რა გელოდებათ 6-დან 12 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან.
მაშ ასე, ნახეთ, რა გელოდებათ 6-დან 12 დეკემბრამდე შუალედში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 👇
ვერძი ♈
მიმდინარე კვირის ენერგეტიკა აძლიერებს თქვენს სტაბილურობას, ამტანობას, მოთმინების უნარს. ამ პერიოდში კარგად მიგყავთ საქმიანი მოლაპარაკებები თუ ოჯახურ-პარტნიორული შეთანხმებები. სასიყვარულო ურთიერთობებიც მყარი და რომანტიკულია. ზოგადად დადებითი პერიოდია ოჯახური, ნათესაურ-მეგობრული გაუგებრობების, კონფლიქტების მოსაგვარებლად, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ახლა იმდენად ძლიერია თქვენი ენერგეტიკა, რომ მიღწეულით ვერ დაკმაყოფილდებით. ბევრი თქვენგანი ეცდება წამოიწყოს ახალი საქმე, ავიდეს ახალ სიმაღლეზე. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მოძალადეობრივი დამოკიდებულება, მანიპულაციები ადამიანების მიმართ არ გამოგადგებათ. ეცადეთ თქვენს მიზნებს თავად მიხედოთ. ნუ დააძალებთ ნურავის თქვენთან ერთად იჩქაროს და იღვაწოს. ახლა დამძალებლობა თქვენი მხრიდან, არ მოიატნს დადებით შედეგებს.
ამ ეტაპზე ნურავის და ნურაფერს მოეკიდებით გულუბრყვილო ნდობით. ახლა ბავშვობის მეგობარსაც კი უნდა დაუდოთ სიტყვიერი ხელშეკრულება და სკრუპულოზურად მოიპოვით მტკიცებულებები ყველა თემაში.
კურო ♉
თქვენი ნიშნის ენერგეტიკა ამ კვირის განმავლობაში სასიამოვნო ყოველდღიურობაში დგას. ახლა კარგია ყველანაირი შეხვედრები და ზოგადად კომუნიკაცია. მეგობრები, პარტნიორები ჰარმონიულად ესადაგებიან თქვენს ხასიათს, ამდენად სწორედ ურთიერთობები გაგაჯანსაღებთ და დაგაყენებთ კარგ ხასიათზე.
ამ პერიოდში თქვენი გონებრივი შესაძლებლობები გააქტიურებულია, ამდენად კარგი დროა კონკურსებისათვის, გასაუბრებებისათვის, გამოცდებისათვის. ახლა სრულად გაქვთ საკუთარი პროფესიონალიზმისა თუ შესაძლებლობების წარმოჩენის უნარი. ასევე, შეგიძლიათ სწორედ ახლა გაატაროთ ის მოთხოვნები, რაც ადრე არ გამოგდიოდათ სამსახურსა თუ პირად ურთიერთობაში. ერიდეთ ზურგს უკან ქმედებებს. ამ ეტაპზე „პარტიზანული“ ბრძოლის მეთოდები არ ამართლებს. მიზნებს მკაცრად გაუსწორეთ თვალი და ისე იმოქმედეთ.
გადასარევი დროა სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად და განსავითარებლად. ასეთი ტიპის ურთიერთობაში წინადადების, შეთავაზების გასაკეთებლად.
ტყუპები ♊
მიმდინარე კვირა საკმაოდ წარმატებულია თქვენთვის. მისი ენერგეტიკა ხელს გიწყობთ აქამდე სარისკო და საორჭოფო საკითხების უმტკივნეულოდ გადაწყვეტაში, როცა ახერხებთ ყველაზე დაძაბულ სუტუაციებშიც კი „არც მწვადი დაწვათ და არც შამფური“.
ბევრი თქვენგანი იპოვის ზუსტ და სკურპულოზურ გამოსავალს ყველანაირ მერყევ სიტუაციაში. ახლა განსაკუთრებით უმართლებთ ადვოკატებსა და ექიმებს.
