საბერძნეთში, 1 მაისამდე საგანგებო ზომები იმოქმედებს - ვინ როგორ შეძლებს სააღდგომოდ ტაძრებში და რესტორნებში შესვლას?!

საბერძნეთში, სააღდგომოდ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად საგანგებო ზომები იმოქმედებს, რომელიც ძალაში გუშინ, 18 აპრილს შევიდა და 1 მაისამდე გაგრძელდება.   

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის გაზეთი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, რესტორნები და გასართობი ცენტრების დახურული სივრცის ზონა იმუშავებს მხოლოდ, მოქმედი ვაქცინაციის სერტიფიკატის მფლობელებისთვის, ხოლო ღია სივრცით სარგებლობის უფლება ექნება ყველას, მათ შორის არავაქცინირებულ მოქალაქეებსაც, ასეთ შემთხვევაში საჭიროა დიაგნოსტიკური სწრაფი ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

4-დან 17 წლამდე არასრულწლოვნების შემთხვევაში მიიღება თვით დიაგნოსტიკური  ტესტის (სელფტესტი) პასუხიც, (რა თქმა უნდა პასუხი უნდა იყოს უარყოფითი).  

შემოწმება ჩატარდება დაწესებულების შესასვლელთან. მოლოდინის პროცესში მომხმარებლებს უნდა ეკეთოთ პირბადე. პირბადის ტარება სავალდებულოა, ასევე დაწესებულებების ყველა პერსონალისთვის.  მუსიკალური ბენდის არსებობის შემთხვევაში, მუსიკოსები ვალდებულები არიან დაიკავონ, მინიმუმ 1 მეტრის დისტანცია. 

ზომები რომლებიც იმოქმედებს ეკლესიებში :

აღდგომის ლოცვებზე დასასწრებად ეკლესიაში შესვლა, შესაძლებელი იქნება, ვაქცინაციის ან გადატანილი დაავადების მოქმედი სერტიფიკატით ან დიაგნოსტიკური ტესტის უარყოფითი პასუხით (სწრაფი ან PCR). 4-დან 17 წლამდე არასრულწლოვანთა  შემთხვევაში დასაშვებია თვით დიაგნოსტიკური ტესტის უარყოფითი პასუხიც. 

ეკლესიაში, პირბადის ტარება სავალდებულოა ყველასთვის, გარდა იმ სასულიერო პირებისა რომლებიც აღავლენენ ლოცვას. 

ასევე საინტერესოა

🔵ბერძენი პროფესორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების გაუქმების წინააღმდეგია

🔵საბერძნეთმა, ჰააგის სასამართლოს, მარიუპოლში ომის დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

🔵 საბერძნეთში 5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745080756

ახალი ამბები

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავასთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში, ხონშ...

ლევან მგალობლიშვილმა ხონში ავტოავარიის შედეგად დაშავებული დევნილი ახალგაზრდები მოინახულა

1745079826

ახალი ამბები

19 აპრილს ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“ - წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი ხანძრის კერა გახდა

 მიმდინარე წლის 19 აპრილს 11:08 საათზე ავარიულად გამოირთო 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონი“. წინასწარი მონაცემებით, ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მიზეზი გახდა ხანძრის კერა, - აღნიშნულის შ...

შუქი

1745075466

ახალი ამბები

ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა - დაიღუპა 11 ადამიანი

 ინდოეთში ოთხსართულიანი შენობა ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ქალი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ინციდენტი ნიუ დელის ცენტრალურ რაიონში მოხდა. ბოლო მონაცემებ...

ინდოეთი

1745072604

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა

 რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კრემლი ტელეგრამ არხზეავრცელებს. „კრემლში შეხვედრისას მთავარსარდალმა მოისმინა რუსეთის შეიარაღ...

ვლადიმირ პუტინი

1745071476

ახალი ამბები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისში 23:40 საათზე ჩამოაბრძანებენ

 წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად „ჯორჯიან ეარვეისის” ბორტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე დაეშვება. აეროპორტში ცეცხლს სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდებიან და ყოვლადწმინდა...

წმინდა ცეცხლი