მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები რა გელოდებათ 20-დან 26 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 20-დან 26 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇
ვერძი ♈
მიმდინარე კვირის ტენდენცია ერთგვარ თავდაცვაში გაყენებთ. თქვენი ენერგეტიკა ძალიან მყარია, თუმცა გარემო გაჩქარებთ, თქვენკენ მოდის თხოვნები და მოთხოვნები. თითქოს ყველას რაღაც სჭირდება. ამდენად, გიწევთ საკუთარი დროისა და ინტელექტის, ზოგადად პირადი საზღვრების დაცვა.
კვირა სავსეა მოულოდნელობებით, სპონტანურობით. ახლა თითქმის არ გამოდის რაიმეს წინასწარ დაგეგმილის განხორციელება. გიწევთ უცებადი გადაწყვეტილებების მიღება სიტუაციიდან გამომდინარე.
ურთიერთობებისათვის, განსაკუთრებით ოჯახთან კომუნიკაციისათვის გადასარევი პერიოდია. ამ პერიოდში ყველასთან პოულობთ საერთო ენას, რაც ასევე იძლევა ოჯახური კონფლიქტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაწყვეტის საშუალებას.
ამ ეტაპზე ყველაზე მეტად არ გამოგადგებათ მერყეობა, რაიმე საორჭოფო სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღება. რაშიც გაორებული ხართ, იმაში ან სპონტანურად აირჩიეთ მხარე, ან გადაწყვეტილება საერთოდ გადადეთ შემდგომისათვის.
კურო ♉
მიმდინარე კვირა სრულად ესადაგება თქვენეულ მყარ და დინჯ ენერგეტიკას. მართლაც რომ ყველა საკითხში ხართ დალაგებული და მყარი. ახლა თქვენი სიტყვა, ზოგადად თქვენი პოზიცია შეუვალია და მიზანს აღწევს. ასევე, თქვენში აქტიურდება ლიდერული უნარები და ეს უდავოდ გამოსაყენებელია. გადასარევი დროა თქვენი ამბიციების, მოთხოვნების წასაყენებლად და მისაღწევად. ამ ეტაპზე რეკომენდებულია ყველანაირი ოჯახის, სახლის საქმის წამოწყება, იქნება ეს შესყიდვები თუ მცირე რემონტები. სწორედ ახლა შეგიძლიათ მკაცრი ხელით, ყველას მიუჩინოთ თავისი კუთვნილი ადგილი.
მიუხედავად ამ მკაცრი განწყობისა, გადასარევი დროა ოჯახთან, სანათესავოსთან, ახლო მეგობრებთან ურთიერთობისათვის. ამ ენერგიებით ჯანმრთელდებით, იღებთ სიხარულსა და მატერიალურ საჩუქრებსაც კი. თუმცა, მიუხედავად ასეთი სიამტკბილობისა, მოერიდეთ თანხის გაცემას, საკუთარი მიღწევების, შენაძენების, იდეებისა და გეგმების გამომზეურებას.
ტყუპები ♊
თქვენი ნიშნისათვის ამ კვირას მოაქვს ადამიანების კეთილგანწყობა, ყოველდღიური სიამოვნებებით ტკბობა და სასიამოვნო კომუნიკაცია. ახლა არც გეჩქარებათ და არც გეზარებათ. ყველაფერი მიედინება სასიამოვნოდ და დინჯად.
ფინანსურ- მატერიალურ საქმეებში წინსვლის, გადაადგილების, გარემოს გამოცვლის, თუნდაც სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროა. შესაძლოა ამგვარი გადაადგილებით ან ახალი იდეით სხვისთვისაც გახდეთ მაგალითი და იმედისმიმცემი.
ამ ეტაპზე თქვენთვის ყველაზე გაუგებარი და არეულია ურთიერთობების თემა. ამჟამად გიჭირთ ადამიანების ნამდვილი არსისა და დანიშნულების აღქმა. თავადაც ვერ გარკვეულხართ საკუთარ გრძნობებასა თუ შეხედულებებში. ამდენად, ახლა არაა არავითარი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღების დრო. ეცადეთ არ დააფიქსიროთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ან შეფასებები. ასევე, მოერიდეთ სიტუაციების, ურთიერთობების დახურვას, გაწყვეტას.
კირჩხიბი ♋
ეს პერიოდი თქვენი ნიშნისათვის მეტნაკლებად ხელსაყრელია, რადგან არის წარმატებებისა და შემოსავლების მაღალი ალბათობა. ახლა ბოსები, ხელმძღვანელები, მასწავლებლები თუ სხვა ტიპის კომპეტენტური პირები კარგი თვალით გიყურებენ. შესაძლოა ზოგიერთმა თქვენგანმა მიიღოს რაიმე სახის დაფინანსება ან დასპონსორება. ერთმნიშვნელოვნად დადებითი პერიოდია ყველაფერი მიწიერი, მატერიალურისათვის. შესაძლოა მიიღოთ ახალი შემოთავაზებები, მცირე ბონუსები. გააქტიურდით სამსახურის მძებნელებიც, რათა გამოიყენოთ ეს დადებითი პერიოდი.
რაც შეეხება ზოგადად ურთიერთობებს, თუნდაც პირადს, საშუალო დონეზე ხართ კმაყოფილი. ახლა არც უემოციობას უჩივიხართ ადამიანთა მხრიდან, თუმცა მათი ყურადღება მწირი გეჩვენებათ. პარტნიორი, მეუღლე, თაყვანისმცემელი იჩენს ემოციურ სიძუნწეს.
ამ პერიოდში ყველაზე მეტად მოერიდეთ ზედაპირულ, ფუჭ, არაფრისმომცემ ურთიერთობებს. ჭორ-მართალის მოსმენასა და გავრცელებას.
ლომი ♌
მიმდინარე კვირის ენერგეტიკა თქვენთვის ძალიან მშვიდია. ცხოვრების ყველა მიმართულება სიახლეს ითხოვს. ყველაზე ჩამოყალიბებული და მყარი თემებიც ახალ წრეზე მიდის, ამდენად ერთგვარად ისევ საწყის ეტაპზეა და ისევ რაღაცას იწყებთ თავიდან.
ფინანსურად, კარიერულად მყარი ეტაპია. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს დაწინაურებას, ზოგიც ახალ ადგილს, ზოგსაც გამოუჩნდება მაღალჩინოსანი თანამდგომი ადამიანი სასიკეთო დაპირებებით. თქვენთვის ახლა საკუთარი სიამოვნებისათვის გაწეული მცირე ხარჯებიცაა რეკომენდებული.
ურთიერთობებში, განსაკუთრებით პირადში მოსალოდნელია ყურადღების გამოვლინება თქვენს მიმართ, ახალი თაყვამინისმცემელი, ახალი შემოთავაზება.
ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ქლესა, ტკბილადმოსაუბრე ადამიანებთან მიმართებაში, რადგან გარკვეულ რისკში დგას თანხის გაცემა, გასესხება თვალისმომჭრელი დაპირერების ფონზე.
ქალწული ♍
მიმდინარე პერიოდი დიდად არ იძლევა სიახლეების ენერგეტიკას. ახლა უფრო მოპოვებულის ხარჯვისა და გამოყენების დროა თქვენთვის. ეს ის ეტაპია, როცა მყარად ხართ იქ სადაც არის თქვენი ადგილი, მაგრამ უფრო დასვენებისა და განმარტოების ხასიათზე ხართ.
ფინანსურ - მატერიალური სფეროც მყარად გამოიყურება, თუმცა შესაძლოა იყოს შეფერხებები საქმეებში. მაგ: შეჩერდეს რაიმე სახის მშენებლობა და რემონტი თქვენს გარშემო, ან დროზე ვერ მიიღოთ რაიმე მომსახურება, ან გადაიდოს ახალი საქმის დაწყება. ამდენად, განეწყვეთ დასასვენებლად და მოდუნდით.
ამ პერიოდში ბევრ თქვენგანს გამოუჩნდება ახალი თაყვანისმცემელი ან მეგობარი, თავს შეგახსენებენ ძველი ნაცნობებიც. თუმცა, აქაც რეკომენდებულია შორი და ზომიერი კომუნიკაცია.
ზოგადად თქვენთვის ახლა ყველაზე უპრიანია განმარტოება, საკუთარ ფიქრებსა და პროექტებზე კონცენტრირება, გეგმებისა და იდეების დაფარვა. ახლა სტუმრიანობა კი დიდ ძალას წაგართმევთ, რომ არაფერი ვთქვათ სხვათა პრობლემებში მონაწილეობის მიღებაზე.
სასწორი ♎
მიმდინარე კვირა ხელს უწყობს ყველა სახის გადაადგილებას, მოგზაურობას, სახეცვლილებას, ზოგადად მოძრაობას ყველა თემაში. ახლა შესაძლოა მოხვდეთ ყველაზე უცნაურ ადგილებში ან ყველაზე უცნაურ ურთიერთობებში. მოულოდნელად ახსენდებით შორეულ ნაცნობებს. მიუხედავად ასეთი კომუნიკაბელურობის, ამ პერიოდში რეკომენდებული არაა ადამიანებთან ზედმეტად გაშინაურება, საკუთარ იდეებსა და გეგმებზე, პრობლემებზე საუბარი. ეცადეთ კომუნიკაცია გქონდეთ სახლს გარეთ, სხვის ტერიტორიაზე.
სამსახურებრივ, საქმიან საკითხებში დადებითი პერიოდია სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენისათვის. თქვენი მოღვაწეობა ახლა ზუსტად ისეა შეფასებული, რასაც იმსახურებთ. განსაკუთრებით გიმართლებთ სასამართლო საქმეებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
კარგი პერიოდია ოჯახური, ტრადიციული ურთიერთობებისათვის, ქორწინებისთვის. თუმცა პერიოდი ხელს არ უწყობს სასიყვარულო სამკუთხედებს, დაფარულ და სარისკო ურთიერთობებს.
მორიელი ♏
ამ პერიოდში ენერგეტიკულად შედიხართ სრულიად ახალ ციკლში, სადაც მიუხედავად ასაკისა, პროფესიონალიზმისა, თუ შესაძლებლობებისა, ახალფეხადგმულ ბავშვად გრძნობთ თავს. ყველაფერი თქვენს გარშემო გადასახედია და შესაფასებელია სრულიად ახალი თვალით.
მიუხედავად ამ ტენდენციისა, მატერიალურად ხართ ძალიან მყარად. ახლა თქვენი გარეგნული სახე, მომხიბვლელობა, უნარები, იქცევს გარშემომყოფთა ყურადღებას. შესაძლოა მიიღოთ სასიამოვნო კომპლიმენტები და საჩუქრები. თუმცა პირად ურთიერთობაში ახლა მაინც მარტოსულად გრძნობთ თავს. ბევრი თქვენგანი ახალი ადამიანის, ახალი ურთიერთობის ძიებაშია, ზოგი კი არსებული პარტნიორის ახლიდან ამოცნობის ეტაპს გადის. ამ ძიებაში არავის რჩევა და შეხედულება არ გამოგადგებათ. ახლა მნიშვნელოვანია თქვენი ერთპიროვნული შეფასება და გადაწყვეტილება.
მიმდინარე ეტაპზე განსაკუთრებით მძაფრად გჭირდებათ სიყვარულისა და სითბოს ენერგიების დიდი დოზით გამომუშავება და გაცემა, საკუთარი თავისა და სამყაროს თანადგომის რწმენა.