კარგი დროა ზოგადად ურთიერთობებისათვის. მრავალ თქვენგანს გამოუჩნდება ახალი თაყვანისმცემელი, მეგობარი, მფარველი და მოამაგე ადამიანი. დაგებადებათ ახალი იდეები და მიზნები. ასევე, ბევრი ტყუპი მიიღებს ახალ საქმიან შემოთავაზებას, ბევრიც ოჯახის შექმნის წინადადებას. ახლა სწორედ რომ კარგი პერიოდია ყველანაირი მორიგებისათვის, საქმიანი ხელშეკრულებებისთვის, ქორწინებისათვის.
ამ პერიოდში თქვენთვის რეკომენდებული არაა დაუფიქრებელი წვრილმანი ხარჯვა, ფულის გასესხება. ზოგადად ხელმომჭირნეობის, მატერიალური ფასეულობების დაგროვეს, და არა გაცემის, დროა.
კირჩხიბი ♋
მიმდინარე კვირას თქვენი ნიშნისათვის შემოაქვს გარკვეული ხალისიანობა, აზარტულობა, რისკიანობა. ასეთი გააქტიურება ერთგვარად სასიკეთოც კია, რადგან მაღალია წარმატების ალბათობა, და რათქმაუნდა ეს ყველაფერი ეხება სამსახურსა და ურთიერთობებს, და არა რაიმე აზარტულ თამაშებს. ასე რომ ურთიერთობებში, ბიზნესში, სამსახურში გაბედეთ იმ მოსაზრებების გაჟღერება, რასაც აქამდე ერიდებოდით. მკაცრად დააფიქსირეთ საკუთარი შეხედულება. ახლა თავისუფალი ქმედებები სიკეთისმომტანია თქვენთვის, რადგან მაღალია თქვენი შინაგანი, მაჰიპნოზირებელი ძალები. თქვენი სიტყვა ჭრის და აღწევს მიზანს.
მიუხედავად ამისა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოთ სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი კანონი, რელიგიური თუ ტრადიციული მრწამსი, თქვენს სამეგობროში დადგენილი ქცევის წესები. თქვენი თავისუფლების საზღვრები არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ნორმებს.
რეკომენდებულია მაქსიმალურად გამოიყენეთ დრო. ვინაიდან ახლა ყველა წუთი თქვენს სასარგებლოდ მუშაობს, ამდენად მისი ფლანგვა უკუჩვენებითია თქვენთვის.
ლომი ♌
მიმდინარე კვირის ენერგეტიკა ხელს უწყობს თქვენს საფირმო ცეცხლოვან ენერგიას, აქტიური ქმედებისა და ლიდერის უნარების გაძლიერებას. ახლა თქვენ დიდ პასუხისმგებლობას ატარებთ ოჯახის წევრების, მეგობრების, პარტნიორების მიმართ. სწორედ ამიტომ, საჭიროა და აუცილებელიც კია გარკვეული ზომიერების დაცვა.
მიმდინარე პერიოდში უპრიანი იქნება დროის გამონახვა საკუთარი ქვეცნობიერის შესაცნობად. ალბათ დადგა დრო იმისა, რომ დასვენების, მცირე მელანქოლიის უფლება მისცეთ საკუთარ თავს. რადგან ყველა ადამიანს სჭირდება დროდადრო სისუსტეების გამოვლენა და ამით ენერგიის აღდგენა.
ამ პერიოდში განსაკუთრებით არ გამოგადგებათ უარგუმენტო მიმნდობლობა და რწმენა იმისა, რომ თქვენი რისკები მაინც კარგად დასრულდება. ანუ, ბრმად ნუ მიენდობით ნურც განგებას და ნურც ადამიანებს.
