საბერძნეთში, 8 წლით პატიმრობა მიესაჯა დედას, რომელიც 3 შვილს სავალალო პირობებში ზრდიდა და მათხოვრობას აიძულებდა -"ვეუბნებოდი, რომ ტარაკნები პეპლები არიან"

მაქსიმალური სასჯელი, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საბერძნეთის პოლიციამ სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედას და მის მეგობარ კაცს, რომლებიც ბავშვებს არაადამიანური ცხოვრების პირობებით, თაგვებითა და ტარეკნებით სავსე სახლში ზრდიდნენ და ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, 30 წლის დედას, საკუთარი არასრულწლოვანი შვილების სიცოცხლის საფრთხის წინაშე დაყენებისთვის, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც ცნობილი ხდება დედამ პოლიციელებთან საუბარში აღნიშნა, რომ შვილებს აჯერებდა რომ ტარაკნები პეპლები იყვნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სამ შვილზე მეურვეობა მათ მამას გადაეცა, რომელიც შვილებთან დაკავშირებას გასული წლიდან ცდილობდა თუმცა, დედა ამის საშუალებას არ აძლევდა. მეზობლების ჩარევის შედეგად მამამ გაიგო ბავშვების ცხოვრების პირობების შესახებ, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩართო. სახლში შესულმა სამართალდამცველებმა 2, 3 და 6 წლის ბავშვები უკიდურესად სავალალო პირობებში აღმოაჩინეს.
სახლიდან გამოყვანილი მცირეწლოვანი ბავშვები, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე გადიან მკურნალობას, მათ ხელებზე და ფეხებზე თაგვებისა და მწერების ნაკბენები აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ათენში, პატისიონზე, აგიოს პანტელეიმონის ტერიტორიაზე, სამი მცირეწლოვანი ბავშვის შემაძრწუნებელი ცხოვრების პირობების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მამამ ბავშვების დედის და მისი მეგობარი კაცის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა.
შოკის მომგვრელია ბავშვების მამის ნაამბობი, სადაც აღწერს იმ სურათს, რომელიც ნახა ბინაში, სადაც მისი 30 წლის ყოფილი მეუღლე შვილებთან და ახალ პარტნიორ კაცთან ერთად ცხოვრობდა.
მისი გადმოცემით კარების გაღებისთანავე დაინახა ორ "მიტყუპებულ" ლოგინზე მწოლიარე ბავშვები, რომლებსაც ზევიდან ტარაკნები დასდიოდნენ.
მამა აღნიშნავს, რომ სურათი იმდენად საშინელი იყო, რომ მის დანახვაზე გული წაუვიდა.
ასევე საინტერესოა
🔵
1745144824
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო. საზეიმო წირვა, სამების საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-...
1745144612
საზოგადოებაკახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...
1745143727
მსოფლიოდიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...
1745141357
საზოგადოებალევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ
გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირ...
1745136802
საზოგადოებათბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...