ნახეთ, რა გელოდებათ 30 იანვრიდან 6 თებერვლის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.

 

მაშ ასე, ნახეთ, „Her Mit“-ის რჩევები, რა გელოდებათ 30 იანვრიდან 6 თებერვლის შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇

ვერძი ♈

მიმადინარე პერიოდის ენერგეტიკა ხელს უწყობს საბრძოლო, მომპოვებლურ განწყობას თქვენს ნიშანში. დღესდღეობით მაღალია თქვენი თავდაცვისა და მოთხოვნის ენერგია ყველა საკითხთან მიმართებაში. სწორედ ეს კვირა დაგაძლევინებთ ბევრ წინააღმდეგობას, სადაც პასუხი გაეცემა ყველა მანიპულატორ ადამიანს. ამ პერიოდში მაღალია წარმატების მიღწევის ალბათობა ყველა თქვენთვის საინტერესო საკითხში. გააქტიურდით სამსახურებრივად, ასევე პირად ურთიერთობებში. მოითხოვეთ ვალის დაბრუნება, ადრე მოცემული პირობის შესრულება.

ამ ეტაპზე  განსაკუთრებით კარგია იმ არჩევანში საბოლოოდ ჩამოყალიბება, რაც აქამდე გაბნევდათ, ვინაიდან ახლა თქვენი მენტალობა უმაღლეს პიკზეა და ყველაზე ჩახლართულ სიტუაციაშიც კი პოულობს სწორ მიმართულებას.

კვირის განმავლობაში  ყველაზე მეტად მოერიდეთ უძილობას, ღამეულ ცხოვრებას, დაუსახლებელ ადგილებსა და ნანგრევებს, სასმელს, ღრმა წყლებს, გონებაარეულ ადამიანებს.

კურო ♉

თქვენს ნიშანთან ამ კვირის ენერგეტიკა იდეალურად რეზონირდება, რაც ხელს გიწყობთ ყველანაირი მატერიალური საქმის მოგვარებაში, ზოგადად  შემოსავლების შემოდინებაში. მოსალოდნელია როგორც მცირე საქმიანი შემოთავაზებები, ასევე პირადი საჩუქრებიც.

ახლა თვითშეფასება და ქმედების ენერგია მაღალი გაქვთ. ხართ ცენტრალური ფიგურა ყველა სიტუაციაში, როცა თქვენს აზრსა და შეხედულებას ისმენენ და ახორციელებენ. ზოგიერთი კუროს შემთხვევაში მოსალოდნელია სამსახურეობრივი დაწინაურება, ზოგან ახალი სამსახურის დაწყება, ზოგან კი ოჯახურ ან პირად ურთიერთობაში  ლიდერის პოზიციის დაკავება. ბევრი ადამიანისგან იგრძნობთ პატივისცემასა და დაფასებას.

მიუხედავად ამ დადებითი ეტაპისა, არ ღირს საკუთარი პატივმოყვარეობის გამოვლინება. მაქსიმალურად დაიცავით სუბორდინაცია, იმოქმედეთ საზოგადოებრივი ჩარჩოების შესამაბისად, არ შელახოთ არავის თავმოყვარეობა.

ტყუპები ♊ 

მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისათვის უჩვეულო სიმყარისა და სიდინჯის ენერგეტიკა შემოაქვს. ახლა ხართ ძალიან სტაბილური, გეგმაზომიერი, მიზანსწრაფული და მყარი ფსიქის მატარებელი ადამიანი. სამსახურში, ბიზნესში, ურთიერთობებში გაქვთ სტაბილური ეტაპი, რაშიც დიდ როლს თამაშობს თქვენი მენტალური წონასწორობა. ამდენად, ამჟამად ხელგეწიფებათ ყველა არეული, გადადებული, გაურკვეველი საქმის მოგვარება, ურთიერთობების დაბალანსება. ყველანაირი შერიგებისა და მორიგების წარმოება.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ სწრაფ და სპონტანურ გადაწყვეტილებებს, დაუგეგმავ ხარჯებსა და უცხო ადამიანებთან კონტაქტებს. ყველანაირი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს დროში მოფიქრებული არგუმენტირებული ფუნდამენტი, გადადეთ შემდეგი ეტაპისათვის. ასევე, არ იჩქაროთ სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილება, ზოგადად მოგზაურობა.

კირჩხიბი ♋ 

მიმდინარე კვირა თქვენს ნიშანს ერთგვარად სთხოვს სრულიად კანონმორჩილებას, დადგენილი საზოგადოებრივი ან სამსახურებრივი, ტრადიციული ან რელიგიური სტანდარტების გათვალისწინებას. ახლა ყველაფერი იწონება და ყველაფერი სამართლიანად მოდის ან მიდის. ამდენად, თქვენთვისაც რეკომენდირებულია თავგასული ადამიანების ალაგმვა როგორც თქვენი ცხოვრებიდან, ასევე შემთხვევითი შეხვედრის ადგილებიდან.

ამავდროულად გადახედეთ ფინანსურ ან ენერგეტიკულ დავალიანებებს. შეძლებისდაგვარად ჩაასწორეთ ყველაფერი. თავადაც დააკვირდით სად გასცემთ მეტ შრომას, ვიდრე იღებთ ამის ფინანსურ თუ სულიერ ანაზღაურებას. ამ კუთხითაც  დროა ყველას მიუჩინოთ კუთვნილი ადგილი.

კარგი დროა სიხლეებში შესასვლელად. ახალი სამსახურის საძიებლად, ახალი ადამიანების გასაცნობად, უკვე მივიწყებული ჰობის გასახსენებლად, უცხო ენის შესწავლის დასაწყებად.

ლომი ♌

თქვენს ნიშანს სწორედ ამ პერიოდში მოუწევს ნამდვილი ლომის ენერგიის გამოვლენა, ვინაიდან გარემო თქვენს გარშემო საკმაოდ კონკურენტულია და მცირედ  აგრესიულიც კი. ახლა ყველას სურს პირველობისათვის ბრძოლა, თუმცა სწორედ თქვენი ნიშანია ამ კვირის განმავლობაში ლიდერი, მებრძოლი, სწრაფი და მიზანსწრაფული.

ამდენად, თქვენთვის რეკომენდებულია აქტიური ქმედება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, დროებითი ან გრძელვადიანი საქმიანი პარტნიორების დახმარებით ყველაზე სარისკო სვლების გაკეთებაც კი. კარგი პერიოდია ასევე პირადი ურთიერთობებისათვის, ზოგადად ყველანაირი აქტიური კომუნიკაციისათვის, გეოგრაფიული გადაადგილებისათვის, სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის ცვლილებისათვის.  რეკომენდებულია პირადი სურვილების ასრულება და საკუთარი თავის პატივისცემა.

ამ პერიოდში ყველა მეტად მოერიდეთ კომპეტენტური, თუნდაც ძალიან პატივსაცემი ადამიანების აზრებისა და რჩევების გათვალისწინებას.

ქალწული ♍ 

ამ კვირის ენერგეტიკა თქვენს ნიშანს ხელს უწყობს ახალი შემოთავაზებების მიღებაში. ადამიანები კეთილგანწყობილნი არიან თქვენს მიმართ.  ყურადღების ცენტრში ხართ როგორც სამსახურში, ასევე პარტნიორულ ურთიერთობებშიც. ამ ეტაპზე თქვენდამი ემოციური დამოკიდებულება, ფლირტი, სიმპათია,  დიდი დოზით ვლინდება.

კვირის მანძილზე თან  დაგყვებათ  სამყაროსეული წყალობა. ამდენად ყველა მოვლენა თქვენთვის სასიკეთოა, მიუხედავად იმისა ამას დღეს გრძნობთ თუ არა. ახლა უპრიანია გაბედოთ და წამოიწყოთ ყველაფერი ის, რასაც ბოლო დროის მანძილზე გეგმავდით. თქვენი მიმზიდველობა და შარმი, პროფესიონალიზმი, ლოგიკა და აზროვნება უმაღლეს ნიშნულზეა, რასაც მოაქვს გარკვეული პოპულარობა და ცნობადობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კვირა ემოციურად ძალიან აქტიურია, თქვენთვის სარისკოა გარშემომყოფთა პრობლემებში აქტიური შესვლა. განსაკუთრებით გაუჭირდებათ პროფესიონალ ფსიქოლოგებს, მასწავლებლებს, ექიმებს. ახლა ჯობია საკუთარ პროფესიაშიც კი გახდეთ ზომიერად გულგრილები.

სასწორი ♎

თქვენი ნიშნისათვის მიმდინარე პერიოდი მატერიალური წარმატებებისა და შემოსავლების მომტანია. დადებითი პერიოდია ყველანაირი ბიზნესის წარმოებისათვის, მსხვილი შენაძენებისთვის, სახლის რემონტის დასაწყებად, ზოგადად მემკვიდრეობითი  საკითხების მოსაგვარებლად, ყველანაირი საბუთების მოსაწესრიგებლად, დასაწინაურებლად თუ ახალი სამსახურის დასაწყებად.

ამ ეტაპზე მცირე რისკებიც კი გამართლებულია საბოლოო შედეგის მისაღებად. თუმცა, რისკები ეხება გარკვეულ არჩევანსაც, სადაც დაბნეულობა და ორჭოფობა არ გამოგადგებათ.

თუ რაღაც ისეთი მოგეცათ სამყაროსაგან, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობდით, სწრაფად ისარგებლეთ ასეთი შემოთავაზებით, რადგან ამ პერიოდში შესაძლოა თქვენში შინაგანი შიშები და უიმედობაც გამოვლინდეს. ამიტომ, ეცადეთ დროებით ფობიებს და შფოთვებს, ეჭვებსა და უიმედობის შეგრძნებას  არ გააფუჭებინოთ მოულოდნელი ბონუსი.

მორიელი ♏

თქვენი ნიშნისათვის კვირა ემოციონალურად მიედინება. მთავარი თემა ახლა სწორედ შეგრძნებებია და ამდენად ყველა მატერიალური გადაწყვეტილება ძირითადად ინტუიციასა და ქვეცნობიერ იმპულსებს ეყრდნობა.  გარე სამყაროც გთავაზობთ ბევრ სიახლეს, თუმცა შესაძლოა ბევრი თქვენგანი ისე იყოს საკუთარ თავში ჩაღრმავებული, ვერც კი შეამჩნიოს რაიმე უკეთესი. არადა სწორედ რომ ცვლილების ენერგეტიკაა ახლა თქვენი ფავორიტი ენერგია.

დადებითი დროა გლობალური გადაფასებებისათვის, ყველანაირი ცვლილებებისათვის, იქნება ეს მატერიალური თემები თუ ფსიქოლოგიური. ეს ცვლილება ძირითადად უნდა ეხებოდეს დასაქმების, დაფინანსების სფეროს. დროა გააპროტესტოთ ის ანაზღაურება, რაც არ შეესაბამება თქვენს მიერ გაწეულ შრომას და თუ საჭირო გახდება დატოვოთ კიდეც არასასურველი სამსახური. ასევე, შეცვალეთ ყველა ურთიერთობა, სადაც ვერ იღებთ სრულფასოვან დაფასებასა და თქვენი სიყვარულის უკუგებას. მოერიდეთ თქვენი ენერგიის მჭამელ, მომხმარებელ ადამიანებს.

მშვილდოსანი ♐

მიმდინარე პერიოდში თქვენი ნიშანი ყველაზე მეტადაა მოქცეული სამყაროსეული დაკვირვების ქვეშ, როცა თქვენი ქმედებები მკაცრად იწონება როგორც უმაღლესი ძალების, ასევე ჩვეულებრივი ადამიანების და მოქმედი კანონმდებლობის მხრიდან. ახლა მკაცრად გმართებთ სამართლიანობის დაცვა ყველა სფეროში, დადგენილი რელიგიური თუ ტრადიციული შეხედულებების გათვალისწინება. ამ პერიოდში განსაკუთრებით წარმოჩნდებიან პროფესიონალი მასწავლებლები ან მოსწავლეები.

ყურადღება მიაქციეთ სიახლეებს თქვენს გარშემო.  ახლა დროა დახუროთ ის კარი, რაც წარსულში გქაჩავთ. ჩაეჭიდეთ სწორ იმპულსებს, რათა გაიძლიეროთ სამოქმედო ძალები. კარგი პერიოდია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თუმცა, არ გამოგადგებათ ზედმეტი მომთხოვნელობა. მკაცრად აკონტროლეთ საკუთარი „მინდა“, მოერიდეთ აგრესიულ ქმედებებსა და სხვისი საზღვრების დარღვევას ყველა სფეროსთან მიმართებაში.

თხის რქა ♑

ამ კვირის განმავლობაში თქვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ხდება ფინანსები, ზოგადად მატერიალური საკითხები, რაც დადებით ენერგეტიკაში დგას. შემოდის არაერთგვაროვანი თანხები სხვადასხვა სფეროებიდან. ახლა მიღებისა და გაცემის დროა. ეცადეთ თქვენც დაასაქმოდ ადამიანები ყოველდღიური მოთხოვნილებების შესაბამისად.

