31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით, ფინანსური პრობლემებიც ცოტა ხნით უკან დაიხევენ. წარმატებული დღეა შეთანხმებების და მოლაპარაკებებისთვის, საბუთების გაფორმებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ჯილდო ან საჩუქარი მიიღოთ. სავარაუდოდ, საღამოს პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.
კურო
ამ დღეს შემოქმედებითი პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, ახალი იდეები ან მეგობრების რჩევა გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში, სავარაუდოდ, არასტაბილურობა გელით - ან ეჭვებისგან გათავისუფლდებით და იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე მოსალოდნელი იყო ან კარუსელში ჩაერთვებით, რაც დაღლილობასა და იმედგაცრუებას მოგიტანთ.
ტყუპები
მამაკაცები შეიძლება, მშვენიერი სქესის ყურადღების ცენტრში მოხვდნენ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, სასიყვარულო საქმეებს ერიდოთ. პროექტი, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, შეიძლება ბანქოს სახლივით დაიშალოს. ქალებს კომერციული საქმიანობა წარმატებას მოუტანს. ნუ შეეწინააღმდეგებით შემოქმედებით იმპულსებს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას. მოსალოდნელია შემოსავლის ახალი წყაროების გამოჩენა.
კირჩხიბი
გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. საყვარელი ადამიანები გაგრძნობინებენ, რა გაკლიათ ოჯახში სრული ბედნიერებისთვის და რა უნდა შეცვალოთ საკუთარ ცხოვრებაში უკეთესობისკენ. შესაძლებელია, სწორედ ამ დღეს დაიწყოს პერიოდი, რომელიც ცხოვრების გაუმჯობესების შანსს მოგცემთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.
ლომი
ამ დღეს ლომი ქალების მომხიბვლელობას ვერავინ შეეწინააღმდეგება. თქვენი პიროვნული თვისებები ადამიანებს იზიდავს და აიძულებს, დახმარება შემოგთავაზონ. ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და ფინანსური პრობლემებიც კი ცოტა ხნით უკან დაიხევს. სიყვარულსა და სამსახურებრივ მოვალეობებს შორის კონფლიქტი სიყვარულის სასარგებლოდ მოგვარდება, რაც პირადი ცხოვრების ზოგიერთი პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
ქალწული
ეს დღე ხელსაყრელია შეთანხმებებისა და გარიგებების დადებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ დღეს მივლინებაში წასვლა მოგიწიოთ. ფრთხილად იყავით - დიდია გარშემო მყოფ ადამიანებთან კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან. შესაძლოა, საღამოს პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარება შეძლოთ. ყოველგვარი განსაცდელის მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
სასწორი
კრიტიკული დღეა. ვარსკვლავები თქვენს გზაზე დიდი სირთულეების გამოჩენას არ გამორიცხავენ, განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა რისკს უკავშირდება. სულიერი, შემოქმედებითი და სექსუალური შესაძლებლობები შესამჩნევად შემცირდება. ეცადეთ, წარსულის გამოცდილებას გადახედოთ და, ძველი შეცდომების გათვალისწინებით, მომავალი დაგეგმოთ. სავარაუდოდ, თქვენს დასახმარებლად ერთგული მეგობარი ან პარტნიორი მოვა, რომელიც რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.
მორიელი
განახლებისა და ცვლილებების დღეა. შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს შთაგონება ეწვევათ, რომელიც შეიძლება, კარგი შემოსავლის წყაროდ იქცეს. ერთფეროვანი სამუშაო ძალიან გაღიზიანებთ და საქმიანობის შეცვლაზე ფიქრობთ. ამ სიტუაციამ შეიძლება ბევრი საჯარო მოხელეს საქმე გაართულოს.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები ბედის მოულოდნელი შემობრუნების შესახებ გაფრთხილებენ. ამ დღეს პირადი ცხოვრების პრობლემებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან მიმართებით ოცნება აისრულოთ. თავი შეიკავეთ სარისკო პროექტების დაწყებისგან, ერიდეთ ყიდვა-გაყიდვას,რადგან ფინანსური ზარალი გამორიცხული არ არის.
თხის რქა
ეს დღე ხელსაყრელია გარიგებებისა და შეთანხმებების დადებისთვის, ასევე ფინანსური ოპერაციებისათვის. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. ნუ შეეცდებით საკუთარი მოვალეობების სხვისთვის გადაბარებას. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას შეძლებთ. დაავადება, რომელიც ამ დღეს იჩენს თავს, ხანგრძლივი იქნება, ამიტომ ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადადოთ.
მერწყული
ეს დღე ხელსაყრელია თვითგამოხატვისა და ავტორიტეტის განმტკიცებისთვის. ეცადეთ, განახორციელოთ თქვენი შემოქმედებითი გეგმები. სავარაუდოდ, შემოსავლის ახალ წყაროებს აღმოაჩენთ. საქმის წარმატებაში სიტუაციის არასტანდარტული შეფასება დაგეხმარებათ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მაგრამ ლოგიკაც არ დაივიწყოთ.
თევზი
სასურველია, რომ თქვენი შესაძლებლობები და მიდრეკილებები კარგად შეაფასოთ. მოულოდნელმა უსიამოვნებამ შეიძლება, შვილებთან ურთიერთობა გაართულოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღეებში უფრო თავშეკავებულად იმოქმედოთ და ემოციების გამოხატვა აკონტროლოთ.
1736923201
მსოფლიოკუბაში 553 პატიმარი გაათავისუფლეს
კუბის ხელისუფლებამ 553 პატიმრის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს ინფორმაცია მიაწოდა, რომ კუბა ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ინფორმაციას...
1736922082
მსოფლიოსამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი იუნ სოკ იოლი დააკავეს
სამართალდამცველებმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი,იუნ სოკ იოლი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. დაკავებამდე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ ის დათანხმდა დაკავება...
1736886317
მსოფლიოაშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება. დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ...
1736883173
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის
„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია...
1736877568
მსოფლიოანტონიო კოშტა - კონსტრუქციული საუბარი მქონდა სი ძინპინთან, შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის
ჩინეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, – ამის შესახებ...