„არ მეჩვენებოდა და "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო" – აშკარად მესმოდა“ - ემიგრაციის ნარატივი

ხათუნა ბოლაშვილის ემიგრანტ ქალთა ნარატივი

იტალიის საემიგრაციო საზოგადოება ხათუნა ბოლაშვილს დიდი ხანია იცნობს, რადგან მისი ემიგრაცია საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს ითვლის. დღეს ხათუნა ბოლაშვილი ერთ-ერთი წარმატებული და ემიგრაციის გამოწვევებზე გამარჯვებული ადამიანია. ის ქართულ-იტალიური ორგანიზაცია, GeoHouse Georgia-ს დამფუძნებელია და წლებია მას წარმატებით ხელმძღვანელობს. 

გარდა იმისა, რომ ხათუნა ბოლაშვილი ემიგრანტებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობს, მას კალამიც ისევე მხატვრულ ლიტერატურულად უჭრის, როგორ წარმატებასაც თავის საქმეში მიაღწია. ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ხათუნას საჯარო და ემოციურ პოსტს ემიგრანტ ქალებზე.

#ყველაადამიანშიარისმზე #გმირიქალები

როცა ჩემოდანს ჩაალაგებ და წახვალ სადღაც ქვეყანაში, მაშინ არ იცი, რომ ჩემოდანში საჭირო ნივთებთან ერთად, შენი თავის ნამდვილ ვერსიას უნებურად კეცავ და სადღაც კუნჭულში მალავ. მერე იწყება ახალი ცხოვრება, ახალი გარემო.. ახალი ადამიანები. იწყება ბრძოლები... გადაფასებები... ხიდჩატეხილობა....
ყველაფერი ეს ინდივიდუალურია და ყველა ჩვენებურად ვიტანთ... ეს სხვა თემაა და დღეს ამაზე არ ვლაპარაკობთ..
დღეს სხვა ამბავი უნდა მოვყვე... ანუ ისეთ დღეებზე უნდა მოგიყვეთ, ჩემოდანში ჩაკეცილ საკუთარ თავს რომ ამოასკუპებ, მოკალათდები და ისე რომ ხარ, როგორც თევზი წყალში...
ასეთი დღე იყო გუშინ....

სტუმრად მისულს ძალიან კარგი გოგოს საქორწინო ცერემონიალზე, დამხვდა ლამაზი გარემო, ლამაზი საზოგადოება და ჩვენი ლამაზი გოგოები  - ელეგანტურები, მოპრანჭულები...– ჰოდა აი ჩემოდანში ჩაკეცილ საკუთარი თავის ვერსიაზე რომ ვიძახდი, არავის არ დაზარებია იმ ვერსიის მორგება საბედნიეროდ...
ბრჭყვიალა და პომპეზურ გარემოს კიდევ უფრო ალამაზებდა როიალის სასიამოვნო მელოდიები.... არ მეჩვენებოდა და.... "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო" – აშკარად მესმოდა....

არც ეკა მელითაური მეჩვენებოდა როიალთან..... არც მისი მაღალი პროფესიონალური დონის შესრულება და.... არც აღფრთოვანებული იტალიელი სტუმრები...
ამ დროს ხომ მე ინდიურის სინდრომი მიჩნდება და ვიფხორები, როცა ჩემს "ცა–ფირუზ–ხმელეთს" ასე ლამაზად ვაწვდით ხოლმე უცხოელებს... (ვერ მოვიშალე სამშობლოთი მარიაჟობა ვერაა) .... ეკა კი უკრავდა.... ლამაზად... გულით... სიყვარულით....

მერე კიდევ, როკენროლი იცეკვა ისევე პროფესიონალურად და... როცა შენს პრაქტიკაზე ვმუშაობდი ეკა, აბა საიდან უნდა მცოდნოდა , რეები შეგძლებია თურმე.... არც იმათმა იციან, ვის ოჯახშიც ზრუნავ მოხუცებულზე.... არც იმათმა იციან, ანაბეჭდებს რომ გიღებენ, ბინადრობის უფლება რომ მოგცენ....
არავინ არ ვიცით არაფერი, როცა ადამიანს ველაპარაკებით, რამხელა რესურსი და პოტენციალი შეიძლება იდგეს ჩვენს წინ....
ან საიდან უნდა ვიცოდეთ, როცა სადღაც ჩემოდანში ვტოვებთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას და... დინებას მიყოლებულები ვცხოვრობთ....

ალბათ რამდენი ასეთი რესურსია ყოველდღიურად ჩვენს გარშემო ...

მადლობა ჩემო ეკა, ... აღარ დაბრუნდე ჩემოდანში - წერს ხათუნა ბოლაშვილი.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713976888

მსოფლიო

რუსეთმა, შესაძლოა, დიდი შეტევა წამოიწყოს ივლისში ნატოს სამიტის დროს - ატლანტიკური საბჭო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, გამოიყენოს შესაძლებლობა და დაიწყოს დიდი შეტევა ივლისში ნატოს სამიტის დროს, - წერს ატლანტიკური საბჭო. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის ახალი შეტევა და...

ატლანტიკური საბჭო

1713973442

სპორტი

„წახალისება ყოველთვის პოზიტიურად აისახება, მინდა მადლობა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს და ფონდ „ქართუს“, ეს სიახლე ჩვენი ფეხბურთისთვის უდიდესი პოზიტივია“- ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფონდ „ქართუს“ გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს ნაკრებისთვის ჯილდოს სახით, 30 მილიონი...

კობიაშვილი

1713972854

მსოფლიო

ბაიდენმა 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა

დღეს, 24 აპრილს, საბოლოოდ დამტკიცდა აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის - დოკუმენტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოაწერა. ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის უკრაი...

ააა

1713967216

ჰოროსკოპი

24.04.2024 - „ჩაიფიქრეთ სურვილები და ის აუცილებლად აგიხდებათ“

როგორი იქნება 24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.  „დღევანდელი დღის მფარველი არის მერკური და აუ...

ნინა სუსლოვა

1713965711

ახალი ამბები

ბათუმში მანქანა 13 წლის მოზარდს დაეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი 13 წლის გოგოს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს მანქ...

ააა