კარგი პერიოდია მცირე შენაძენებისთვის. მიმდინარე ეტაპზე შესაძლოა მიიღოთ რამდენიმე წვრილი შემოთავაზება, თუმცა სწორედ აქ გმართებთ სიფრთხილე. ახლა ყველაფერი თქვენი არაა რაც თვალის მომჭრელია. ამას გარდა, სამსახურებრივ სიტუაციაში თუ ოჯახში, კომპეტენტური პირები  ცდილობენ საკუთარი ინტერესების გატარებას, თქვენი პროფესიული უნარების თუ შესაძლებლობების სათავისოდ მოხმარებას. ამდენად, ეცადეთ დააწესოთ მკაცრი საზღვრები ურთიერთობებში და პირობები შემოატრიალოთ სათქვენოდ.

ამ ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ სიზარმაცეს, დეპრესიულობის  ენერგიას. ახლა მხოლოდ ქმედებისა და წინსვლის დროა, შესაბამისი დადებითი შედეგებით.

მერწყული ♒ 

მიმდინარე კვირა თქვენი მენტალური უნარების გაძლიერებას უწყობს ხელს. ამჟამად თქვენი გონება დიდი რაოდენობით ითხოვს საკვებს სწავლის, მასალის ათვისების სახით. რა თქმა უნდა გადასარევი დროა სწავლისათვის, გამოცდების ჩასაბარებლად, ახალი კურსების დასაწყებად, ზოგადად პროფესიონალიზმის გასაღრმავებლად.

ამავდროულად, წარმატებაში დგას ყველანაირი დაწინაურება, ახალი სამსახურის დაწყება, ლიდერის ადგილის მოპოვება ოჯახსა თუ ურთიერთობებში. ამ პერიოდში ადვილად იპოვით თქვენთვის საუკეთესო მასწავლებელს, ექიმს,  მოძღვარს, სპონსორს თუ ავტორიტეტს, ასეთი სურვილის შემთხვევაში.

კვირის განმავლობაში არ გამოგადგებათ არავითარი უკან დახევა ან რაიმეზე თვალის დახუჭვა. პირდაპირ გევალებათ დაჩაგრულის დაცვა, უსამართლობასთან შეწინააღმდეგება. რეალურად ამისი ძალაც შეგწევთ და მოგეთხოვებათ კიდეც. შეძლებისდაგვარად გაეცით მოწყალებაც.

თევზები ♓

მიმდინარე პერიოდი თქვენს ნიშანს არ დაუტოვებს დასვენების საშუალებას. ახლა ძალიან ბევრი გასაკეთებელია სახლშიც და სამსახურშიც.  თუმცა, სწორედ ახლა შეგიძლიათ თავი გამოიჩინოთ ყველა ასპარეზზე. მიიღებთ ბევრ დადებით შეფასებას, ადამიანები აღიარებენ თქვენს გონიერებას, შედეგებს, რაც შემდგომისთვის აუცილებლად წინ დაგხვდებათ.

ზოგიერთი თქვენგანი ახლა სამაგალითო და საჩვენებელიც კი გახდება თავის პროფესიაში. ამ დადებით ეტაპზე განსაკუთრებით მოერიდეთ თქვენი ნიშნისათვის დამახასიათებელ შფოთს და უიმედობას. ნუ დაიმძიმებთ თავს ავი მოლოდინებით და ეჭვებით. ამდაგვარი აფირმაცია ახლა განსაკუთრებულად  შეუშლის ხელს თქვენს აღიარებას.

გააქტიურდით, ეცადეთ ზომიერად გააპიაროთ საკუთარი მიღწევები. თავად წარმოაჩინეთ ყველაფერი ის, რაც ამ ეტაპზე გეამაყებათ. მოითხოვეთ და მოგეცემათ, ფასი დაიდეთ და დაგიფასდებათ.

წყარო: „Her Mit“

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730787856

მსოფლიო

საუდის არაბეთში უდაბნო თოვლით დაიფარა

საუდის არაბეთში, ალ-ჯაუფის რეგიონში უდაბნო თოვლით დაიფარა - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. უცნაურ სტიქიურ მოვლენებს უკვე რამდენიმე დღეა აკვირდებიან. უდაბნოში რამდენიმე დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმ...

საუდის არაბეთში უდაბნო თოვლით დაიფარა

1730787713

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსა...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1730783516

ახალი ამბები

საქართველოში ამინდი უარესდება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.  „5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ი...

ააა

1730753123

ახალი ამბები

5 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებ...

შუქი

1730751105

ჰოროსკოპი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავო...

ააა