მშვილდოსანი ♐
მიმდინარე კვირა ენერგეტიკულად ერთვარად პასიურია. არაფერი არ ჩქარობს, თუმცა ყველაფერი მზადაა თქვენი წარმატებისათვის. ანუ, თქვენთვის საჭირბოროტო საკითხები თითქმის გადაწყვეტილია, მაგრამ ითხოვს თქვენს ჩარევას, თქვენს აქტიურობასა და ძალისხმევას. ფინანსური, მატერიალური სფერო ძალიან მყარია. შესაძლოა განვითარება და სიახლეები არ იყოს, მაგრამ რაც უკვე თქვენია, მას არაფერი არ ემუქრება. ასევე, ბოსები, ზემდგომები, უფროსი ან კომპეტენტური ადამიანები გიყურებენ წყალობის თვალით.
ურთიერთობებიც პასიურია მაგრამ სასიამოვნო. თქვენც მოგეთხოვებათ თავშეკავება, რადგან ახლა არაა ინიციატივების დრო. თუმცა, ზომიერად იღებთ რელაქსს, დადებით ენერგიებს.
ამ პერიოდში თქვენთვის საზიანოა ყველანაირი მელანქოლია, უიმედობა და ნეგატიური ფიქრები. რადგან პერიოდი პასიურია, ეს იმას არ ნიშნავს რომ არაფერი არ ხდება. ნუ აჰყვებით იმის განცდას, რომ წინსვლას ვერ გრძნობთ. რეალურად უმყარესი ეტაპია თქვენს ცხოვრებაში.
თხის რქა ♑
მიმდინარე კვირა დიდად აქტიურობის გასაქანს არ აძლევს თქვენს ნიშანს. ახლა შესაძლოა ვერ დაინახოთ წინსვლები და ძვრები, თქვენი მონდომებისა და აქტიურობის გარეშე. თითქოს თქვენი წინსვლა სამყაროსეულად დაგეგმილია, მაგრამ არ მოვა თავისით, მაგრამ ვერც ვერავინ წაგართმევთ. მიიღებთ ყველაფერს, რისკენაც თავად დაიძვრებით.
ამ მიდგომით უმჯობესდება თქვენი მატერიალური, ფინანსური, სამსახურებრივი მდგომარეობა. ახლა თქვენი აქტიურობით, წარმატების მიღწევა ძალიან ადვილია, თუმცა ამ წარმატებულობას გარკვეული კონკურენცია და შურიც ახლავს თან.
პერიოდი ძალიან კარგ ენერგეტიკას იძლევა ურთიერთობების კუთხით. შესანიშნავი დროა პირადი ურთიერთობების გასაღრმავებლად. ბევრი თქვენგანი მიიღებს ოჯახის შექმნის წინადადებას. სწორედ რომ ოფიციალური ქორწინებისათვისაა იდეალური პერიოდი.
ასევე, დროულია ყველანაირი ნეგატივის მოცილება, ძველი სამსახურის, პროექტის, ურთიერთობების სახით.
მერწყული ♒
მიმდინარე კვირის ენერგია არც მთლად სუფთა ვიბრაციებზეა აგებული. თქვენს გარშემო აქტიურდებიან არაკეთილმოსურნე, ჭორიკანა ადამიანები, რომლებიც ცდილობენ თქვენც გაგხადონ ნეგატივის თანამონაწილე. ამდენად, ახლა ყველაზე მეტად გმართებთ ინფორმაციის დაფარვა და თავშეკავება. თქვენი იარაღი ამჟამად განდგომა უფროა, ვიდრე კონფლიქტი ან თავის მართლება.
განსაკუთრებული ყურადღება გამოავლინეთ ფინანსების, სამსახურებრივი საქმეების მიმამართ. ამ ეტაპზე ადამიანებს თქვენი კუთვნილების მიმთვისებლობისა და მისაკუთრების სურვილი უჩნდებათ.
ზოგადად ურთიერთობები მყარია, თუმცა თქვენს მიმართ იმატებს მომთხოვნელობა. შეამჩნევთ, რომ ყველას რაღაც სურს თქვენგან, უფრო მეტი, ვიდრე ეკუთვნით.
