ­მა მე­გობ­რებ­მა მაც­ნო­ბეს. გა­დავ­წყვი­ტე, ბე­ბოს­თვის სი­ურპრი­ზი მო­მე­წყო: კას­ტინ­გის­თვის ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი გავ­გზავ­ნე. რო­დე­საც კონ­კურ­სზე მოვ­ხვდი, ბე­ბოს მხო­ლოდ მა­შინ ვუ­თხა­რი. ყვე­ლას გა­უ­ხარ­და. თან, სა­ბერ­ძნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ახ­ლოს არის - ამ 2 ქვე­ყა­ნას შო­რის მი­მოს­ვლა ჩემ­თვის უფრო იო­ლია.

- სა­ბერ­ძნეთ­ში გი­ცხოვ­რი­ათ?

- არა, პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი. იქ მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი მყავს. ბე­ბი­ის მსგავ­სად, ჩემი რამ­დე­ნი­მე ნა­თე­სა­ვი იქ მუ­შა­ობს და კონ­კურ­სის შე­სა­ხებ სწო­რედ მათ­გან შე­ვი­ტყვე.

- პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ბერ­ძნუ­ლი ენის ცოდ­ნა სა­ჭი­რო არ იყო?

- იქ ინ­გლი­სუ­რად თით­ქმის ყვე­ლა სა­უბ­რობს. ეთერ­ში ჩემი ინ­ტერ­ვი­უც ინ­გლი­სუ­რად გა­ვი­და, სცე­ნა­ზე გა­სულ­საც ინ­გლი­სუ­რად მე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ... ბერ­ძნუ­ლი სა­ერ­თოდ არ ვიცი. ცოტ-ცო­ტას ახლა ვსწავ­ლობ.

წყარო: ამბები.ჯი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1679846400

საინტერესო ამბები

გყავთ თუ არა მფარველი ანგელოზი? - გაარკვიეთ არის თუ არა თქვენთან ახლოს

ყველა ადამიანს, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც თან ახლავს მას მთელი ცხოვრების მანძილზე და იცავს ყოველგვარი უბედურებისგან. ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს მისი...

აედრგფჰჯკ

1679842800

სოციალური მედია

"გემშვიდობებით ყველას. კარგი იყო თქვენთან ძალიან" - რა მედიკამენტი გაუკეთეს სასწრაფოს ექიმებმა და რატომ გვემშვიდობება ბექა ყორშია?

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს: "ბოლო სამი დღეა სუსტად ვარ. რაღაც ვირუსი შემეყარა და მას მერე ხან წნევა მივარდება, ხან თავბრუ მეხვევა. დღეს კიდევ უფრო დამძიმდა...

ააა

1679839200

საინტერესო ამბები

VIDEO:როგორ იპოვეს სხვადასხვა ოჯახებში სამშობიაროდან უკანონოდ გაშვილებულმა ტყუპებმა ერთმანეთი - გამაოგნებელი ისტორიის ბედნიერი ფინალი

2022 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, ჯგუფ­ში "ვე­ძებ“ გა­მოქ­ვეყ­ნდა პოს­ტი, სა­დაც 20 წლის ტყუ­პი და, რომ­ლებ­მაც ჯერ ერ­თმა­ნე­თი იპო­ვეს, ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს ეძებ­დნენ. ტყუ­პე­ბი 20 წლ...

ააა

1679835600

ემიგრაცია

"6-7 თვეა მუშაობენ და ხელფასები არ აუღიათ"- ქართველი ემიგრანტები 55 დღეა, გაფიცულები არიან

ევროპაში ლეგალურად დასაქმებული ქართველები 55 დღეა გაფიცულები არიან - სატვირთო მანქანების მძღოლები არადაამიანურ მოპყრობასა და მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. ისინი ამბობენ,რომ თითქმის 3 თვეა ხელფა...

ააა

1679829621

ახალი ამბები

სროლა დიდ-დიღომში - შემთხვევას სამი მცირეწლოვანი შეესწრო

სროლა დიდ დიღომში - ავტომობილიდან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა.  გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საღამოს საათებში მოხდა. სროლის მომენტში ადგილზე სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც ფეხით გადაადგილ...

ააა