სასტიკი მკვლელობა საბერძნეთში - სახლში დაბრუნებულმა 11 წლის ბიჭმა დედა, მამა და და - ძმა მოკლული აღმოაჩინა

სასტიკი მკვლელობა მოხდა საბერძნეთში, სახლში დაბრუნებულმა 11 წლის ბიჭმა დედა, და, ძმა და მამინაცვალი მოკლული აღმოაჩინა. 

ტრაგიკული შემთხვევა ალავრიდაში გუშინ ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და უშიშროების ქვედანაყოფის სამართალდამცველთა ჯგუფი მუშაობს. 

მომხდართან დაკავშირებით, პოლიცია რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით ოჯახის კაცმა ცოლი და ორი შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

მეორე ვერსიის მიხედვით, პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის საქმეში  გარდაცვლილი ქალის ყოფილი მეუღლის ხელი ერიოს. ამჟამად პოლიცია მის ადგილსამყოფელს ეძებს. 

როგორც ცნობილია, ოჯახი წარმოშობით ალბანეთიდან იყვნენ და ბოლო რამდენიმე წელია ,რაც საბერძნეთში ცხოვრობდნენ.

მოკლულია 31 კაცი, 37 წლის ქალი და მათი 2 და 3 წლის შვილები.  შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დანა და ცული აღმოაჩინა.

ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი გარდაცვლილი ქალის 11 წლის შვილია, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს. შოკის მომგვრელია მეზობლების ნაამბობი.

მათი გადმოცემით, სახლში დაბრუნებულ 11 წლის ბავშვს საშინელი სურათი დახვდა, მან დედა, მამინაცვალი და პატარა და - ძმა სისხლის გუბეში აღმოაჩინა. მეზობლები ჰყვებიან, რომ 11 წლის ბავშვი  სახლიდან  გაოგნებული გამოვარდა, მას ხელში უმცროსი ბავშვი ეკავა და შველას ითხოვდა. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მკვლელმა ბავშვები გაგუდა  წყვილი კი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

პოლიცია გეგმავს,  ბავშვთა ფსიქოლოგთან ერთად დაკითხოს 11 წლის ბავშვი, რომლის პასუხებმაც შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მკვლელობის საქმეს.

კერძოდ, პოლიციას აინტერესებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მის მშობლებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მის დედას მეორე ქმართან და არსებობდა თუ არა მესამე პირი, რომელთანაც დედა და მამინაცვალს რაიმე უთანხმოება ჰქონდათ.

ასევე საინტერესოა

🔵საბერძნეთში, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება

🔵„შეაჩერეთ პუტინი, შეაჩერეთ ომი, ჩვენ გვინდა მშვიდობა“- ათენში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

🔵ათენში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მომღერალი თამთა გოდუაძე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი