21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ძალას უსარგებლო ამბებზე ნუ დახარჯავთ და მთელი ყურადღება მნიშვნელოვან საკითხებზე გადაიტანეთ. კომერციული გარიგებები უახლოეს მომავალში მოგებას მოგიტანთ. შესაძლოა, უტაქტო ხუმრობამ მცირეოდენი გაუგებრობა გამოიწვიოს, თუმცა კონფლიქტი მალე მოგვარდება. სავარაუდოდ, ახალი ნაცნობობა მალე მეგობრობაში გადაიზრდება.

კურო

თუ რომელიმე თემის განხილვა არ გსურთ, ამის შესახებ პირდაპირ თქვით და უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდებით. ეცადეთ საინტერესო და პოზიტიურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ. ეს საშუალებას მოგცემთ რაღაც ახალი ისწავლოთ. ერიდეთ უფროსობასთან ურთიერთობის გარკვევას და ვინმეზე დამოკიდებული ნუ იქნებით. ხელსაყრელი დღეა სარისკო საქმიანობებისთვის.

ტყუპები

ამ დღეს ერთგული და თავდადებული ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ადამიანი თქვენს ახალ ნაცნობებს შორის გამოჩნდეს. ყურადღებით მოუსმინეთ სხვა ადამიანების მოსაზრებებს და რჩევა უფროს, გამოცდილ თანამებრძოლებს სთხოვეთ. ფრთხილად იყავით - ნერვული სისტემის დაძაბვამ შეიძლება ქრონიკული დაავადებები გაამწვავოს.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი სიახლე თქვენს ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს, ამიტომ გირჩევთ, სახლიდან გარეთ გახვიდეთ, ახალი ადგილები მოინახულოთ და ახალ ადამიანებს შეხვდეთ. შესაძლოა, პერსპექტიული და ფინანსურად მოგებიანი წინადადება მიიღოთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ შეთავაზება აუცილებლად უნდა მიიღოთ. თავი შეიკავეთ ახალი ნივთების შეძენისგან, თორემ შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

ლომი

თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ყურადღების მოკრეფა და მუშაობის დაწყება გიჭირთ. ამ დღეს მძიმე და შრომატევადი საქმე არ უნდა დაიწყოთ, რადგან შედეგს მაინც ვერ მიაღწევთ. გაატარეთ საღამო ოჯახურ გარემოში, საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცამ თქვენი არაინფორმირებულობით ისარგებლოს და მოგატყუოთ, ამიტომ ყურადღებით იყავით.

ქალწული

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა ძალას შეგძენთ და თვითშეფასებას აგიმაღლებთ. შესაძლოა, საუბრის დროს თქვენთვის მნიშვნელოვანი სიახლე გაიგოთ. ამ დღეს ცდუნებასთან გამკლავება მოგიწევთ, რათა მომავალში არ ინანოთ. უმჯობესია, სამსახურში მხოლოდ საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ, სამსახურის გარეთ კი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა იმ ადამიანებს ჰკითხეთ, რომლებსაც ენდობით.

სასწორი

რთული და საინტერესო დღეა. უამრავი საინტერესო შეხვედრა, ახალი ადამიანის გაცნობა და დიდი რაოდენობის ინფორმაციის შესწავლა მოგიწევთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და დებატებში არ დანებდეთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. აჩქარება, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/21-noembris-astrologiuri-prognozi-4509

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732118502

სოციალური მედია

ბათუმში 5.900კგ ბავშვი დაიბადა - „ახალშობილიც და მისი დედიკოც თავს შესანიშნავად გრძნობენ“

20 ნოემბერს, ბათუმში, Bau International Hospital-ში გოლიათი ნიკოლოზ კაპანაძე დაიბადა, რომელიც თითქმის 6 კილოს იწონის და სიმაღლეში 56 სანტიმეტრია. საავადმყოფოს ინფორმაციით, დედას საკეისრო კვეთა ჩაუტარდ...

გოლიათი ბავშვი

1732113453

საზოგადოება

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ავტოსაგზაო შემთხვევას ვაზისუბანში მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ცნობით, ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და ამოყირავდა. შედეგად, დაიღუპა მძღოლი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამო...

ავტოსაგზაო შემთხვევა

1732110783

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, მელიქიშვილის გამზირზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოების გამო, მელიქიშვილის გამზირზე 21 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათ...

საახალწლო ილუმინაციები

1732109250

ახალი ამბები

მკვლელობა მარნეულში - ერთ პირს ბრალდება წარედგინა

მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა, -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1732108163

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7484 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7397 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი