12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - თუ კაქტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია

მთვარის მე-9 დღე 12.12-ის 14:11 საათიდან 13.12-ის 14:28 საათამდე.
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის
სიმბოლური შესატყვისება: კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო: ღამურა.
მოქმედება: სპაზმა, მოწამვლა.
სახელწოდება: ღამეს, რძის გზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა: კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაქტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიკური ზეგავლენა: ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა: ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით: დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები: ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე: არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია: თეთრი ფონი.
მინაწერი: ყოველი მომდევნო მთვარის დღე იწყება აღმოსავლეთით მთვარის ამოსვლიდან და გრძელდება მომდევნო დღის ახლიდან მთვარის ამოსვლამდე.
გავითვალისწინოთ, რომ მთვარის დღის დაწყების და შემდგომი მთვარის დღის დაწყების საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის უნდა გადავიყვანოთ აღნიშნული საათები თქვენი ქვეყნის ადგილობრივ დროზე.
მთვარე იმყოფება ,,ვერძის'' ზოდიაქოში 12.12-ის 1:46 საათიდან 14.12-ის 12:09 საათიმდე მოქმედებს,
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისთვის. ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი კირჩხიბის და თხის რქის ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 12 დეკემბერი რთული, კრიტიკული დღე იქნება, მხოლოდ, 14 საათის შემდგომი დღის მონაკვეთი.
(14 საათამდე იმოქმედებს მთვარის მე-8 დღის დადებითი ენერგეტიკა).
ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
წყარო: astrokonsultant
1740840318
ახალი ამბები„ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია, თითქმის ყველა დასახლებას მიეწოდება“ - სამტრედიის მერი
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ბახტაძის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული ადგილობრივი მოხალისეების ჯგუფია...
1740837855
ახალი ამბები„ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომსა და ნგრევაში“ - შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებს იხსენებს
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ მარტს გაკეთებულ განცხადებებს იხსენებს. ვიდეოში, რომელსაც სოციალურ ქსელში შა...
1740836360
მსოფლიო„ამერიკასთან მხოლოდ მჭიდრო ურთიერთობა გვსურს და იმედია, გვექნება“ - ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-სთან ურთიერთობების ნორმალიზების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მადლობელია იმ დახმარების, რასაც შეერთებული შტატებისგან იღებს. „შეერთებული შტატების ძალიან მადლ...
1740833952
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 2022 წლის განცხადებაზე: რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ, აგენტობა მოიცავს უტიფრობასაც და არც არის დიდად გასაკვირი
„რა ომისკენ მოწოდება, სანქციებიც კი არ მოგვითხოვიაო - ოპოზიციამ“, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მაჭავარიანი და იხსენებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ 2022 წელს გაკეთებულ განცხადებას, რომ...
1740831287
მსოფლიორომის პაპმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა - ვატიკანი
რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში...