25-28 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი
მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, სასიხარულო მომენტები. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ბიზნესპარტნიორებთან. გამონახეთ დრო გართობისა და დასვენებისთვის. კვირის ბოლოს კი საოჯახო ვალდებულებები და სამსახურებრივი საქმეები მოგემატებათ.
კურო
მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო საქმეების შესრულებას. კარგი იქნება კოსმეტიკური რემონტის გაკეთება, ავეჯის გადაადგილება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. ხშირად უმასპინძლებთ მეგობრებს შინ. უქმეები შვილებთან ერთად გაატარეთ. დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში.
ტყუპი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. მოიმატებს კომუნიკაბელურობა, გადადგილება. გაიცნობთ და დაუმეგობრდებით საინტერესო ადამიანებს. მეტი დრო დაუთმეთ გონებრივ სამუშაოს. კვირის მეორე
ნახევარში დრო ისე გადაანაწილეთ, რომ არც ოჯახს მოაკლოთ ყურადღება და არც სამსახურის საქმეები გაგიფუჭდეთ.
კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ მატერიალური მდგომარეობის და საყოფაცხოვრებო საკითხების გაუმჯობესებას. მიზნად დაისახეთ, რომ თქვენი ცხოვრება მეტად კომფორტული გახდეს. ახალი ნივთები მხოლოდ ახალმთვარეობის შემდეგ შეიძინეთ. არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან ზედმეტ გულახდილობას, საიდუმლოებებს ნუ გაამხელთ.
ლომი
ყველა შეზღუდვა, რაც აქამდე არსებობდა თქვენს ცხოვრებაში მოიხსნება. მოგეცემათ დამოუკიდებლად და რაც მთავარია, თქვენს ჭკუაზე მოქმედების შესაძლებლობა. არ გამოაკლდეთ მხიარულ წვეულებას, არ თქვათ მიპატიჟებაზე უარი. არ გირჩევთ ფულის ფლანგვას.
ქალწული
ქალწულებო, გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანში გადმობრძანდება. იგრძნობთ ენერგიის მომატებას, მოგინდებათ განვითარება, წინსვლა. დაისახეთ კონკრეტული მიზნები და გააქტიურდით ახალმთვარეობის შემდეგ. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საყვარელ ადამიანთან.
სასწორი
მოერიდეთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღებას, არ გირჩევთ აქტიურობას. უმჯობესია, მშვიდი, ყოველდღიური საქმეები მოაგვაროთ და მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას. გამონახეთ დრო ახლობლების მოსანახულებლად. იზრუნეთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, იმუნიტეტის ამაღლებაზე.
მორიელი
რაც უფრო მიზანმიმართული იქნებით, მით მეტი შანსი გაქვთ გამარჯვების მოპოვების. იყავით მომართული კარიერულ წინსვლაზე. დაკვირვებით მოაგვარეთ დოკუმენტებთან და სახელმწიფო ინსტანციებთან დაკავშირებული საქმეები. მოგეცემათ სოციალური და პროფესიული სტატუსის ამაღლების შანსი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად გულწრფელი და ჰარმონიული გახდება.
მშვილდოსანი
სასიამოვნო შეხვედრების, მოვლენების კვირაა. გელოდებათ მხიარული მგზავრობა, საინტერესო ადგილების მონახულება. გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენი დამხმარე, მრჩეველი გახდება. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს.
თხის რქა
ვალდებულებები მოგემატებათ სახლშიც და სამსახურშიც. დაიწყეთ ვარჯიში, გაიუმჯობესეთ კვებისა და დასვენების რეჟიმი. კარგი იქნება, თუ გათავისუფლდებით მავნე ჩვევებისგან. საუკეთესო პერიოდი გეწყებათ სწავლის, ინტელექტუალური საქმიანობისთვის.
მერწყული
დაკვირვება გმართებთ სიახლეებისადმი. კარგად გაერკვიეთ საკუთარ ვალდებულებებში. საყვარელ ადამიანთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ ბავშვებთან და ბინასთან დაკავშირებული საკითხები. დაესწარით წვეულებებს ან თავად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.
თევზები
იდეალურად უნდა გქონდეთ მოწესრიგებული სამუშაო ზონა, პირადი ნივთები და დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ ოჯახის წევრების, შინაური ცხოველების მიმართ. გაფრთხილდით ბასრ და აალებად ნივთებთან შეხებისას.
ასევე დაგაინტერესებთ:
1744041758
საზოგადოებასაქართველოს უშუს ეროვნულმა ნაკრებმა საერთაშორისო ტურნირზე 18 მედალი მოიპოვა
იტალიაში გამართულ უშუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტაოლუსა და სანდას ნაკრებებმა სულ 18 მედალი - 12 ოქრო, 5 ვერცხლი და 1...
1744041511
საზოგადოებასაერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
2025 წლის მარტის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 76.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვებ...
1744039886
საზოგადოებარიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოების გამო, 8 აპრილიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება. „აღნიშნულ პერიოდში საბაგირო გზაზე განხორციელდება გ...
1744034643
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო: სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა
სურსათის ეროვნული სააგენტო, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის („სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1-ი...
1744034324
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე მთავრობის თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა გარე ძალებმა ვერ შეძლონ, დააფინანსონ ძალადობრივი აქციები
„ვინაიდან გრანტი თავისი ბუნებით გრანტის მიმღებისათვის განსაზღვრული მიზნით უსასყიდლოდ გადაცემული სახსრებია, სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით მნიშვნელოვანია, მის...