საბერძნეთში მომხდარი, გახმაურებული მკვლელობა, რომელშიც ბრალს ქართველს სდებდნენ, დოკუმენტური ფილმის სცენარი გახდა

საბერძნეთში, მომხდარი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა, რომელშიც  ეჭვმიტანილის სტატუსით საქართველოს მოქალაქე იყო დაკავებული, დოკუმენტური ფილმის სცენარი გახდა. 

17 თებერვალს, დიდ ბრიტანეთში შედგა, პრემიერა დოკუმენტური ფილმის სახელწოდებით  "კეროლაინი: მკვლელობა, რომელმაც მსოფლიო მოატყუა ".

Channel 5 -ზე ნაჩვენები 90 წუთიანი დოკუმენტური ფილმის თემა იყო კაროლაინ კრაუჩის მკვლელობა მისი პილოტი მეუღლის, ბაბის ანაგნოსტოპულოსის მიერ და მოვლენები, რომლებიც წინ უძღოდა მის სიკვდილს. მკვლელობის საქმეში ერთ-ერთ მთავარი მტკიცებულებას წარმოადგენდა ჩანაწერები დღიურიდან, რომელსაც ახალგაზრდა ქალი აწარმოებდა.

პრემიერამდე ბრიტანულმა Nationalworld.com-მა წარმოადგინა გახმაურებული მკვლელობის მთავარი მოვლენები და ისაუბრა კეროლაინ კრაუჩზე. გოგონა ლივერპულში დაიბადა და რვა წლის ასაკში, ბრიტანელ მამასთან დევიდ კრაუჩთან და ფილიპინელ დედასთან სუზანა დე ლა კუესტასთან ერთად  საბერძნეთში, კუნძულ ალონისოზე გადავიდა საცხოვრებლად. 

2021 წლის 11 მაისს კეროლაინი გარდაცვლილი იპოვეს ათენის მახლობლად მდებარე სახლში, სადაც ის ქმართან და პატარა ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია, კეროლაინის ქმარმა გამოიძახა, პოლიციამ ახალგაზრდა ქალი საწოლში გაგუდული აღმოაჩინა, დედის ცხედართან  იმყოფებოდა მისი 11 თვის ქალიშვილიც. ბავშვი უვნებელი იყო. 

33 წლის პილოტმა პოლიციას განუცხადა, რომ მათ სახლს თავს დაესხნენ უცხოელ, მძარცველთა ბანდა, რომლებმაც ის და მისი მეუღლე დააბეს, წინააღმდეგობის გაწევის გამო კი გაგუდეს. ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ, კეროლაინის ხელზე აღმოჩენილმა ბიომეტრიულიმა საათმა, რომელიც აფიქსირებდა კეროლაინის პულსს ცხადყო, რომ პილოტის ჩვენება არ შეესაბამებოდა სიმართლეს. 

მოგვიანებით, ათენის პოლიციის დეპარტამენტის მკვლელობების განყოფილებაში რვასაათიანი დაკითხვის შემდეგ, ანაგნოსტოპულოსი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ კონფლიქტის შემდეგ, მან ცოლი 11 თვის ქალიშვილის თვალწინ  ბალიშით გაგუდა, რის შემდეგაც პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად მოახდინა ძარცვის ინსცენირება. 

აღსანიშნავია ასევე, რომ პილოტის მიერ ცოლის მოკვლის შემდეგ მიცემული ცრუ ჩვენების შედეგად, საბერძნეთის პოლიციამ საქმეში ეჭვმიტანილად ცნო და დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მოგვიანებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობა დაუმტკიცდა. 

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთში, იტალიურ საკრუიზო გემზე ხანძარი გაჩნდა - დაკარგულია 10 მოქალაქე, 2 კი ამ დრომდე გემზე იმყოფება

🔵ცვლილებები ათენის მეტროს სამუშაო გრაფიკში

🔵საბერძნეთის მთავრობამ რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო - ნახეთ რა იცვლება 19 თებერვლიდან

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741087797

საზოგადოება

ვოლსკი: ამბობენ - არ დავუშვებთ სიცრუეს, ცილისწამებას, შეურაცხყოფას, მეორე დღეს აკეთებენ იმავეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი მედიის შესახებ კანონის მნიშვნელობას აფასებს. იგი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებები შეეცდებიან, პრობლემა თვითრეგულაციის გზით მოაგვარონ. „ამბობენ...

პოლიტიკოსი

1741085614

საზოგადოება

გენო პეტრიაშვილი კახა კალაძესთან დაკავშირებით უკრაინის გადაწყვეტილებაზე: მიკვირს, რომ უკრაინის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას აქვს დრო, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს

უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში და მიკვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დრო აქვს, რომ მსგავსი საქმეებით დაკავდეს, - გაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გენო პეტრიაშვილმა უკრაინის...

გენო პეტრიაშვილი

1741085599

ახალი ამბები

„რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია“ - ლაშა ტალახაძე

„ამით ნამდვილად ვერაფერს დაგვაკლებენ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლაშა ტალახაძე ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს. მისი  თქმით, მსგავს ნაბიჯებს ვერანაირი ეფექტი ვერ ექნ...

ლაშა ტალახაძე

1741083933

სპორტი

დუდა სანაძე ალ ნასრში ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების უკანახაზელი დუდა სანაძე კარიერას არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში განაგრძობს. მისი ახალი კლუბი „ალ ნასრი“ იქნება, რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. დუდას ბოლო კლ...

 დუდა სანაძე

1741082834

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის ისლამ კარიმოვის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიე...

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო