"ეს ნაბიჯი უშედეგოდ არ ჩაივლის"- რუსეთის მუქარა საბერძნეთს, 12 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით

ოფიციალურმა მოსკოვმა, მისი ქვეყნის საელჩოს მეშვეობით საბერძნეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს, 12 რუსი დიპლომატის გაძევებასთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოუგზავნა და აცნობა, რომ ამ ნაბიჯს თავისი შედეგები მოჰყვება.
"საბერძნეთის გადაწყვეტილება 12 დიპლომატის გაძევების შესახებ, რეაგირების გარეშე არ ჩაივლის და მას თავისი შედეგები ექნება“ - ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში, რომელიც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„2022 წლის 6 აპრილს რუსეთის ელჩი საბერძნეთში, ანდრეი მასლოვი დაიბარეს საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მას აცნობეს საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება თესალონიკში საელჩოსა და გენერალური საკონსულოს 12 დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.
ჩვენი მხრივ, ჩვენ მკაცრად გავაპროტესტეთ ეს გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განადგურებას ისახავს მიზნად.
აღვნიშნავთ, რომ ეს ქმედება უშედეგოდ არ ჩაივლის " - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ასევე საინტერესოა
🔷საბერძნეთი 12 რუს დიპლომატს გააძევებს - ისინი პერსონა ნონ გრატად შეფასდნენ
1745178945
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე 29 ნოემბერს დაშავებულ პოლიციელზე: მას უწევს ამ მძიმე ტრავმით მუშაობა. ძალიან მძიმეა, როდესაც საუბრობენ მხოლოდ აქციის მონაწილეთა დაზიანებაზე მაშინ, როდესაც პოლიციელმა ასეთი მძიმე დაზიანება მიიღო
პირველივე დღეს, როცა დაიწყო გამოსვლები, 28 ნოემბრის ღამეს და 29 ნოემბრის დილის საათებში, [გიორგი ზაბახიძე] იმყოფებოდა ადგილზე, საპოლიციო კორდონში. სანამ პოლიცია დაიწყებდა აქციის დაშლას და შესაბამის მო...
1745178365
საზოგადოებაარჩილ გორდულაძე: სახელმწიფოს თუ უნდა, რომ დამოუკიდებელი იყოს და თავისი სუვერენიტეტი ჰქონდეს, შავი ფულის ტრიალი ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს შესაძლებელი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქართულ კანონმდებლობას არ ცნობს, სამაგიეროდ ემორჩილება, მაგალითად, გერმანულ კანონმდებლობას. მათი უსამშობლოობის კიდევ ერთი მაგალითი არის ის, რომ ებრძვიან ყველანაირ ქართულს,...
1745175791
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: როდესაც ჩვენ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრჩეს, რა ფორმა მისცეს მათ კორუფციას
როდესაც ჩვენ ამ რეჟიმზე ვსაუბრობთ, გარდა იმ სისტემური წამება-გაუპატიურებისა, ოჯახის საძინებლებში თვალთვალისა, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვისა, ტელევიზიების მითვისებისა და ა.შ. ჩვენ არ შეგვიძლია, გამოგვრ...
1745173032
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: გრანტების კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, ეს უნდა მოხდეს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებში
ამ კანონით ითქვა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ვისაც სურს საქართველოში გრანტის სახით ფული დახარჯოს, განსაკუთრებით ეს ეხება სფეროებს, როდესაც საზოგადოებრივ ცხოვრებაზე ხდება ზემოქმედება, ეს უნდა მოხდეს საქარ...
1745169468
სპორტიძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ორმა ქართველმა იასპარეზა
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 20 აპრილს საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი – ზაზა ლომთაძე და ლონგინოზ ბრეგვაძე გამოვიდნენ. ლომთაძემ ატაცში 165/170/173 კგ. დაძლია და მე-5 ადგილ...