კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - „ვარსკვლავური დრო გაქვთ“

მიმდინარე კვირა ასტროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული და მნიშვნელოვანია.
8, 10, 13, 14 გეომაგნიტური დღეებია, რაც ადამიანებში წნევის ცვლილებას გამოიწვევს.
კვირის მთავარ თემებზე ქვეყნის მთავარ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა და ახსნა როგორი დღეები ელოდებათ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.
ვერძი - ახლა გაქვთ განსაკუთრებული სურვილი იყოთ ბომონდში, მაღალ საზოგადოებაში, შეცვალოთ თქვენი იმიჯი. გიჩნდებათ სურვილი კარგი ჩაცმის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ თქვენი განსაკუთრებული მოთხოვნებისა. ენერგოტონუსი დაბალია, გამოძინება გჭირდებათ, მაგრამ მაინც დინამიკური პერიოდი გაქვთ. უფრო მეტიც, ზოგიერთ საყოფაცხოვრებო საკითხებს ძალიან კარგად მოაგვარებთ.
კურო - აქტიური, ენერგიული, შარმიანი, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, მეგობარი იქნებით ძალიან კარგი. ფინანსური კუთხით გაქვთ კარგი შანსები, მრავალფეროვანი შეხვედრების, მოლაპარაკებების, საინტერესო ინფორმაციის მიღების, დრო გაქვთ ძალიან კარგი, მაგრამ 12 რიცხვიდან იყავით ყურადღებით, რადგან თქვენში მოიმატებს ზედმეტ ემოცია, სიხისტე და სიჯიუტე.
ტყუპები - სიურპრიზების დრო გაქვთ, მათ შორის ფინანსური კუთხით. შეიძლება შემოგთავაზონ მაღალანაზღაურებადი სამსახური, ან მიიღოთ პრემია, შემოვიდეს რაღაც თანხები. ენერგოტონუსი დაბალი გაქვთ, ამიტომ ნუ გადაიღლებით და დაასვენეთ საკუთარი თავი. 16 რიცხვიდან თქვენი ენერგოტონუსი დაიწყებს მომატებას.
კირჩხიბი - თქვენი დროა! ვარსკვლავური დრო გაქვთ, მზე გადის თქვენს ზოდიაქოს ნიშანს. ხართ ყველაზე შარმიანი, მიმზიდველი, ელეგანტური, ეფექტური. თქვენს სიტყვას ფასი აქვს დადებული, ზე ინტუიციური, შემოქმედებითი, კარგი ორგანიზატორი, ლიდერი, ყველა საქმეში წარმატებული ხართ. 12-იდან 16 რიცხვის ჩათვლით გაუფრთხილდით ფინანსებს. გაქვთ ფინანსური დანაკარგი, არასწორი საყიდლები, ან ფინანსური მოტყუების ალბათობა სხვების მხრიდან.
ლომი - საინტერესო პერიოდი გაქვთ ფინანსური კუთხით. ენერგოტონუსი დაბალია, მალე იღლებით, მაგრამ ხდებით მიმზიდველი. ჩნდებიან მფარველები, რომლებიც ფინანსურ საკითხებში მხარში ამოგიდგებიან, ამიტომ რაღაც დადებითი შესაძლებლობები გაქვთ. თავში არ აგივარდეთ, არ გამოავლინოთ სიხისტე.
ქალწული - ყველაფერი გამოგდით, ხართ აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი. ძალიან კარგი პერიოდია პარტნიორული თანამშრომლობისთვის, ამიტომ ბიზნესში და კარიერაში გაქვთ წარმატების შანსი! აქტიური კონტაქტი გჭირდებათ ინტერნეტთან, მაგრამ 12 რიცხვიდან თქვენს საწინააღმდეგოდ აგორდება ჭორები, ინტრიგები. ამიტომ საქმეები არავის გაურჩიოთ.
სასწორი - ენერგოტონუსი დაბალია, იღლებით, ამიტომ დასვენება გჭირდებათ. მოგიწევთ ყოველდღიური რუტინული საქმეების კეთება მაინც, გინდათ თუ არა ეს. ყველაფერს უდგებით შემოქმედებითად, მაგრამ მთავარი პრობლემაა, რომ 12 რიცხვიდან შესაძლოა მოხვდეთ კრიტიკის ფერხულში, რასაც ძალიან განიცდით.
მორიელი - ზე აქტიური ხართ, ენერგიული, მიზანსწრაფული, გამოგდით ბევრი რამ, შეგიძლიათ იდეების რეალიზაცია, საყიდლების გაკეთება, ინტუიციურიც ხართ. 12-16 რიცხვის შუალედში მოიმატებს ეჭვიანობა, რის გამოც არაადეკვატური რეაქციების ტენდენცია მოიმატებს.
მშვილდოსანი - ენერგოტონუსი დაბალია, მაგრამ მაინც ინარჩუნებთ აქტიურობას. საუკეთესო პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, საოჯახო ერთიანობისთვის და მემკვიდრეობითი საკითხების გადასაჭრელად. გაითვალისწინეთ, რომ გჭირდებათ ტვინის გაგრილება.
თხის რქა - აქტიური, ენერგიული, შრომისუნარიანი, ეფექტური ხართ, ამიტომ წარმატების ფაქტორი გაქვთ. იდეების რეალიზაცია, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ყველაფერი გადასარევად გამოგივათ. 12-16 რიცხვებში მატულობს თქვენი სიჯიუტე, რაც საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს.
მერწყული - ენერგოტონუსი დაბალია, მაგრამ მაინც ახერხებთ რაღაცების გაკეთებას. 12 რიცხვამდე კარგი პერიოდია რემონტისთვის, მშენებლობისთვის, ინვესტიციისთვის. მოერიდეთ დაშორებებს და კონფლიქტებს.
თევზები - ხართ კარგ ფორმაში, აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შემოქმედებითი. კარგ ურთიერთობებს ამყარებთ შვილებთან, აიმაღლებთ ავტორიტეტს. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია პირადი, სასიყვარულო, რომანტიკული კავშირებისთვის.
1739729305
ახალი ამბები„რა გჭირთ, მგლოვიარე ოჯახები იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად რაღაცნაირად ვანუგეშოთ, სამძიმარი ვუთხრათ და გავერთიანდეთ, რა ბოროტებას აღვივებთ“ - აჩიკო ბერიძე ბათუმის ტრაგედიაზე
15 თებერვალს ტრაგედია მოხდა ბათუმში ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. მცირეწლოვნები წყლით სავსე თხრილში ჩავარდნენ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არასრულწლო...
1739725172
ახალი ამბები„მე ისედაც გამწარებული კაცი ვარ და ყველას ძალიან ვთხოვ, ასეთი ცრუ ინფორმაციები არ გაავრცელონ, ჩვენ არ გვქონდა იმის გაჭირვება რომ ჯართი მოეკრიბა“ - ბათუმში გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა
ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის ბაბუა ნუგზარ ცეცხლაძე აცხადებს, რომ ბავშვები მასთან ახლოს თამაშობდნენ, როდესაც თხრილი ვერ დაინახეს და ჩავიდნენ. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული...
1739723281
ახალი ამბებიწყალტუბო-ქუთაისის გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბეტონის ბოძს შეეჯახა - არის მსხვერპლი
ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ცნობით, ავარიას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ცნობით, საქორწილო ესკორტის მანქანებიდან, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობდნ...
1739720325
ახალი ამბებიბიზნესმენი გოგი თოფაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, გოგი თოფაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას თოფაძის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. გოგი თოფაძემ 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუ...
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...