18 თვის ბავშვის მკვლელობისთვის, მამობილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ, 26 წლის წარმოშობით რუმინელ გაბრიელ რობერტ მარინკატს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მამაკაცს, მეგობარი ქალის 18 თვის შვილის, შარონ ბარნის სასტიკად მოპყრობასა და მკვლელობაში ედება ბრალი.
ტრაგედია იტალიაში, კომოში, მიმდინარე წლის 11 იანვარს მოხდა, როდესაც ქალმა მარინკატს ბავშვი დროებით დაუტოვა, რადგან თავად სამსახურში უნდა წასულიყო.
როდესაც პატარას ცხედარი აღმოაჩინეს, მამაკაცმა თავი იმართლა, რომ უბედური შემთხვევა მოხდა და ბავშვს გამათბობელი დაეცა, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ბავშვი გარდაცვალებამდე სასტიკად ნაცემი და ნაწამები იყო.
გარდა სამუდამო პატიმრობისა, ბრალდებულს ბავშვის დედისთვის 200 000 ევროს, ხოლო მამისთვის 50 000 ევროს გადახდა მოუწევს, კომპენსაციის სახით. დაცვის მხარემ, სასამართლომდე, ფსიქიატრის კონსულტაცია მოითხოვა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...
1741064913
ახალი ამბები„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...
1741030218
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...