დავით მათიკაშვილი გასული წლის აქციებზე: ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ეს არის ის სურათი, ის ფილმი, რომელიც ჩვენ არაერთგზის გვინახავს და მაიდნის ტიპის პროექტები განხორციელებულა „დიფ სთეითის“ ხელით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გასული წლის ბოლო საპროტესტო აქციების მონაწილეთა ნაწილის მიერ სამართალდამცველების მიმართ აგრესიული ქცევის შესახებ საუბრისას.
„USAID - ის თანხების დახმარებით, NED - ის დაფინანსებით, ევროპული ე.წ. გრანტების დარიგებით, სადაც სინამდვილეში არანაირი კეთილი მიზანი და დემოკრატიის წინსვლა და განვითარება ამ ყველაფერს არ აქვს. პირიქით დემოკრატიის ნგრევა, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლებების რევოლუციურად შეცვლა და ქაოსი არის საბოლოოდ მიზანი", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მან დაშავებული სამართალდამცველების შესახებ უცხოელი პარტნიორების დუმილზეც ისაუბრა.
„აქამდე სურდათ, საქართველოში მიეყვანათ სიტუაცია, რომ ჩამოშლილიყო და ჩამონგრეულიყო სახელმწიფო ინსტიტუტები, მომხდარიყო ვითომდა ხალხის გულწრფელი პროტესტით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სახელმწიფო შენობების დაკავება. ეს სურათი ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს. ამ მიზნით იყო ის, რომ აგენტურული ტელევიზიები ობიექტურად არ აშუქებდნენ მოვლენებს, ძალადობა, რომელიც ზღვასავით გადმოედინებოდა მომიტინგეთა მხრიდან. ამის შესახებ არც აშუქებდნენ, არც ჩვენი უცხოელი პარტნიორები ამაზე ხმას არ იღებდნენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და დღესაც უკმეხად და უსინდისოდ ინარჩუნებენ ამ პოზიციას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
1745160046
მსოფლიოPolitico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...
1745148150
მსოფლიოკიტ კელოგი: მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაემგზავრება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებისთვის ლონდონში გაე...
1745144824
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...