ამ ეტაპის წყნარად გავლაში დაგეხმარებათ საკუთარი სიმშვიდე და ჩაკეტილობა. ეცადეთ საკუთარი თავი წაახალისოთ და ახლა აისრულოთ დიდი ხნის წინ გადავადებული ოცნებები. გაიხსენეთ თქვენი ჰობი.
თევზები ♓
მიმდინარე კვირის ენერგია ნაკლებად გაძლევთ დასვენების უფლებას. ახლა ყველაფერი ისე მიდის, რომ უფრო მეტად სახლსგარეთ გიწევთ შრომაც და გართობაც. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ქალაქიდან გასვლაც.
საქმე, სამსახური შეფერხებებით მიიწევს წინ. ახლა შესაძლოა მოგიწიოთ საქმეების გადადება, დაუგეგმავი ხარჯების გაწევა. რაიმე სახის მშენებლობა ან სარემონტო სამუშაო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უბრალოდ გადაიდება სხვა დროისათვის. ფრთხილად იყავით ზოგადად სტრუქტურებთან, ან სამსახურებრივ სტრუქტურულ ცვლილებებთან და რეორგანიზაციებთან.
ზოგადად ურთიერთობების თემაში შემოდის გარკვეული გაორება, არჩევანი. ამჟამად
ნამდვილად არაა არავითარი რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დრო. დატოვეთ ყველაფერი სანახევროდ და დაელოდეთ უკეთეს დროს.
მიუხედავად არცთუ ისე აღმავალი პერიოდისა, ამჟამად სიმშვიდე, ყოველდღიური სიამოვნებებით ტკბობა, დადებით ადამიანებთან ურთიერთობაა თქვენი ჯანმრთელობაც და წამალიც. იყავით იქ, სადაც გიხარიათ და მშვიდდებით.
1735566895
მსოფლიობელარუსში სანტა კლაუსი და Jingle Bells აკრძალეს
ბელარუსის ხელისუფლებამ სკოლებში სანტა კლაუსი, ინგლისურენოვანი საახალწლო სიმღერები ნაძვის ხის „დასავლური ტრადიციით გაფორმება“ აკრძალა. ნაცვლად კი სკოლებისთვის რუსული საახალწლო ტრადიციების გამოყენების რ...
1735564049
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8068 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7943 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1735559174
საზოგადოება„მე და ჩემი ოჯახი მთელი სიცოცხლე ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ამას ვაკეთებთ ჩუმად სიტყვების და ყვირილის გარეშე“ - გელა ფოცხიშვილი
„საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი”, გელა ფოცხიშვილისა და მაია კიკნაძის ხელმძღვანელობით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. ხელმძღვანელი გელა ფოცხი...
1735556022
ახალი ამბები„10 საათზე რომ იბარებ „მხარდამჭერებს“ სულ სხვა ლოკაციაზე და თან ატყუებ, ბევრ რამეს ისეთს ვიტყვი, რაც მომდევნო დღეებში ჩვენი მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი იქნებაო, ეს რევოლუციონერობა ან პოლიტიკოსობაა?!“ - თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი ოპოზიციის ლიდერებსა და მხარდამჭერებს მიმართავს. „გუშინ, ჩვენ პარლამენტის შენობაში შევიკრიბეთ 10 საათისთვის და ნახევარ საათში დარბაზში შესვლა დავიწყეთ. ინაუგურაც...
1735551371
სოციალური მედია„წამოიზარდა“ – ნუცა ბუზალაძე ლაშა ბექაურის ვიდეოს აშარჟებს
24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ოლიმპიურმა ჩემპიონის ლაშა ბექაურის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბექაური პორშეს მარკის ავტომობილით მიდის და თან გვერდით სავარძელზე ლომის ბოკვერს ეფერება. სოციალურ ქსელში ბექაური...