4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ერიდეთ დაუფიქრებელი განცხადებების გაკეთებას და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას, რასაც შეიძლება პარტნიორებთან და მეგობრებთან კონფლიქტი ან ოჯახში სკანდალი მოჰყვეს. ფრთხილად იყავით, რომ არ დაეცეთ - გამორიცხული არ არის ძვლის მოტეხილობა.

კურო

ამ დღეს სტუმრების მიღებას, ნათესავებთან ან ახლო მეგობრებთან შეხვედრას შეიძლება კონფლიქტები და უთანხმოება მოჰყვეს. გირჩევთ, კონფლიქტური სიტუაცია დაუყოვნებლივ მოაგვაროთ, რათა გაუთვალისწინებელი შედეგები არ მოჰყვეს. მოულოდნელი სიახლე, რომელსაც დღის მეორე ნახევარში გაიგებთ, გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ხელსაყრელი დღეა მივლინებებისა და მოგზაურობისთვის.

ტყუპები

ყურადღება გამოიჩინეთ ნაცნობებისა და მეგობრების მიმართ. არ არის გამორიცხული კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც შეიძლება, არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ. გახსოვდეთ, რომ ცივი გონება კრიზისულ სიტუაციაში საუკეთესო მრჩეველია. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

კირჩხიბი

ეს დღე ხელსაყრელია მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მაგრამ ეს არსებული პრობლემებისგან არ გაგათავისუფლებთ. სასურველია, რომ კონფლიქტურ სიტუაციაში დაუყოვნებლივ გაერკვეთ და სამომავლოდ არ გადადოთ.

ლომი

რთული დღეა. დაბნეულობამ და ერთდროულად ბევრი საქმის კეთებამ შეიძლება, შეცდომები ან ტრავმები გამოიწვიოს. გირჩევთ, სამომავლოდ გადადოთ ნებისმიერი საქმე, რომელიც მძიმე ფიზიკურ მუშაობას უკავშირდება. უსიამოვნო სიახლე გაიძულებთ, გეგმები შეცვალოთ.

ქალწული

ეს დღე დატვირთულია როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო სიურპრიზებით. ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა შეგიძლიათ. საღამოს ძველ მეგობართან შეხვედრა გელით, რომელიც ძალიან დიდხანს გემახსოვრებათ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. გეგმა, რომელიც დიდი იმედებით შეადგინეთ, შეიძლება ბანქოს სახლივით დაიშალოს. ახლობელი ადამიანი, სავარაუდოდ, ღირებულ რჩევას მოგცემთ. ახალი პროექტის დაწყებამდე ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. სავარაუდოდ, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.

მორიელი

ეს დღე მოგონებებთან და წარსულში დაბრუნებასთან ასოცირდება. მოსალოდნელია ძველ მეგობრებთან ან ნათესავებთან შეხვედრა. ემოციური ცხოვრება არასტაბილურია: ამაღლებულ განწყობას დეპრესიული ფონი შეცვლის. ერიდეთ ოჯახის წევრისგან მტრის ხატის შექმნას - ის ამას არ იმსახურებს.

მშვილდოსანი

ეს დღე ასოცირდება სწორ კვებასთან, ვარჯიშთან და ინფორმაციის მიღებასთან. სასიცოცხლო ძალა საუკეთესო მდგომარეობაშია, შემოქმედებითი პოტენციალი და ინტუიცია იზრდება. მოჭარბებულმა ენერგიამ შეიძლება, პარტნიორებთან ურთიერთობაში გაუგებრობა და გეგმების შეცვლა გამოიწვიოს.

თხის რქა

რთული დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი, რომელსაც გაუგებრობა მოჰყვება. ინტიმური ურთიერთობების სფეროში არასტაბილურობა გელით - ქვიშაზე აგებული კოშკები დაინგრევა და იმედგაცრუებული დარჩებით. ეცადეთ, მომხდარი გულთან ახლოს არ მიიტანოთ, თორემ შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ ან აგრესიულობა ვერ მოთოკოთ.

მერწყული

სავარაუდოდ, ეს დღე დაგროვილ ოჯახურ საქმეებს უკავშირდება. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახური ბიუჯეტის მდგომარეობას უნდა მიაქციეთ, რადგან წინ დამატებითი მატერიალური ხარჯები გელით და უმჯობესია, წინასწარ მოემზადოთ. სავარაუდოდ, ახლობლებს თქვენი ქმედებები არ მოეწონებათ და შესაძლოა კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნას. პირადი ცხოვრების სფეროში მოსალოდნელია უკიდურესად წინააღმდეგობრივი ტენდენციები.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი, საჩუქრები და დახმარება გელით. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, საპირისპირო სქესის ადამიანთან დაკავშირებით სანუკვარი ოცნებები აისრულოთ. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს შეხვდებით, თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩებიან.

 

funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714668521

სოციალური მედია

,,აზრის და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, გამოხატვის თავისუფლებას აქვს ლეგიტიმური შეზღუდვის საფუძვლები” - ირინა ბათიაშვილი

ბოლო დღეებში გამართული აქცია (ფაქტობრივი მასალების შესაბამისად) იყო აშკრა უწესრიგობის და ძალადობის გამომხატველი ბუნების მატარებელი (ფაშისტურ-აგრესიული ელემენტებით გაჯერებული).  ,,სამწუხაროდ ზოგიერთის...

ირინა ბათიაშვილი

1714667464

სპორტი

„უოტფორდის“ მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე - ,,ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მომავალი ზაფხული”

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სეზონის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის, ტომ ქლევერლის სიტყვები ამაზე მიანიშნებს. როგორც მან აღნიშნა, წინ ევრო 2024-ია, რომელიც ჩაკვეტაძისთვ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714667117

მსოფლიო

,,ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა - ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი” - ბაიდენი

 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული. მისი თქმით, კოლეჯის კამპუსებში მომიტინგეებს უნდა ჰქონდეთ...

ააა

1714664000

სპორტი

„ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს - AS

 ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეცვალოს. წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხი...

იტალია

1714662409

ახალი ამბები

,,ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან” - იაგო ხვიჩია

 ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კან...

პოლიტიკოსი