ბიძინა ივანიშვილი VS მიხეილ სააკაშვილი - ორი ლიდერის რამაზ გიგაურისეული პროგნოზი 2022 წლისთვის

ასტროლოგი რამაზ გიგაური აქვეყნებს პროგნოზს რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებასა და მათ სავარაუდო მომავალს ეხება.

ბიძინა ივანიშვილი

როგორც 2021 წელს ვწერდით, ივანიშვილის და სააკაშვილის დაპირისპირების პიკი 2020 წლის ზაფხულიდან - 2022 წლის ზაფხულამდე პერიოდი იქნებოდა და ასეც მოხდა. ეს ბრძოლა უკვე კულმინაციაშია. 
ერთი შეხედვით ბიძინა ივანიშვილი 2022 წლის პირველ ნახევარში შეძლებს მისთვის იმ სახიფათო სიტუაციების დამასრულებელ ფაზაში გადაყვანას, რაც დიდი ალბათობით მას შინაგანად ძაბავდა ან აშფოთებდა. ეს დიდი ალბათობით 2020 წლის მეორე ნახევარში და 2021 წელს იყო გააქტიურებული (თუმცა ამ ყველაფრის ნეგატიური გავლენა მას 2023 წლის გაზაფხულამდე გაჰყვება).
ზემოთ ხსენებულ სახიფათო ტენდენციებს შეიძლება დავარქვათ მოპოვებული პოზიციების და რეპუტაციის კიდევ უფრო დაკარგვა. არ არის გამორიცხული მას გაუჩნდეს ძლიერი იმედგაცრუების განცდაც, რომელიც მის შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის არც თუ სასურველი იმპულსი იქნება. 
2022 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის ემოციური და ფიზიკური თვალსაზრისით სახიფათო პერიოდები იქნება: 
* 23 თებერვლიდან - 18 აპრილამდე;
* 6 მაისიდან - 28 ივნისამდე;
* 12 სექტემბრიდან - წლის ბოლომდე. 
განსაკუთრებით რთულად შეიძლება გაზაფხულის ბოლო და ზაფხულის დასაწყისი შეიძლება მოვიაზროთ. ამ პერიოდში მისი ემოციური დაძაბულობის, სკანდალის, ჯანმრთელობის გაუარესების ალბათობა ძალიან მაღალი იქნება. არ არის გამორიცხული, რომ 2022 წელს ის კიდევ უფრო პასიურ ფაზაში გადავიდეს (ან საერთოდ დატოვოს საქართველო) და ამის მიზეზი არა მხოლოდ მისი საქმიანი, არამედ მის ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საკითხებიც იყოს.

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის ჰოროსკოპის მიხედვით, მის ცხოვრებაში ნეგატიური პერიოდი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო და 2022 წლის ნოემბერში დასრულდება. ასე რომ, 2022 წლის ნოემბრამდე მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იქნება. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. 2022 წელს მიხეილ სააკაშვილისთვის სახიფათო პერიოდები იქნება: * 21 იანვრიდან - 10 თებერვლამდე, * მარტის პირველი ნახევარი,*  აპრილის მეორე ნახევარი, მაისი, ივნისი*  ნოემბერი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთად 14 აპრილიდან - 28 ივნისამდე პერიოდი უნდა მოვიაზროთ. სწორედ ეს პერიოდი შეიძლება ჩავთვალოთ მისი 2022 წლის კრიზისის პიკად.  მოსალოდნელია სწორედ ამ დროს გადაწყდეს ბევრი რამ და ეს კრიტიკული წერტილი უკავშირდება მის ერთი მხრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას, ხოლო მეორე მხრივ  (ამ კრიზისის გადალახვის შემთხვევაში) „მეორე სუნთქვის“  გახსნას და „რეგენერაციას“, რომელიც უფრო 2023 წლიდან არის მოსალოდნელი).

წყარო:

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი