დეკემბრის თვის ტაროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ექსკლუზიურად მხოლოდ ჩვენთან, ჩვენი ერთგული მკითხველისთვის, ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის, ტაროლოგ „HER MIT“-ისგან. 

მაშ ასე, დეკემბრის თვის ტაროლოგიური პროგნოზი „HER MIT“-ისგან ზოდიაქოს ყველა ნიშანს 

 

♈ ვერძი

მთლიანად დეკემბრის თვე ვერძებისთვის  ცეცხლის უძლიერეს ენერგიაში დგას. ამდენად ვერძული ენერგია გაორმაგებულია და უდიდეს შესაძლებლობებს იძლევა მიზანსწრაფვის, ქმედების, მიღწევის კუთხით. ახლა ხართ მმართველი, ლიდერი. ეს საომარი და მომპოვებლური ენერგია დიდ წარმატებებზე გაგიყვანთ მისი ათვისების შემთხვევაში.

საქმიან, ბიზნეს-ფინანსურ სფეროში ბევრ თქვენგანს მოუწევს გადაადგილება, იქნება ეს ქვეყნის, ქალაქის თუ სამუშაო ადგილის შეცვლა. ასეთი ცვლილება შემოსავლისა და წარმატების  მომტანია იმ შემთხვევაში, თუ გადაადგილდებით ოჯახთან ან ახლო სამეგობრო, პარტნიორულ წრესთან ერთად. ცვლილებამ არ უნდა მოიტანოს ოჯახის გახლეჩა, რადგან სწორედ ოჯახური მთლიანობა უწყობს ამ დროს წარმატებას ხელს.

ზოგადად ურთიერთობებისათვის ძალიან დადებითი დროა. მართალია დიდად აქტიური არ ხართ ამ კუთხით, მაგრამ გარშემომყოფების კეთილგანწყობა და ყურადღება არ გაკლიათ. კმაყოფილებასა და ბედნიერებას განიჭებენ ადამიანები ზოგადად.

კარგი იქნება თუ ამ დიდ მებრძოლ ენერგიას ამ პერიოდში მიაშველებთ სწავლას, შემეცნებას, თვითგანვითარებას. ამ ეტაპზე მაღალია თქვენი მენტალობა, ათვისების უნარი. ამავდროულად საბრძოლო, აგრესიულ ენერგიას განეიტრალებაც სჭირდება.

♉ კურო

თქვენი ნიშნისათვის დეკემბრის თვეს დიდი წყალობა მოაქვს. აქ გააქტიურდა სრულიად სამყაროს თანადგომა. ზოგადად ყველა მიმართულებით დაცული ხართ. დიდი პროცენტით წარმატება ყველა საქმეში გარანტირებული გაქვთ. თუ რომელიმე თქვენგანს ამ პერიოდში რაღაც დაებლოკა, შეუჩერდა, არ გამოუვიდა, ჩათვალეთ რომ ეს სათქვენოდ ხდება. სწორედ რომ სამყარო გიცავთ შეცდომისა და შემდგომი პრობლემისგან, რასაც ახლა უბრალოდ ვერ დაინახავთ.

ფინანსური, მატერიალური, სამსახურებრივი სფერო შემოსავლიანია და დადებით ენერგეტიკაში დგას. განსაკუთრებით ყვავის ოჯახური ბიზნესი. ზოგადად თქვენი სასიკეთო ენერგია გადამდებია და შესაძლოა ოჯახის წევრებსაც გაუუმჯობესდეთ სამუშაო პირობები და შემოსავლები. სამსახურის მძებნელთათვისაც კარგი პერიოდია. განსაკუთრებით წარმატებული ეტაპია მასწავლებლებისათვის, ტრენერებისთვის, რეპეტიტორებისათვის.

ასევე, გადასარევი პერიოდია ყველანაირი გლობალური თუ მცირე ცვლილებების დასაწყებად, იქნება ეს სამსახურის თუ ბინის, ქალაქის, ქვეყნის შეცვლა. რა თქმა უნდა ამ ცვლილებაში ფსიქოლოგიური და მენტალური ცვლილებაც მოიაზრება. ახლა სწორედ რომ თქვენი ცხოვრების მიმართულების შეფასებისა და გადაფასების დროა.

ურთიერთობები ამჯერად თქვენთვის ცოტა დამღლელია. დიდად არ გაქვთ ხალისი და ენერგია ყველას მოსმენისა და თანადგომისათვის. აღინიშნება ფსიქოლოგიური ჩაკეტილობა. პირადი თემებიც უფერულად გამოიყურება, რადგან თქვენი ემოციურობა სუსტია.

♊ ტყუპები

მიმდინარე თვეს თქვენს ნიშანში შემოაქვს სიმშვიდე და წონასწორობა.  მართალია ეს პერიოდი დიდად დატვირთული არაა, მაგრამ თავს მშვენივრად იგრძნობთ. ფინანსები სამყოფია ყოველდღიური მოთხოვნებისა და მცირე წახალისებებისათვისაც კი, თან  იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში დაღლილი გამოიყურებით და არ გსურთ სამსახურში ან რაიმე პროექტში დიდი ენერგიის ჩადება. ახლა შესაძლოა ბევრმა თქვენგანმა უბრალოდ უარი თქვას ახალ შემოთავაზებებზე და ყოველგვარი პასუხისმგებლობის აღებაზე, თუნდაც მსუყე ანაზღაურების სანაცვლოდ. მაქსიმალურად დაიცავით ბალანსი საქმეში, არ გადაიტვირთოთ. ეცადეთ დაიცვათ დღე-ღამის ჯანმრთელი წესი.  ზოგადად არ ღირს საკუთარ ენერგიასთან ჭიდაობა. თუ თავს სუსტად გრძნობთ, ჯობია დაისვენოთ.

მიუხედავად ამდაგვარი ინერტული ენერგიისა, გადასარევი პერიოდია ზედაპირული, მსუბუქი ურთიერთობებისათვის. უარი არ თქვათ შეხვედრებზე, გასართობ ღონისძიებებზე. ახლა ეს არაა დროის ფუჭად კარგვა. სწორედ ასეთი ტიპის კომუნიკაცია დაგასვენებთ და თქვენში ასწევს სასიცოცხლო, ვიტალურ ენერგიებს. ასევე, ამ ტიპის შეხვედრებზე, შესაძლოა ისეთი ინფორმაციებიც მიიღოთ, რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ან გარდამტეხი აღმოჩნდება.

♋   კირჩხიბი

დეკემბრის ენერგეტიკას თქვენი ნიშნისთვის შემოაქვს სიმსუბუქე და ჰაეროვნება.  ბევრი თქვენგანი იგრძნობს აზროვნების, ზოგადად ათვისების ახალ საფეხურზე გადასვლას. ამავდროულად, თქვენთვის ნაწილობრივ იხსნება სამყაროს ინფორმაციული პორტალი. ეზოტერიკით დაკავებული ადამიანები უფრო მარტივად მიიღებენ და გაშიფრავენ წინასწარმეტყველურ გზავნილებს. მოუსმინეთ მინიშნებასა და სიზმრებს.

მიმდინარე პერიოდში თქვენი მატერიალური მდგომარეობა მყარია.  ახლა უფრო ქონების, თანხების განკარგვის დროა, ვიდრე მოხვეჭის. სამსახურის მძებნელთათვის მშვენიერი პერიოდია, როცა გაქვთ საკუთარი მონაცემებისა და პერსონის სრულად წარმოჩენის უნარი.

არაჩვეულებრივი პერიოდია ყველანაირი, განსაკუთრებით ოჯახური ურთიერთობებისათვის. ახლა  მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მოხუცებსა და ბავშვებს, ახლო ნათესავებს, მეგობრებს  თქვენი მხრიდან. სწორედ აქედან იღებთ თქვენც სასიცოცხლო ენერგიას.  ამჟამად ოჯახურ გარემოში იგეგმება და იწერება ყველაზე საუკეთესო იდეები, მიზნები. აქედანვე შემოდის საჭირო ინფორმაცია და მიზნის განხორციელების გზები. განსაკუთრებით ამ პერიოდში, მათი სიყვარული და თანადგომა სასიცოცხლოდ აუცილებელია თქვენთვის.

♌ ლომი

დეკემბრის თვის ენერგეტიკა თქვენში აძლიერებს მენტალობას, გონებას. გადასარევი პერიოდია სწავლისა და თვითგანვითარებისთვის, გამოცდებისა და კონკურსებისთვის. თუ რომელიმე თქვენგანი სხვა ქვეყანაში აპირებს ტესტირებას, სწორედაც რომ ამისი დროა ახლა. ზოგადად ეს პერიოდი კარგია ინფორმაციის, საბუთების მოსაძიებლად, ასევე, შორ მანძილებზე კომუნიკაციისათვის.

კარიერა და ფინანსები სტაბილურია. თქვენს სამუშაოს ახლა არ ემუქრება არავითარი ცვლილება. მართალია შესამჩნევი წინსვლებისა და გაუმჯობესების დრო არაა, მაგრამ რაც თქვენია და გეკუთვნით, იმას ვერავინ შეეხება. სამსახურის მაძიებელთათვის უფრო ინფორმაციის მოგროვების დროა, ვიდრე დასაქმების.

ზოგადად ურთიერთობები ამ თვის მანძილზე თქვენთვის გადამღლელია. ბევრი ადამიანი ითხოვს თქვენგან თანადგომას, დახმარებას, დროისა და ყურადღების დათმობას. შესაძლოა სამსახურებრივად მიიღოთ ზედმეტი დავალებები, მოგიწიოთ სხვისი საქმის კეთება. ასევე, მოგიწევთ ზედმეტი პასუხისმგებლობების აღება, რაც ისევ თქვენი დასარეგულირებელია.

ამ დატვირთული პერიოდის ფონზე, კარგი იქნება თუ გამონახავთ დროს გადაადგილებისათვის, მოგზაურობისათვის, მცირე ვოიაჟებისათვის, ზედაპირული და  გასართობი დანიშნულების შეხვედრებისა და ღონისძიებებისათვის. თუნდაც უცნობ ადამიანებთან კომუნიკაციისათვის.

♍  ქალწული

დეკემბრის თვის ენერგია თქვენს ნიშანს აძლიერებს ზოგადად მატერიალურ თემებში. დიდი ალბათობით ყველა ქალწულს ექნება კარგი ფინანსური შემოსავლები, რაღა თქმა უნდა ქალწულური შრომისა და წესრიგის შედეგად.  ქონებრივი, მემკვიდრეობის  საკითხები გადაწყდება დადებითად , ასეთის არსებობის შემთხვევაში. მეტ-ნაკლებად ყველა თქვენგანი დააგროვებს რაიმე სახის მატერიალურ ფასეულობას.

მიმდინარე პერიოდი თქვენგან ითხოვს სისწრაფეს და ბევრი საქმის ერთდროულად გაძღოლასა და ორგანიზებას. შესაძლოა მოგიწიოთ მუშაობა საქმიან პარტნიორებთან ერთად.  ეს ენერგია ცოტა უჩვეულოა თქვენთვის, მაგრამ ამ ეტაპზე თქვენეული სიდინჯე არ გამოგადგებათ. მოვლენები სწრაფად ვითარდება და თქვენ გაქვთ მისი დაძლევის დიდი უნარი.

ამავდროულად, თქვენში მძლავრდება ამ ნიშნისათვის არასტანდარტული ცეცხლოვანი, მიზანსწრაფვის ენერგია. იღვიძებს ლიდერის, მბრძანებლური ხასიათი. ამდენად, ეს პერიოდი ხელიდან გასაშვები არაა სერიოზული მიზნებისა და ამბიციების  განსახორციელებლად.

ურთიერთობები დადებითია თქვენს გარშემო. ადამიანები აქტიურდებიან თავიანთი შემოთავაზებებით, ყურადღებითა და პატივისცემის გამოვლინებით. ზოგ თქვენგანს გამოუჩნდება ახალი თაყვანისმცემელი, ან არსებული პარტნიორი გამოავლენს  სასიამოვნო ყურადღებას თქვენდამი.

♎  სასწორი

დეკემბერის თვის ენერგეტიკა  თქვენს ნიშანს ძალიან გაააქტიურებს. მიმდინარე პერიოდში არ დაგრჩებათ თქვენეული დინჯი მსჯელობისა და ყოყმანის, აწონ-დაწონის დრო. მოვლენები სწრაფად განვითარდება და მოგიწევთ სწრაფი რეაგირება.

დაგაჩქარებენ ბოსები, ბიზნესპარტნიორები, ოჯახის წევრები, მეგობრები თუ შვილები. თქვენთვის, სავარაუდოდ, ასეთი სისწრაფე დისკომფორტულია, თუმცა  ენერგია გყოფნით რომ ყველაფერს დაეწიოთ და შედეგიანად მოაგვაროთ. შესაძლოა მოგიწიოთ ერთმანეთის პარალელურად რამდენიმე თემის მოგვარება, ასევე, საქმიანი გადაადგილება.

ამ თვის კიდევ ერთი გამოწვევაა არჩევანი ყველაფერში. ახლა არაფერში არაა ერთი მიმართულება გამოკვეთილი. ყველაფერი რამდენიმეა და თქვენგან ასევე სასწრაფოდ ითხოვს არჩევანის გაკეთებას. თუმცა, საბოლოოდ შემოთავაზებებს შორის დიდი განსხვავება არაა, მიჰყევით ინტუიციას და პირველივე აზრზე შეაჩერეთ ყურადღება. ამ ეტაპზე მაქსიმალურად მოგიწევთ სპონტანურობა და მყისიერი რეაგირებები.  ამან არ შეგაშინოთ. შეცდომების დაშვების რისკი ძალიან დაბალია.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ამჟამად არ ხართ მზად სერიოზული ცვლილებებისათვის. მეტიც, თქვენში იზრდება ადამიანების მიმართ კრიტიკა და მიუღებლობა. ამდენად, ამჟამინდელი დასკვნები და შეფასებები  შესაძლოა შორს იყოს ჭეშმარიტებისგან.

♏ მორიელი

თქვენი ნიშნისთვის დეკემბერი კარმული თვეა, სადაც მოხდება დიდი ტრანსფორმაცია, შეხედულებებისა და ფასეულობების ცვლილება. ძალიან ბევრ თემაში სრულიად შეგეცვლებათ მიდგომა და დამოკიდებულება, გადაფასდებიან ადამიანები თქვენს გარშემო. ეს პროცესები უმტკივნეულოდ ჩაივლის თქვენთვის,  თუ მოვლენების მიმართ გექნებათ გარკვეული მიმღებლობა და მზაობა. ერთმნიშვნელოვნად გლობალური ცვლილებების დროა.

მატერიალური, სამსახურებრივი საკითხები დიდ გამარჯვებაში დგას. ბევრი თქვენგანი მიაღწევს წარმატებას, დაიკავებს უკეთეს თანამდებობას, მიიღებს აღიარებას. თქვენი მონდომება არ დარჩება შეუმჩნეველი არც ერთ საქმეში. ახლა უდიდესი ენერგია, გამძლეობა გაქვთ. ხართ ლიდერი და მმართველი. თქვენს გარშემო ადამიანები ერთიანდებიან. საუკეთესო დროა სწორედ რომ გადაფასებებისათვის, ცხოვრების შესაცვლელად და წარმატებების მისაღწევად. თუმცა ეს წინსვლა, არც თქვენს კონკურენტებს და მოშურნეებს გამოეპარებათ. შესაძლოა თავი იჩინონ მოწინააღმდეგეებმა და ავის მსურველებმა.

მიუხედავად ასეთი სიძლიერისა, პირადი ურთიერთობებისათვის არც ისე ხელსაყრელი პერიოდია. სწორედ აქ არიან ჩასაფრებული მიმთვისებელი, წამღლეტი ადამიანები.

♐ მშვილდოსანი

დეკემბრის თვე ძალიან დადებითი და ნაყოფიერია თქვენი ნიშნისათვის. აქ შესაძლებელია ყველაფრის მიღება, მოგება, გაბევრება. ზოგი თქვენგანის ცხოვრებაში აქტუალური გახდება თუნდაც მემკვიდრეობის, მატერიალური ქონების მიღების თემა. გადასარევი პერიოდია ბავშვის ჩასახვისათვის. იმ შემთხვევაში თუ გქონდათ ამისი პრობლემა, ახლა თქვენი მცდელობა დიდი ალბათობით სასიკეთო შედეგს გამოიღებს. ასევე, კარგი დროა ბავშვის გაჩენისათვის. ახლა შეგიძლიათ და საჭიროც კია დაეხმაროთ გარშემომყოფებს,  გაუმართოთ მათ ხელი.

ფინანსურ - კარიერული კუთხით მაძიებლობის დრო დადგა. ამ ეტაპზე ვეღარ დარჩებით არსებულ ჩარჩოებში, გჭირდებათ განვითარება და ძიება, პროფესიონალიზმის ამაღლება, ზოგადად წინსვლა. ამ მაძიებლობის გზაზე შესაძლოა ვერ იპოვოთ თანამოაზრეები და დამხმარეები, თუმცა ამან არ უნდა შეგაყოვნოთ. თქვენი გადაწყვეტილებები ზუსტია და არ გჭირდება არავითარი დასტური.

ურთიერთობები ამ პერიოდში მყარია. ასევე, ჩნდებიან ახალი ადამიანები, ახალი თაყვანისმცემლები. მართალია პერიოდი ხელს არ უწყობს ქორწინებებს, მაგრამ არც ხელის შემშლელია ურთიერთობის წინსვლისათვის.

არ მოერიდოთ ერთმანეთის პარალელურად ორი ან მეტი საქმის კეთებას. ახლა, ისე როგორც არასდროს ახერხებთ ყველაფრის დაძლევას. არც არჩევანის დრო არაა ორ თაყვანისმცემელსა და ორ მეგობარს შორის. ჯობია არ მიიღოთ რადიკალური გადაწყვეტილებები და ჯერჯერობით შეინარჩუნოთ ყველა და ყველაფერი ერთად.

♑ თხის რქა

მიმდინარე თქვე თქვენგან ითხოვს აქტიურობასა და ძალისხმევას ყველა საკითხთან მიმართებაში. ამ ეტაპზე სამყარო გაძლევთ მიზანსწრაფვას, მიყავხართ თქვენი სურვილების ასრულებამდე, მაგრამ ბოლო ფაზას აყოვნებს. ყველა სურვილი თითქოს ცხვირწინ გიდევთ, მაგრამ ის დალუქულია და თქვენ უნდა მოძებნოთ ერთი გასაღები, ბევრ გასაღებს შორის, რომელიც ხელში გიჭირავთ. ანუ, ყველაფერი მიღწევადია, მაგრამ თქვენი ხელის შევლება სჭირდება, ზოგან თავის შეხსენება, ზოგან  დანაპირების მოთხოვნა, ზოგანაც  დაყვავება და თხოვნა. ამ ეტაპზე სწორედ რომ ეს გეძნელებათ. უჩვეულოდ იმატებს თქვენში მელანქოლია და მოლოდინი გღლით. ამდენად,  სამსახურებრივი საკითხები და ყოველდღიური რუტინა ახლა ყველაზე მეტად შემაწუხებელია თქვენთვის. თქვენი  საფირმო აქტიური ენერგია, რომლითაც არასდროს უარს არ ამბობთ შრომაზე და პასუხისმგებლობის აღებაზე, ახლა დასუსტებულია და ის არ გყოფნით სხვებისათვის გასანაწილებლად.

ურთიერთობების კუთხით კარგი ეტაპია. ადამიანების თქვენდამი ყურადღება და თანადგომა შესამჩნევია. გამოჩნდებიან ახალი თაყვანისმცემლები, მეგობრები.  სასიყვარულო პარტნიორი მეტად ყურადღებიანი გახდება. გააქტიურდებიან არსებული ნაცნობებიც. ამდენად, ამ პერიოდში თქვენი რელაქსისა და მოდუნების საშუალება სწორედ სასიამოვნო კომუნიკაციაა.  ეცადეთ შეცვალოთ ჩვეული, რუტინული გარემო და „თვალს წყალი დაალევინოთ“.

♒  მერწყული

დეკემბერი თქვენი ნიშნისთვის ერთგვარად საკრალური თვეა. ამ პერიოდში ყველაფერი იძენს მისტიკურ ელფერს. ზოგადად ხდებით მეტად მგრძნობიარეები ზებუნებრივ ძალებთან მიმართებაში. ბოლო პერიოდის ყველა თქვენს საქციელს მოჰყვება სამყაროსეული გამოხმაურება. დააკვირდით სამყაროს მინიშნებებს, სიზმრებს. ახლა რაც ხდება, დადებითიც და უარყოფითიც,  თქვენივე ქმედებების გამოძახილია, ამდენად კარმულია და ზუსტად მიხვდებით რა გაქვთ შესაცვლელი ან რას აკეთებდით სწორად.

ყურადღებით დააკვირდით იმ სტრუქტურას, სადაც მოღვაწეობთ. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რეორგანიზაციას, გლობალურ ცვლილებებს. ჯობია  ასეთ სიტუაციაში განზე გადგეთ და არ მიიღოთ აქტიური მონაწილეობა.  ახლა სიმშვიდე და მოთმინება უფრო შედეგიანი იქნება. ასევე, მოერიდეთ  მგზავრობას, სარემონტო სამუშაოებს და ზოგადად ნანგრევებს. ახლა საკმაოდ კონკურენტული იქნება თქვენთვის ყველა სახის გამოცდა და სერტიფიცირება,  სამსახურის ძიება.  თუმცა, ბევრ თქვენგანს გამოუჩნდება თანამდგომი, ავტორიტეტული, მაღალჩინოსანი, ან რაიმე მსგავსი სიკეთით შემკული ადამიანი. ავტორიტეტების დახმარებით მშვიდად შეძლებთ წინააღმდეგობების დაძლევს. ამ ეტაპზე რაც უფრო მსუბუქად იაზროვნებთ და იმოქმედებთ, მით მეტად გაგიმართლებთ.

♓ თევზები

დეკემბრის ენერგეტიკას თქვენთვის შემოაქვს სტაბილურობა და სიმტკიცე ყველა თემაში. ბევრი თქვენგანი ახლა ისე გაძლიერდება, რომ ხისტად და მკაცრად მოახერხებს საკუთარი საზღვრების დაცვას. ამჟამად ძალიან ძნელია თქვენეული გულისხმიერებისა და ლმობიერების ავად გამოყენება, მანიპულატორი ადამიანების მხრიდან. ამ პერიოდში ნათლად ხედავთ არაჯანსაღ დამოკიდებულებებს და თავს იცავთ ამისგან.

კარგი დროა ყველანაირი საქმის, ბიზნესის დასაწყებად, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოებისათვის, რაიმე დავისა და კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამჟამად თქვენი მიხვედრილობა  და სარკაზმი შეუდარებელია.

ასევე, კარგი პერიოდია სწავლისა და შემეცნებისთვის, გამოცდების ჩასაბარებლად, ინფორმაციის მოსაგროვებლად, საქმიანი ურთიერთობისათვის საზღვარგარეთ.

კარგი პერიოდია ყველანაირი კომუნიკაციისათვის. ადამიანები თქვენს მიმართ კეთილგანწყობასა და პატივისცემას იჩენენ. გამოჩნდებიან ახალი თაყვანისმცემლები და მეგობრები.

მიუხედავად ასეთი სულიერი და ფიზიკური სიძლიერისა, კარგი იქნება თუ ჩაკეტავთ ინფორმაციას თქვენი წარმატებების შესახებ და ზოგადად არ იქნებით გახსნილი თუნდაც ახლობლების მიმართ.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1735223893

საზოგადოება

„ძვირფასო მეგობრებო, გავატანოთ ძველ წელს ზიზღი და ბულინგი, სიძულვილი დამანგრეველია...“ - რას წერს თამუნა გომართელი?

ჟურნალისტი, პიარმენეჯერი - თამუნა გომართელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. იგი ასევე საზოგადოებას მიმართავს, ზიზღი და ბულინგი ძველ წელს გაატანონ.  „ძვირფ...

თამუნა გომართელი?

1735218681

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 26 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8021 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8130 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ზოგადი

1735216457

ახალი ამბები

ოკუპანტებმა სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრ...

სუსი

1735216214

ახალი ამბები

„დას ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ უმწეო მდგომარეობაში მყოფს დანით დაზიანებები მიაყენა“ - ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბანში მომხდარი ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ...

მსოფლიო

1735211718

ახალი ამბები

დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო - დაჭრილია ერთი კაცი

საბურთალოზე, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია 1 კაცი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში acxadeben, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - 117-ე და 236-ე მუხლებ...

პოლიციაპოლიცია