"საბერძნეთი სთხოვს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამოიძიოს მარიუპოლში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები"- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„ამ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში. სწორედ ამიტომ მოვითხოვთ დანაშაულის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. " - ეს განცხადება საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა რუსეთის მიერ, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი ენით აღუწერელი სისასტიკის გამო გააკეთა, რომელიც ოკუპანტებმა ბუჩაში ჩაიდინეს.
გუშინ კი, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა განაცხადა, რომ საბერძნეთი ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, მარიუპოლში ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
„საბერძნეთი სთხოვს ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გამოიძიოს მარიუპოლში ჩადენილი სამხედრო დანაშაულები. საბერძნეთს განსაკუთრებული ინტერესი ამოძრავებს მარიუპოლის მიმართ, ვინაიდან იქ 100 000-ზე მეტი ბერძენი ცხოვრობს.
გარდა ამისა, მე ვთხოვ ჩემს მოკავშირეებს ალიანსში, უკრაინის დასახმარებლად და ოდესის დასაცავად გააკეთონ ყველაფერი რაც შეუძლიათ, რათა ოდესას არ გაიზიარონ მარიუპოლის ბედი" - ნათქვამია საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ასევე საინტერესოა
1745169468
სპორტიძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ორმა ქართველმა იასპარეზა
მოლდოვაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 20 აპრილს საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი – ზაზა ლომთაძე და ლონგინოზ ბრეგვაძე გამოვიდნენ. ლომთაძემ ატაცში 165/170/173 კგ. დაძლია და მე-5 ადგილ...
1745164477
მსოფლიოაშშ-ში ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება. მომიტინგეებმა სხვადასხვა საკითხზე უკმაყოფილება გამოხატე...
1745160046
მსოფლიოPolitico: აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ „ექსპერტების დონეზე“ მოლაპარაკებებს მომავალ კვირას გააგრძელებენ
ირანის ბირთვულ პროგრამაზე 19 აპრილს რომში გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ აშშ-ისა და ირანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მორიგი ორმხრივი შეხვედრა ექსპერტების დონეზე გამართონ. ამის...
1745153818
მსოფლიოვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეები აღდგომას ზეიმობენ, პაპმა ფრანცისკემ მათ დღესასწაული მიულოცა, ტრადიციული მიმართვა კი, პაპის ნაცვლად, ღვთისმსახურმა წაიკითხა
კათოლიკური ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით მორწმუნეა შეკრებილი, თუმცა საზეიმო მესას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ უძღვება პაპი ფრანცის...
1745152346
მსოფლიოღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრაციას „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა მოუწო...