15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
პრობლემები დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროთ - ეს საქმე სამომავლოდ არ გადადოთ, თუმცა ნუ ცდილობთ, მომხდარი გააზვიადოთ და ბუზი სპილოდ აქციოთ. მცირე უსიამოვნებებმა შეიძლება სიმშვიდე დაგირღვიოთ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას ნუ შექმნით. მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ოპტიმიზმი არ დაკარგოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან სადავო საკითხების განხილვას, რასაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
კურო
ბოლო დღეების სტრესი რომ მოიხსნათ, მთელი დღე სასიამოვნო აქტივობებს უნდა დაუთმოთ: დაისვენეთ, იშოპინგეთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ და ა.შ.; თუ პრობლემას მეორე მხრიდან შეხედავთ, შეიძლება გამოსავალი მარტივად იპოვოთ. პრინციპული და მიზანსწრაფული ადამიანი ხართ, მაგრამ ყოველთვის იცით, უკან როდის დაიხიოთ - ეს მშვენიერი თვისებაა, ასე გააგრძელეთ.
ტყუპები
პრობლემის გადაჭრის ახალი, უჩვეულო მიდგომა დაგეხმარებათ, რომ საქმე სწრაფად და შედეგიანად დაასრულოთ. გირჩევთ პატარა, თითქოს უმნიშვნელო წვრილმანებს ყურადღება მიაქციოთ, რადგან შეცდომამ შეიძლება ფინანსურად დაგაზარალოთ. ნუ დაკარგავთ დროს უსარგებლო საუბრებში და დახმარებისთვის გამოცდილ ადამიანებს მიმართეთ. ზოგჯერ თქვენი ქმედებების მოტივები გაუგებარია, მაგრამ ვერავინ ბედავს, რომ თავისი შეხედულება თავზე მოგახვიოთ.
კირჩხიბი
ზოგჯერ ზედმეტი კონსერვატიზმი წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ცვლილებები მიიღოთ და ახალი, საინტერესო შესაძლებლობებით ისარგებლოთ. თუ ცხოვრების მიმართ დამოკიდებულებას შეიცვლით, შეიძლება მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოთ. უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ.
ლომი
დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და მისი განხორციელება დაიწყოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას მოგცემთ, გამოიყენოთ უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ. ნუ გაბრაზდებით მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.
ქალწული
ამ დღეს იმდენი საქმე გელით, რომ მეგობრების ან ოჯახის წევრების დახმარების გარეშე ყველაფერთან გამკლავება გაგიჭირდებათ. შეიძლება თქვენი საიდუმლო გაუზიაროთ ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ, თუმცა მისგან განსჯას ან ორპირობას არ უნდა ელოდოთ. დღის მეორე ნახევარში ბედნიერებისთვის კარგი დასვენება და სრულფასოვანი ძილი გჭირდებათ და საკუთარ თავს ეს სიამოვნება არ უნდა მოაკლოთ.
სასწორი
ეცადეთ, ეს დღეს განმარტოებით გაატაროთ, რადგან ურთიერთობის დამყარება გიჭირთ და თანამოსაუბრეებს თქვენი არ ესმით. გამორიცხული არ არის, რომ ამის გამო კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. საყოფაცხოვრებო პრობლემები დროებით გვერდით გადადეთ და უპირატესობა პასიურ დასვენებას მიანიჭეთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
მორიელი
ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია. ეცადეთ, გარშემო მყოფებს თქვენი განწყობა არ დაანახვოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. კარგი იქნება, თუ ურთიერთობისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს შეარჩევთ, ვისაც თქვენი უსიტყვოდ ესმით. მათ გვერდით თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ.
მშვილდოსანი
გვერდით ნუ ჩაუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი რჩევა ან დახმარება სჭირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, სარკაზმს და დამცინავ შენიშვნებს მოერიდოთ, რათა თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა არ დააზიანოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.
კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:
1728581739
საზოგადოებაგმირულად დაღუპული მინდია აბაშიძის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა
ავღანეთის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს, გმირულად დაღუპული კაპრალის მინდია აბაშიძის გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა. მინდია აბაშიძე მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქ...
1728578106
სოციალური მედიაქეთი ხატიაშვილმა ახალდაბადებული შვილის კადრები პირველად გამოაქვეყნა - „გამარჯობა, მე ილია მქვია“
ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი და დავით კაჭარავა მშობლები ცოტა ხნის წინ გახდნენ. მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ილია დაარქვეს. ქეთი შვილის კადრებს სოციალურ ქსელში პირველად აქვეყნებს, რომელსაც უამრავი დადე...
1728573998
სპორტიხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის გამარჯვებულია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში Serie A ავრცელებს. „3 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და ბევრი ჯადოქრობა. კვარამ...
1728569838
ჰოროსკოპი„ახლა არის მშვიდობის და სიყვარულის პერიოდი, რადგან სასწორს სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
11 ოქტომბრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენა კონფლიქტებზე, ურთიერთობების დაძაბვასა და გაგების შემცირებაზე მიანიშ...
1728565854
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...