8 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 სექტემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

თავს მხნედ და ხალისიანად გრძნობთ. ამ დღეს ყველაზე კარგად ის საქმეები გამოგდით, სადაც საშუალება გაქვთ, რომ თქვენი მდიდარი ფანტაზია გამოავლინოთ. ინტუიცია სწორ მინიშნებებს გაძლევთ, ამიტომ ყველაზე სწორი სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებები იქნება. მუშაობის საბოლოო შედეგი თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული, ამიტომ ეცადეთ, ყველაფრის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ. არ შეუშინდეთ სიყვარულის აღიარებას, თუ ეს გულიდან მოდის.

კურო

დღის მეორე ნახევარი პირველზე გაცილებით წარმატებული იქნება. დილით მცირე პრობლემებისა და უსიამოვნო საუბრისთვის უნდა მოემზადოთ. ეცადეთ, უფრო თავშეკავებული იყოთ და თქვენი უკმაყოფილება საყვარელ ადამიანებზე არ გადაიტანოთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ უთანხმოებას შეუძლია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დიდი ხნით გააფუჭოს. 8 სექტემბრის საღამოს შესაძლოა, ნანატრი და სასიამოვნო ამბები მიიღოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში მეტი სიმშვიდე და თავაზიანობა გამოიჩინოთ. სასურველია, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ, ემოციების კონტროლი ისწავლოთ და მედიტაციაში ივარჯიშოთ. ხელსაყრელი დროა მომავლის დაგეგმვისა და ახალ მიზნებზე ფიქრისთვის.

კირჩხიბი

თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა ახლობელ ადამიანებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება. გირჩევთ, მათ უფრო ხშირად შეეხმიანოთ და მხარი დაუჭიროთ. ძველმა საქმემ ან ურთიერთობამ შეიძლება თავი შეგახსენოთ. ეცადეთ, ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ და ეს თემა სამუდამოდ დახუროთ. შესაძლებელია, რომ თქვენმა ცხოვრებამ სხვა კალაპოტში გადაინაცვლოს, რაც საშუალებას მოგცემთ, აკეთოთ ის, რაზეც დიდი ხანია, ოცნებობთ.

ლომი

თქვენი ქარიზმა და გაბედულება გულგრილს არავის ტოვებს. ვიღაცას თქვენი ქმედებები აღაფრთოვანებს, ვიღაც კი ამ გეგმებში ჩარევას გადაწყვეტს. გარშემო მყოფთა მოწონებას და ნებართვას ნუ დაელოდებით. ისე იმოქმედეთ, როგორც საჭიროდ მიგაჩნიათ. საკმარისია, რაც სხვებს ანგარიში გაუწიეთ, ახლა დროა, ანგარიში თქვენ გაგიწიონ.

ქალწული

პრობლემებს ნუ გაურბიხართ. ხელსაყრელი დღეა იმ უსიამოვნო საკითხების მოსაგვარებლად, რომელსაც გამუდმებით სამომავლოდ ინახავდით. ნათესავები და მეგობრები თქვენს საქმიან თუ მორალურ თვისებებს დააფასებენ. თუ პარტნიორი ცუდ ხასიათზეა, მოთმინება გამოიჩინეთ და კითხვებით ნუ შეაწუხებთ. გამორიცხული არ არის, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

სასწორი

ამ დღეს ნებისმიერ, თუნდაც უმნიშვნელო საკითხს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. არსებობს შეცდომისა და არასწორი გადაწყვეტილების მიღების რისკი, ამიტომ ყველა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ. მოერიდეთ ექსპერიმენტებს და კარგად ნაცნობი მეთოდებით იმოქმედეთ. დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ამ დღეს დამოუკიდებლად უნდა იმუშაოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე:

https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/8-sektembris-astrologiuri-prognozi-4374

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1726482961

საზოგადოება

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

ცნობილი ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი და მისი 27 წლის პარტნიორი ნარა ბაპტიშტა მშობლები გახდებიან. Daily Mail-ის ცნობით, ორსულობის შესახებ ბაპტიშტამ საზოგადოებას Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოებით აც...

57 წლის ვენსან კასელი მამა მეოთხედ გახდება

1726478167

საზოგადოება

სინოპტიკოსების გაფრთხილება - მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბრის გვიანი საღამოდან 17 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვი...

ამინდი

1726473806

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე – „პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ“

ჩვენ ვაგრძელებთ ტრადიციას და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მერაბ დვალიშვილის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის შესახებ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ,...

მერაბი

1726470821

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით მაქსიმალური ტემპერატურა 30° გრადუსი დაფიქსირდება. 16 სექტემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა - 28° - წვიმა სოხუმი 29° - უმე...

ამინდი

1726468031

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - დაიღუპა ერთი ადამიანი, ერთი კი დაშავდა

ხობის სოფელ ხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ავარია გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწ...

პოლიცია