საბერძნეთში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას და ბრძოლაში ჩართვას ითხოვს

დღეს დილიდან, საბერძნეთში უკრაინის საელჩოსთან არიან შეკრებილები უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. 

მას შემდეგ რაც, უკრაინაში რუსეთი შეიჭრა, საბერძნეთში  მცხოვრები ათობით უკრაინელი გამოცხადდა ფილოთეიში მდებარე უკრაინის საელჩოს ფილიალში, რათა შესაძლებლობა მისცემოდათ დაუკავშირდნენ ნათესავებს და გაეგოთ, როგორ დაბრუნდნენ სამშობლოში.

მათ შორის არიან უკრაინელი ტურისტებიც, რომლებიც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საბერძნეთში ჩარჩნენ და კიევის მიმართულებით გაფრენას ითხოვენ. 

"ოჯახთან მხოლოდ ინტერნეტით ვსაუბრობთ. გვეუბნებიან, რომ დაბომბვა 5 საათზე დაიწყო. მათ ამ ეტაპზე აქვთ საჭმელი  ინტერნეტი და დენი, მაგრამ არის ასევე  პანიკა და მომდევნო დღეების შიში - ამბობს ახალგაზრდა უკრაინელი ბერძნულ მედიასთან საუბრისას. 

"უკრაინაში გამგზავრება ახლა მხოლოდ და მხოლოდ საავტომობილო გზით არია შესაძლებელი, ფრენები არ ხორციელდება. ბევრს სურს უკრაინაში დაბრუნება, მაგრამ ბევრს სურს ასევე იქიდან წასვლაც.  ბევრია მათი რაოდენობაც, ვისაც უკრაინაში დაბრუნება და ჯარში მოხალისე ჯარისკაცებად სურთ ჩაწერა და ბრძოლაში მონაწილეობის მიღება." - აღნიშნავს ანატოლი კუცირკო, ათენის უკრაინული დიასპორის ვიცე პრეზიდენტმა.

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთი გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე

🔵ბევრი ბერძენი ჩადგა უკრაინის საზღვრის დაცვაში "ისინი მზად არიან ჩვენთან ერთად იბრძოლონ" - ამბობს უკრაინელი ოფიცერი

🔵არმია ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერას ითხოვს. ისინი გმირები არიან - ვოლოდიმირ ზელენსკი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი

1741025975

ახალი ამბები

სოზარ სუბარი კორუფციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე: თითოეული ადამიანი უნდა ასრულებდეს იმ ფუნქციას, რაც მას კანონით და კონსტიტუციით აქვს დაკისრებული და არა იმას, რასაც გარე აქტორი უკარნახებს

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით მსჯელობისას სიტყვით გამოვიდა. „რატომ...

სოზარ სუბარი

1741024338

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება

 ტერმინი გენდერი ამოდის ყველა საკანონმდებლო ხასიათის ნორმატიული აქტიდან, კანონიდან თუ სხვა ნებისმიერი ჩანაწერიდან - ასეთი ტერმინი საკანონმდებლო აქტებიდან საერთოდ გაქრება, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ...

მამუკა მდინარაძე