8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8  ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?


ვერძი

ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარების, ეჭვების დაძლევისა დეა მტრებზე გამარჯვებისთვის. ეცადეთ, გრძნობების გამოვლენაში სიფრთხილე, გარკვეული ანგარიშიანობაც კი გამოიჩინოთ, რადგან ეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობაში შესაძლო პრობლემებისგან დაგიცავთ. საღამოს ძველ მეგობართან შეხვედრა ან სასიხარულო ცნობა გელით.

კურო

არახელსაყრელი დღეა მკითხაობისა და მაგიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქმედებისთვის - ამას შეიძლება, მძიმე და გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. მოსალოდნელია უსიამოვნებები ან ფინანსური ზარალი, რაც შეიძლება, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაზე აისახოს. გირჩევთ, სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.

ტყუპები

ნელ-ნელა იზრდება სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა, ძლიერდება აურა. გირჩევთ, ეს დღე ურთიერთობებს, შეხვედრებს ან შემოქმედებით საქმიანობას დაუთმოთ. ეცადეთ, ყურადღება მთავარ საკითხებზე გაამახვილოთ და წვრილმანებზე დრო არ დაკარგოთ. ხელსაყრელია კოლექტიური საქმიანობა და ფიზიკური დატვირთვა.

კირჩხიბი

ამ დღემ შეიძლება, თქვენი ცუდი წინათგრძნობა დაადასტუროს. სავარაუდოა, რომ პრობლემები ახლობლებთან ურთიერთობას და ცხოვრების მატერიალურ მხარეს შეეხება. ამ დღეს სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ, გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა. მეგობრებთან საუბარი, საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და სასიყვარულო ურთიერთობები კმაყოფილებას მოგიტანთ. შემოქმედებითი საქმიანობა შეიძლება შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცეს. ამ დღეს მხოლოდ ყოველდღიური, გადაუდებელი საქმეები უნდა აკეთოთ. საღამოს მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი. ეცადეთ, მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე მიიღოთ. მალე ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

ქალწული

დაუფიქრებელ მოქმედებებს და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას უნდა ერიდოთ. უსიამოვნო სიახლემ შეიძლება თავგზა დაგაკარგვინოთ. თუ პრინციპულად და გონივრულად იმოქმედებთ და საჭირო კონტაქტებს დაამყარებთ, შექმნილ პრობლემებს ადვილად გაუმკლავდებით.

სასწორი

პირადი ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად ხელსაყრელი დღეა. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი უნდა გაითვალისწინოთ. საღამოს ყველანაირი სირთულისა და დაბრკოლებების მიუხედავად, ოჯახში ჰარმონიული ატმოსფეროს შექმნას შეძლებთ. გირჩევთ, ახალი ნაცნობობისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

გირჩევთ, ეს დღე ოჯახს და შვილებს დაუთმოთ. ბავშვებთან ურთიერთობა საკუთარ შეცდომებს დაგანახვებთ. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ახლა დაიწყოს ხელსაყრელი პერიოდი, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასარგებლო გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი

ეს დღე კოსმოსური ენერგიის ათვისებას უკავშირდება. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პიროვნული ხიბლი იზრდება. საკუთარი სიმართლის რწმენა და თავდაჯერება ნებისმიერ საქმეში წარმატებას მოგიტანთ. ეცადეთ, პოზიციები არ დათმოთ.

თხის რქა

ეს დღე მოულოდნელობებით სავსეა. თქვენი აქტიურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და ენთუზიაზმი მატერიალური კეთილდღეობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის - მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. გირჩევთ, სიზმარში ნანახი საიდუმლოდ შეინახოთ.

მერწყული

დღეს ბევრ მერწყულ მამაკაცს ექნება შესაძლებლობა, თავის რჩეულს ერთგულება დაუმტკიცოს. სასურველია, რომ საღამო რომანტიკული სანთლის შუქზე, საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ. დროა, უთხრათ ის, რის თქმასაც დიდი ხანია, გეგმავთ.

თევზები

ამ დღეს პროფესიული საქმიანობის სფეროში შეიძლება წინა დღის ხელსაყრელი ტენდენციები გაგრძელდეს, რაც ბევრ თევზს საშუალებას მისცემს, კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოს, მაგრამ ეს ამჟამინდელი პრობლემებისგან არ გაგათავისუფლებთ. სასურველია, პრობლემების მოგვარება სამომავლოდ არ გადადოთ.

 

funtime.ge

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714675007

ახალი ამბები

საგარეო უწყება: პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი პარტნიორობის სულისკვეთებას არ შეესაბამება

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა", - ამის შესა...

საქართველო

1714673729

სპორტი

,,ნაპოლი“ მოგებიან პოზიციაშია, კვარაცხელიას სხვა კლუბების რიგი არ უდგას - ნიკოლო სკირა

იტალიელმა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასის გაზრდა 6 მილიონ ევრომდე სურს, „ნაპოლი“ კი, მას 4 მილიონს სთავაზობს. იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირამ, რომელიც ხშირად გამ...

ააა

1714669869

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდადებული შეიწყალა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდადებული შეიწყალა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენცი...

პრეზიდენტი

1714668521

სოციალური მედია

,,აზრის და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, გამოხატვის თავისუფლებას აქვს ლეგიტიმური შეზღუდვის საფუძვლები” - ირინა ბათიაშვილი

ბოლო დღეებში გამართული აქცია (ფაქტობრივი მასალების შესაბამისად) იყო აშკრა უწესრიგობის და ძალადობის გამომხატველი ბუნების მატარებელი (ფაშისტურ-აგრესიული ელემენტებით გაჯერებული).  ,,სამწუხაროდ ზოგიერთის...

ირინა ბათიაშვილი

1714667464

სპორტი

„უოტფორდის“ მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე - ,,ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მომავალი ზაფხული”

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სეზონის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის, ტომ ქლევერლის სიტყვები ამაზე მიანიშნებს. როგორც მან აღნიშნა, წინ ევრო 2024-ია, რომელიც ჩაკვეტაძისთვ...

გიორგი ჩაკვეტაძე