„მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა!"- რა სიახლეებს უნდა ველოდოთ დღეიდან

დღეიდან 24 ივნისამდე, კომუნიკაციების მმართველი პლანეტა მერკური უკუმავალი ხდება. თუ რა უნდა გაითვალისწინოთ მთელი 3 კვირის განმავლობაში, ასტროლოგი ქეთი ვაწაძე მოგითხრობთ, რომლის პოსტსაც „exclusivetv.ge“ უცვლელად გთავაზობთ.

„მერკური რეტროგრადულ მოძრაობაში გადავიდა!

30 მაისიდან 24 ივნისამდე კომუნიკაციისა და ინფორმაციის მმართველი პლანეტა, მერკური ე.წ. რეტროგრადულ მოძრაობაში იქნება.

მერკური პასუხისმგებელია კომუნიკაციაზე, კონტაქტებზე, აზროვნებაზე, მეტყველებაზე, ინფორმაციაზე, ხელშეკრულებებზე, საბუთებზე, მგზავრობაზე, სწავლაზე, ვაჭრობასა და ნათესაურ კავშირებზე, შესაბამისად, ყველა პროცესი, რომელიც ამ თემებთანაა დაკავშირებული გარკვეული შეფერხებებით წარიმართება.

ამიტომ, თუ რაიმე მნიშვნელოვანი გაქვთ დაგეგმილი ახლო მომავალში, სჯობს 24 ივნისამდე გადადოთ.

საერთოდ რეტროგრადული მერკური უფრო ძლიერად ავლენს თავს, როდესაც რეტროგრადულ მოძრაობაში გადასვლის წინ სვლას ანელებს, ანუ „ჩერდება“ , სტაციონარული ხდება და ასევე, დირექტიულ მოძრაობაში გადასვლის წინა დღეებში.

ყველაზე მეტი ყურადღება მართებთ ბუღალტრებს, მწერლებს, მთარგმნელებს, ასევე ყველას, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ქაღალდებთან და ციფრებთან, კავშირგაბმულობასთანაა კავშირში, ამ პერიოდში შეცდომების დაშვების, დეზინფორმაციის, არასწორი აღქმისა და გადმოცემის მაღალი ალბათობაა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჟურნალისტებს!, პრესას, რადიოს, ტელევიზიას!

გადაამოწმეთ თქვენს მიერ წარმოებული საქმეები. კარგად დარწმუნდით, რომ სწორად გაიგეთ ინფორმაცია და ასევე, გადაამოწმეთ, ხომ სწორად გაიგო თქვენმა ოპონენტმა თქვენი ნათქვამი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები. ისედაც უამრავი ჭორი, არასწორი ინფორმაციაა მოსალოდნელი ამ პერიოდში. სჯობს გააკონტროლოთ და გადაამოწმოთ ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა, მიღებული ინფორმაცია, ასევე, საკუთარი მეტყველება გაუგებროებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ასეთ დროს რთულია ურთიერთგაგება... კონსენსუსის მიღწევა... ყველა თავისას ამბობს, თავის პოზიციაზეა და არ ესმის ოპონენტის, შეუძლებელი ხდება მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა. რთულდება ასევე ახალი ცოდნის მიღება, კონცენტრირება, სამუშაოში ჩართვა, გულის დადება. ადამიანი მოუსვენარი, აფორიაქებულია შეეცადეთ არანაირ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან საბუთებს არ მოაწეროთ ხელი, მით უფრო, თუ ეს შენაძენს, ან ზოგადად ვაჭრობის სფეროს ეხება – დიდია ალბათობა რაღაც ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, იყოს გაურკვევლობები და შეფერხებები, თუ თუ მაინც გიწევთ გარიგების დადება – ათასჯერ გადაამოწმეთ და გაეცანით ხელშეკრულების საგანს, შეისწავლეთ თითოეული პუნქტი სრულყოფილად ნუ გასცემთ დაპირებებს - შემდეგ რთული იქნება მათი შესრულება.

არ არის სასურველი ახალი საიტის გაშვება, ჟურნალ-გაზეთების გამოცემა, სარეკლამო კამპანიის წამოწყება. თუ არის საშუალება გადადეთ ტექნიკის შეძენა 3 კვირით, რადგან მერკური ამავდროულად ტექნიკაცაა (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, მანქანა და ა.შ.) და რეტროგრადულ მერკურზე ნაყიდი ტექნიკა, შესაძლოა ადვილად გაფუჭდეს. და ზოგადად, სიფრთხილით მოეპყარით ნებისმიერ ტექნიკას, არის გაფუჭების, გატეხის, დავირუსების, დაკარგვის ალბათობა. თავი შეიკავეთ იმპულსური საყიდლებისგან, თუ მაინც გიწევთ შეძენა, კარგად შეამოწმეთ საქონელი წუნზე, მოითხოვეთ გარანტიები

გზებზე სიფრთხილე მართებთ მძღოლებს, ვინაიდან შესაძლოა საცობების წარმოქმნა, დაბნეული, არაადეკვატური ქცევა სხვათა მხრიდან, შესაბამისად, არის მეტი ავარიის ალბათობა და ისედაც, შეამოწმეთ თქვენი ავტომობილი, შეირბინეთ პროფილაქტიკაში.

კიდევ, გაფრთხილდით, არ გახდეთ ქურდობის, ფულადი მაქინაციების მსხვერპლი.

სამაგიეროდ, ამ პერიოდში კარგი იქნება დაუმთავრებელი, გაწელილი საქმეების დასრულება, მოუწესრიგებელი საბუთების მოწესრიგება, ადრე მიცემული სიტყვის შესრულება. ჯანმრთელობის მხრივ ყურადღება მართებს სასუნთქ გზებს, ნერვულ სისტემას, ხელებს. თუ სასიცოცხლო ჩვენება არ არის, სჯობს 24 ივნისამდე გადადოთ ქირურგიული ჩარევა, მკურნალობის დაწყება, კვლევები.

პერიოდი კარგია იმ სტუდენტებისთვის, ვისაც საგნის გადაბარება სჭირდება, ან იმ ცოდნის გასაღრმავებლად, რომლის ათვისებაც ადრე დაიწყეთ, თუმცა მერე თავი მიანებეთ.

თუ თქვენი სასიყვარულო ურთიერთობის დაწყება მერკურის რეტროგრადულ პერიოდს ემთხვევა, დიდი ალბათობით ეს ურთიერთობა მალე დასრულდება. ნუ გამოცდით ბედს, პირველი პაემანი სჯობს 24 ივნისის შემდეგ დაგეგმოთ.

ამ პერიოდში შესაძლოა ძველმა ნაცნობებმა შეგახსენოთ თავი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს ურთიერთობა (თუმცა, შესაძლოა დროებით) და ასევე, თუ წარსულში რაღაც მიზეზთა გამო გაწყდა ვინმესთან ურთიერთობა და გაგრძელება გსურთ - ურთიერთობების აღდგენა შეგიძლიათ ამ პერიოდში სცადოთ პერიოდი კარგია ადამიანებისთვის, ვისაც ჰოროსკოპში რეტრო მერკური ჰყავს, მათ უამრავი ახალი შესაძლებლობა მიეცემათ. მათთვის პირიქით, ერთ – ერთი საუკეთესო პერიოდი დგება. გამოიყენეთ! სხვებისთვის კი ეს ცოტა აბდა-უბდა, გაუგებარი პერიოდია. გვჭირდება მეტი კონცენტრაცია, მეტი სიცხადე და ინფორმაციის გადამოწმება.წარმატებები თქვენ! სიკეთე გქონოდეთ! “

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714668521

სოციალური მედია

,,აზრის და გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება, გამოხატვის თავისუფლებას აქვს ლეგიტიმური შეზღუდვის საფუძვლები” - ირინა ბათიაშვილი

ბოლო დღეებში გამართული აქცია (ფაქტობრივი მასალების შესაბამისად) იყო აშკრა უწესრიგობის და ძალადობის გამომხატველი ბუნების მატარებელი (ფაშისტურ-აგრესიული ელემენტებით გაჯერებული).  ,,სამწუხაროდ ზოგიერთის...

ირინა ბათიაშვილი

1714667464

სპორტი

„უოტფორდის“ მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე - ,,ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის მომავალი ზაფხული”

გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ სეზონის ბოლო მატჩსაც გამოტოვებს. ყოველ შემთხვევაში, მთავარი მწვრთნელის, ტომ ქლევერლის სიტყვები ამაზე მიანიშნებს. როგორც მან აღნიშნა, წინ ევრო 2024-ია, რომელიც ჩაკვეტაძისთვ...

გიორგი ჩაკვეტაძე

1714667117

მსოფლიო

,,ქონების განადგურება, ვანდალიზმი, ფანჯრების ჩამსხვრევა - ეს არ არის მშვიდობიანი პროტესტი” - ბაიდენი

 აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აშშ-ის უნივერსიტეტებში მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა. ბაიდენი აცხადებს, რომ ძალადობრივი პროტესტი არ არის დაცული. მისი თქმით, კოლეჯის კამპუსებში მომიტინგეებს უნდა ჰქონდეთ...

ააა

1714664000

სპორტი

„ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება მამარდაშვილმა შეცვალოს - AS

 ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ატლეტიკოში“ იან ობლაკი შეიძლება საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა შეცვალოს. წყაროს თანახმად, „როხიბლანკოში“ იან ობლაკი აღარ განიხი...

იტალია

1714662409

ახალი ამბები

,,ამერიკელებს საქართველოში არასათანადო ხალხი წარმოადგენენ და ვითომ პროდასავლელი აქტივისტები სინამდვილეში პრორუსები არიან” - იაგო ხვიჩია

 ყველგან ფიზიკურად ცუდად იქცევა და ნომერ პირველი არიან პოლიტიკური აქტივისტები. ამ ნომერ პირველ პოლიტიკურ აქტივისტებში ყველაზე უზრდელები არიან ხოშტარიას ამომრჩევლები, რომლებიც სხვას ეძახიან „რუსული კან...

პოლიტიკოსი