საუკეთესო პერიოდია ბავშვებთან ურთიერთობისათვის, ბავშვის ჩასახვისა და გაჩენისათვის, ან მათთან დაკავშირებული ყველანაირი საქმის მოსაგვარებლად.
ქალწული ♍
კვირის ენერგეტიკას თქვენი ნიშნისათვის შემოაქვს ერთგვარი სიმშვიდე, მოდუნება. ახლა ჯობია შეძლებისდაგვარად შეიმსუბუქოთ ყოველდღიური რუტინა და მოიწყოთ მცირე განტვირთვა. ამ ეტაპზე რეკომენდებულია ყოველგვარი კომუნიკაცია, რადგან სწორედ აქ ივსებით ახალი ენერგიით და იღებთ სიამოვნებას. ზოგადად ადამიანები კეთილგანწყობას ავლენენს თქვენს მიმართ, რაც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ მათი დახმარებით, საჭიროების შემთხვევაში.
ეს კვირა ერთგვარად კარმულია თქვენთვის. სწორედ ახლა ხდება წარსულის დასრულებული თემების საბოლოოდ გადახარშვა და გაშვება იმისათვის, რომ ადგილი განთავისუფლდეს ყველაფერი ახლისათვის. გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია დასრულებული თემის ახალი ფურცლიდან დაწყებაც.
ამ ეტაპზე არ გარგებთ ჭოჭმანი და გაორება არც ერთ საკითხთან მიმართებაში. აირჩიეთ სწრაფად ერთი კონკრეტული მიმართულება ან ადამიანი. მით უმეტეს, მართლაც რომ დადებითი პერიოდია პირადი, ან ზოგადად ურთიერთობებისათვის. ზოგ შემთხვევაში, ოჯახის შესაქმნელადაც.
სასწორი ♎
მიმდინარე კვირის ენერგეტიკას მწყობრში მოჰყავს თქვენი „მერყევი“ ხასიათი. ახლა, ისე როგორც არასდროს შეგიძლიათ მიზანსწრაფულად და ზუსტად მიიღოთ გადაწყვეტილება და ასევე ზუსტად, ყოველგვარი გაორებისა და გადაცდომის გარეშე იაროთ დასახული მიზნისკენ. საოცრად კარგად შეძლებთ სადავო საქმეების მოგვარებას, ადამიანების დაინტერესებასა და დარწმუნებას თქვენთვის საინტერესო საკითხებში. კარგი დროა ყველაფერი ახლის დასაწყებად ან ყველაფერი ძველის გასაახლებლად, იქნება ეს პროფესია თუ ურთიერთობა. ზოგადად ახლა თქვენთვის ახალ ციკლში შესვლის დროა.
ამჟამად, ასეთი ძლიერი ენერგეტიკის ფონზე, თქვენი უკან დახევა მხოლოდ საკუთარ მელანქოლიას თუ შეუძლია. ახლა არაა დეპრესიულობის, წარსულში გაჭედვისა და წუწუნის დრო. მით უმეტეს რომ გადასარევი პერიოდია სასიყვარულო და ზოგადად პარტნიორული ურთიერთობების ასაწყობად, ახალი შემოთავაზებების მისაღებად, დასაოჯახებლად.
მორიელი ♏
კვირის ტენდენციას თქვენი ნიშნისათვის გარკვეული სიმსუბუქე, თამაშისა და ცელქობის განწყობა შემოაქვს. ახლა იოლად შეგიძლიათ ადამიანები შთააგონოთ და აამოძრაოთ თქვენი ინტერესების შესაბამისად. რაც უფრო მსუბუქად და მხიარულად მოქმედებთ, მით უფრო კარგ შედეგებს აღწევთ ყველა სფეროში.
ზოგადად ეს პერიოდი ხელს არ უწყობს სერიოზული, საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებას, გრძელვადიანი და ფუნდამენტური პროექტების წამოწყებას. ახლა უფრო გართობის, რელაქსის, მხიარულების დროა. სწორედ ასე აღიდგენთ საჭირო ენერგიებს და შეიძენთ ახალ სანაცნობო წრეს.
ასევე, პერიოდი ხელს არ უწყობს გლობალურ ცვლილებებს. ახლა არაა ნგრევის, დასრულების, გადაადგილების დრო. ამ ეტაპზე თქვენთვის საჭირბოროტო თემებში ზედმეტი ჩაძიება და ფიქრიც კი დაგღლით და გამოგაცლით ენერგიას.
ეცადეთ ეს დრო გამოიყენოთ საკუთარი სიამოვნებებისათვის, იხალისეთ ყოველდღიური მცირე სიხარულებით.
მშვილდოსანი ♐
ამ კვირის ენერგეტიკა თანხვედრაშია მშვილდოსნურ მიზანსწრაფულობასა და ქტიურ ქმედებებთან. მატერიალურ, საქმიან სფეროში მყარი პერიოდია. ასევე, ეტაპი ხელს უწყობს ურთიერთობების გაღრმავებასა და დასტაბილურებას. მიმდინარე პერიოდში კარგი იქნება მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რაც აქამდე არჩევანში გაყენებდათ და გაორებდათ. ახლა უკეთ ჩანს სწორი გზა და გამოსავალი ყველა სადავო თუ არეულ საკითხში.
ამ პერიოდში თქვენთვის კატეგორიულად არაა რეკომენდებული არავითარი კონფლიქტი, დავა, აგრესიული კონკურენცია. თუ ამისი საშუალება არსებობს, არ დაგეგმოთ არც გამოცდები, არც სასამართლო პროცესები. ეცადეთ დაიცვათ სიმშვიდე და არავითარ აგრესიაზე არ მოახდინოთ რეაგირება. ამას ახლა დიდი დოზით მიაქვს თქვენი ენერგია.
ამ პერიოდში არც ბავშვური მიმნდობლობა არ გამოგადგებათ ადამიანების მიმართ. იმოქმედეთ „შენი მჯერა, მაგრამ ჯერ დამიმტკიცეს“ პრინციპით.
თხის რქა ♑
მიმდნინარე კვირა თქვენს ნიშანს ხელს უწყობს და უქმნის მოდუნების, დასვენების, გართობის საშუალებას. უხვად მოაქვს სასიამოვნო ურთიერთობები და საინტერესო ინფორმაცია. ახლა დროა ისწავლოთ ყოველდღიური წვრილმანებით ტკბობა და სიამოვნების მიღება. თუმცა, არ გამოგადგებათ მიღწეულით კმაყოფილება და პოზიციების დათმობა. ანუ, გართობა და ურთიერთობა ნაწილობრივ ისევ თქვენს თვითრეალიზებას ემსახურება. ახლა აწყობილი კომუნიკაცია, შემდგომში მოიტანს დადებით შედეგებს.
მიუხედავად მცირე მოდუნებისა, თქვენეული ბრძოლისუნარიანობა და შემართება რა თქმა უნდა არსად მიდის. კარგი ეტაპია პროექტების, იდეების წარმოსაჩენად, ზოგადად საკუთარი თავის, პროფესიონალიზმის რეკლამირებისათვის.
ასევე, დადებითი პერიოდია პირადი, ზოგადად ურთიერთობებისათვის. ბევრი თქვენგანი იპოვის გულის სწორს. ზოგ შემთხვევაში ქორწინებაც კია მოსალოდნელი.
მერწყული ♒
მიმდინარე ეტაპი ხელს გიწყობთ სწორი გზის საპოვნელად, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად ყველა თქვენთვის საინტერესო თემაში. ამჟამად ყველა სახის „ბეწვის ხიდზე გავლა“ თქვენთვის ძალიან იოლია. ამდენად სწორედ ახლა გმართებთ აქამდე საჩოთირო თემებში გააქტიურება.
მიმდინარე კვირა ზოგადად კომუნიკაციას არ უწყობს ხელს. ახლა ჯობია მარტომ იმოქმედოთ და მარტო დატკბეთ მიღწეული შედეგებით. ასევე, დროა საკუთარი თავი წაახალისოთ, დააჯილდოვოთ, მოუწყოთ მას მცირე ზეიმი გარე თვალისგან დაფარულად. თუმცა, ეს არ ეხება პირად ურთიერთობას, მაგრამ აქაც ჯობია ორი ადამიანი შემოიფარგლოს მხოლოდ ერთმანეთის კომპანიით. ზოგიერთი თქვენგანი მიიღებს ქორწინების გადაწყვეტილებას.
ამ პერიოდში კატეგორიულად არ გამოგადგებათ არავითარი აგრესია და კამათი. ახლა თავდაცვის გამოც კი არ გირჩევთ ტონის აწევას.
თავდასხმის დროს კი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უბრალოდ არ მოისმინოთ და არ დაინახოთ მოწინააღმდეგე.
თევზები ♓
მიმდინარე კვირას გარკვეული სიმსუბიქე შემოაქვს ზოგადად ყველა მიმართულებით. თქვენში იზრდება აზარტულობა და სიხალისე. ახლა სულ თამაშ-თამაშითა და იუმორის გამოყენებით შეგიძლიათ მოაგვაროთ ის საქმეები, რაც ადრე რთულად გამოიყურებოდა. ამჟამად თქვენზე დამთრგუნველად არ მოქმედებს არც ბოსი და არც არავითარი ავტორიტეტი.
დადებითი პერიოდია მატერიალური შემოსავლებისათვის, დასაქმებისათვის, ახალი პროექტების წამოსაწყებად. თუმცა, არსებული სამსახურის ცვლილება არ ჯერ არ არის რეკომენდებული. ასევე, ეცადეთ თქვენ დაასაქმოთ ადამიანები, ასეთი შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში. ანუ, ახლა მიღებისა და გაცემის დროა, და ეს ორი ენერგია ერთმანეთს ამუშავებს. თუმცა, არაა რეკომენდებული დაუფიქრებელი ხარჯების გაწევა, ფულის გასესხება და გაჩუქება.
მაქსიმალურად ეცადეთ, რომ არ გაფლანგოთ დრო. გაითვალისწინეთ, რომ ახლა დრო ან თქვენი მეგობარია, და ან თქვენი მტერი. გამოიყენეთ ყოველი წუთი თვითრეალიზებისათვის.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 დეკემბრის თვის ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1735148296
საზოგადოება🎥 როგორ გააქრო ქართლის დედა გია ფარადაშვილმა - რა საიდუმლო გაამხილა ილუზიონისტი?
ილუზიონისტი გია ფარადაშვილი გადაცემის „სიცრუის დეტექტორი“ სტუმარი იყო, სადაც დიდი ხნის საიდუმლო ექსკლუზიურად „იმედის“ მაყურებელს გაუმხილა. ამბავი იმაზე, როგორ გააქრო ქართლის დედა ილუზიონისტმა👇 „20...
1735143258
ახალი ამბებიატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება. „25 დეკემბრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატ...
1735137634
ახალი ამბებინიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა
72 წლის ასაკში ექიმი, მეცნიერი და პოლიტიკოსი, ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამერიკაში იმყოფებოდა. გარდაცვლილი 1952 წლის 12 ოქტომბერს დაიბადა. 1975 წელს დაამთავრა თბილისის...
1735136796
ახალი ამბებიგიორგი აბდალაძეს დედა გარდაეცვალა
ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მას დედა გარდაეცვალა, რომელსაც 27 დეკემბერს დაკრძალავენ. „გარდამეცვალა დედა! აბდალაძე ე...
1735134927
ახალი ამბებიანსამბლი „ერისიონი“ - ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო - ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად
„ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!,“ - წერს ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში. როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინ...