17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
რთული დღეა. თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირებულია, ამიტომ დაწყებული საქმის დასრულება გიჭირთ. ახლობელი ადამიანების სიყვარული და მხარდაჭერა ძალას შეგმატებთ და შრომის ნაყოფიერებას გაზრდის. გირჩევთ, სამსახურში აქტიურობა შეამციროთ და მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. შეიძლება რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ - იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ, ბევრი რამ არის დამოკიდებული.
კურო
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონტაქტები შეზღუდოთ და განმარტოებით იმუშაოთ. თუ საკუთარ ფიქრებს ყურადღებით მოუსმენთ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი იპოვოთ. არ დაივიწყოთ იდეა, რომელიც ამ დღეს თავში მოგივათ. ეს შეიძლება კარგი შემოსავლის მომტანი აღმოჩნდეს. კარგი იქნება, რომ დიპლომატიური ნიჭი მოლაპარაკების დასაწყებად გამოიყენოთ და საჭირო ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ.
ტყუპები
ამ დღეს პირველ ადგილზე ოჯახური საკითხები დგას. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან გულწრფელი საუბრისთვის დრო გამონახოთ, მხარი დაუჭიროთ და სადავო საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიოთ. ძველი გამოცდილება ახალი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს სხვა ადამიანების დახმარება დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა ეს არ გაღელვებთ, რადგან ადამიანების დახმარება უდიდეს სიამოვნებას განიჭებთ.
კირჩხიბი
გირჩევთ, საკუთარ თავს და საკუთარ საჭიროებებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენი დიდი ხნის სურვილი ახდეს. შრომატევადი და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებისთვის არახელსაყრელი დღეა, ამიტომ მთელი ყურადღება წვრილმან საკითხებზე უნდა გადაიტანოთ. წარსულში დატოვეთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით - ვარსკვლავების მხარდაჭერა რთული ამოცანის გადაჭრაში დაგეხმარებათ.
ლომი
მშვიდი და მოზომილი დღეა. კარგი იქნება, თუ ამ დღეს სუფთა ჰაერზე, მარტოობაში გაატარებთ და სულიერ წონასწორობას აღიდგენთ. ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ, ამიტომ შეგიძლიათ ექსპერიმენტებს მიმართოთ და გადაწყვეტილების მიღებისას ინტუიციას ენდოთ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.
ქალწული
გასული დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი იჩინოს. უამრავი საქმე გაქვთ და თქვენი ნერვული სისტემა უკვე ზღვარზეა. ვარსკვლავები გირჩევენ, აქტივობა შეამციროთ და საკუთარი პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ. მარტოობაში გატარებული დრო ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნო და სასარგებლო იქნება – კარგად გაერთობით და თქვენთვის საინტერესო საკითხებსა განიხილავთ.
სასწორი
წარმატებული და საინტერესო დღეა. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მშვიდად შეხვდეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. დიდი პრობლემები არ გელით, მაგრამ მცირე უსიამოვნებები გამორიცხული არ არის. ოპტიმიზმი და ხალისიანი განწყობა საქმის დროულად დასრულებაში დაგეხმარებათ. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ, ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.
მორიელი
ამ დღეს ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს, რასაც გეუბნებიან და ნებისმიერი ინფორმაცია კარგად გადაამოწმეთ. ვარსკვლავები ასევე გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ მინიშნებებსა და ქვეტექსტებს. პირად ცხოვრებას სხვა ადამიანებთან ნუ განიხილავთ - შესაძლოა, თქვენი ნათქვამი არასწორად გაიგონ.
მშვილდოსანი
ენერგიული და მიზანდასახული ხართ და სიახლეების არ გეშინიათ. სხვების რჩევებსა და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევთ და საეჭვოა, ვინმემ თქვენზე გავლენის მოხდენა შეძლოს. ზოგი მშვილდოსანი მიიღებს იმას, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ურთიერთობა, საინტერესო ღონისძიებები და გართობა გელით. ხელსაყრელი დღეა სწავლის დასაწყებად. პირველ წარმატებებს დიდი ლოდინი არ დასჭირდება.
1728573998
სპორტიხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელია
ხვიჩა კვარაცხელია Serie A-ს სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის გამარჯვებულია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში Serie A ავრცელებს. „3 თამაში, 2 გოლი, 1 საგოლე გადაცემა და ბევრი ჯადოქრობა. კვარამ...
1728569838
ჰოროსკოპი„ახლა არის მშვიდობის და სიყვარულის პერიოდი, რადგან სასწორს სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს“ - ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან
11 ოქტომბრიდან დედამიწა უარყოფით ენერგოველში შედის, რაც გარკვეულ სირთულეებს გამოიწვევს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენა კონფლიქტებზე, ურთიერთობების დაძაბვასა და გაგების შემცირებაზე მიანიშ...
1728565854
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7257 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1728564498
სოციალური მედიათამუნა მუსერიძემ და სანდრო მიკუჩაძემ ჯვარი დაიწერეს - ფოტოები
ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე მრავალშვილიანი დედაა. იგი სოციალურ სივრცეში აქტიურობით გამოირჩევა, მეტიც თამუნა მუსერიძემ დააფუძნა ჯგუფი „ვეძებ“, რომლითაც საზოგადოებას დაკარგული და გაშვილებ...
1728558177
ახალი ამბები„პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა“ - დაკავებულია 1 ადამიანი
თემქაზე 1 ადამიანი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ გადამოწმების მიზნით ავტომობილის მძღოლს გაჩერება მოსთხოვა, ავტომობილის მძღოლი მოთხოვნას არ დაემორჩილა, შე...