ლევან მგალობლიშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ

გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას, - ამის შესახებ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ლევან მგალობლიშვილი წერს.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც წუხელ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, მოქალაქეებს აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.
„ქრისტე აღდგა! აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გულითადად ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, განსაკუთრებით კი ენგურის ორივე მხარეს მცხოვრებ აფხაზეთის მოსახლეობას.
აღდგომა არის სულიერი განახლებისა და იმედის სიმბოლო, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რწმენითა და ერთობით შეგვიძლია გადავლახოთ ნებისმიერი განსაცდელი.
საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ შერიგებაზე. დარწმუნებული ვარ, ქართველები და აფხაზები იპოვიან ძალას საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანებისთვის და ძალიან მალე აღდგომის დღესასწაულს აფხაზეთში ერთად აღვნიშნავთ.
კიდევ ერთხელ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას“, - წერს ლევან მგალობლიშვილი.
1745144612
საზოგადოებაკახა კალაძე: ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდეს ჩვენს გულებს სიხარულით და ბედნიერებით!
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულს ულოცავს. შესაბამის პოსტს კალაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „ქრისტე აღდგა! დაე, ამ დღის ნათელი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ოჯახებს, ათბობდ...
1745143727
მსოფლიოდიდი ბრიტანეთი რუსეთს ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს: ახლა არის მომენტი, როდესაც პუტინმა უნდა აჩვენოს, რომ მშვიდობის მიმართ სერიოზულად არის განწყობილი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისკენ და „არა ერთდღიანი პაუზის აღებისკენ“. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, ციტირებს Reuter...
1745136802
საზოგადოებათბილისში მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ
მოქალაქეთა შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 20-21 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახ...
1745134555
მსოფლიოზელენსკი: უკრაინა რუსეთის ქმედებებს სარკისებურად უპასუხებს
თუ ფრონტზე მართლაც სრული სიჩუმე იქნება, უკრაინა გამოდის ინიციატივით, რომ ის 20 აპრილის აღდგომის დღის შემდეგაც გაგრძელდეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან გაიხსენა,...
1745133173
საზოგადოებადავით შერაზადიშვილი: აღდგომა იმედის, სიკეთის, ბოროტების დამარცხების და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა. მშვიდობას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს გისურვებთ
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი სააღდგომო ლიტურგიას ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარშიდ...