“ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!“ - რა ისტორიებს იხსენებს ემიგრანტი ანა ბურდული

„შეძრული ვარ ტრაგედიით. ამ ქალაქში 50 წლის ქართველმა მომვლელმა ქალმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მეოთხე სართულიდან ვარდნას მოჰყვა სიკვდილი. ვწუხვარ ძალიან!
ადამიანებო, სიცოცხლე ვალია, მოგვცა გამჩენმა და გვითხრა, არ მიმატოვოთ და არ მიგატოვებთ!“ - ასე ეხმაურება გუშინ, იტალიაში, რეჯიო-დი-კალაბრიაში მომხდარ ტრაგედიას ემიგრანტი ანა ბურდული.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, რეჯიო-დი-კალაბრიაში ქართველმა ემიგრანტმა ქალბატონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  

„მეგობრებო, 3წელია ამ ქალაქის ემიგრანტი ვარ. რამდენენიმე შემთხვევა მქონდა, როცა თანამემამულეს სჭირდებოდა დახმარება. დასასვენებელ სკამზე ვიჯექი, მეორე რიგში იჯდა გვერდით აყუდებული ჩემოდნით, სახეზე ხელაფარებული 60 წლამდე ქალი... გავბედე და მივუჯექი გვერდით. ტიროდა. ურეკავდნენ და უთიშავდა...
ახლაც მცრის ტანში.
კითხვა დავუსვი,ხომ არ გინდათ დამამშვიდებელი რამე-თქო. მელაპარაკა მიზეზებზე, რა წამალი მიშველის სიკვდილის გარდაო...

აღმოჩნდა, რომ ერთი თვე იჯდა ბინაში უმუშევარი. დაედო ბინის და კვების ვალი. გაიყვანა დამსაქმებელმა სამუშაოდ და გადაახდევინა ერთი თვის ხელფასი -700 ევრო დასაქმებაში. ერთი თვე ითმენდა ფიზიკურ ძალადობას ბენეფიციარისგან და დამცირებას ოჯახის წევერებისგან. მაჩვენა დალურჯებული მკლავი და ფრჩხილებჩასობილი ხელი... იმდენი ქნა, რომ თვის დროზე გამოეცალა ოჯახს, მაგრამ იჯდა და აღარც შეეძლო და არც იცოდა სად წასულიყო... ურეკავდა ტელეფონი და უთიშავდა...
გადავამისამართე ერთი კეთილგონიერი ქართველის ბინაში, სადაც შესვლისთანავე არ გადაახდევინებდნე და დროის და სიმშვიდის მოპოვების მერე, კიდეც დასაქმდა!

მე ვიცი ან ქალაქში მცხოვრები კეთილი ოჯახი, რომელიც გამოეხმაურა ოჯახს, ემიგრანტთა გვერდზე დადებული ინფორმაციის გამო, სადაც ეწერა, რომ დამქირავებელმა საღამოს ორივე გამოუშვა გარეთ და ღამეს დანგრეულ შენობაში ათევდნენ, ეს ხდებოდა იტალიის ცენტრალურ ნაწილში. ჰო, და ჩვენს სამხრეთ ნაწილში მცხოვრებმა უკეთილესმა ოჯახმა, მეორე დღეს ჩამოიყვანა, შეიფარა და დღეს აწყობილი აქვთ ცხოვრება.

ვიცი ქალბატონი, რომელიც ტაძარში უცდიდა მოძღვარს, რჩევის მისაღებად ურთულესი სამუშაო პირობების და ფსიქიკური ახალდაწყებული პრობლემების გამო.

ამ ქალაქში ვიცი ქართველი ემიგრანტი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ ქართველების მხარდაჭერით დღეს ჯანმრთელადაა და კანონიერად იქნა დაცული მისი უფლება ავარიის შედეგების გათვალისწინებით.

ამ ქალაქში ბევრი სიკეთე ხდება, რაც მე არ ვიცი და ჩუმად უკეთებიათ უფრო ადრე ჩამოსულ ქართველებს!
ამ ქალაქში თავად მე, კოვიდინფიცირებული, მოწყვეტილი გარემოს, უწამლოს, უპუროს, უფულოს და რა გითხრათ უიმედო, დღეს ცოცხალი ვარ და როგორ იცით? აქ ძალიან ძვირფასი ქართველები ცხოვრობენ, დიდსულოვანი ადამიანები, ასწილად უღვივის სიკეთის კეთების სურვილი საკუთარ სამშობლოს მოწყვეტილებს და უცხოობაში მყოფებს...

ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!
აქ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს უკეთესობისკენ!
დაგვირეკეთ! მოგვწერეთ! გველაპარაკეთ! დაწერეთ ასოციაციის გვერდზე! დაგეხმარებით!!!
არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, არ არსებობს უიმედობა!!!“ - წერს ანა ბურდული.

იგივე თემაზე:

📌 იტალიაში ქართველი ქალი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

📌 ახალი დეტალები იტალიაში დაღუპული ქართველი ქალის საქმეზე

📌 იტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი