„ემიგრანტი თუ არ ხართ ვერ მიხვდებით „გადმოვარდა" რომ აივნიდან არ იქნებოდა... პირადად ვიცნობ ქალებს ფსიქიკურად შეშლილმა მოხუცმა თავი რომ გაუტეხა ჯოხით“

„ემიგრანტი თუ არ ხართ ვერ მიხვდებით „გადმოვარდა" რომ აივნიდან არ იქნებოდა... ისეთ სიტუაციაში უწევს ზოგ ქალბატონს აქ მუშაობა, მხოლოდ საშინელებათა ფილმში რომ გინახავთ“, - ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ემიგრანტი, „ექსკლუზივტივის“ ფეისბუკგვერდზე, გუშინ იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.
ემიგრანტი წერს, რომ პირადად იცნობს იმ ქალებს ვისაც ფსიქიკურად შეშლილმა მოხუცმა თავი გაუტეხა:
„პირადად ვიცნობ ქალებს ფსიქიკურად შეშლილმა მოხუცმა თავი რომ გაუტეხა ჯოხით როდესაც ფეხზე აცმევდა. მეორეს კი რკინის ფინჯანი ჩაარტყა თავისმა მოხუცმა, მოულოდნელად უკნიდან მოუქნია და გონება დაკარგა ქალმა.
მეორე დღეს კი წამოვიდა იმ სამსახურიდან, მაგრამ ისე ცუდად იყო... ამ კორონობის ფონზე ბევრი ქალი არ ტოვებს სამსახურს, იმის შიშით, რომ სხვა სამსახურს ვეღარ იპოვის მალე, თან სამსახური ნაყიდი აქვს ზოგს მთელი თვის ხელფასი აქვს გადახდილი, ზოგს ნახევარი თვის ხელფასი...
პლუს საქართველოში ბანკის ვალები აქვთ გასასტუმრებელი და ითმენენ...
პლუს ზოგს ოჯახის წევრები ჰყავს გაგზავნილი ფულით უკმაყოფილო (მომისმენია და ისე ვწერ)... გადმოვარდა არ ჰქვია 99% პროცენტში... მეც ვიმუშავე პირველი კარანტინის დროს საშინელ სამსახურში და მეც ვიყავი იმდენად გამწარებული,რომ ეგ აზრი მეც მომსვლია თავში... მადლობა ღმერთს, რომ არ გადავდგი ასეთი ნაბიჯი. ყველას ერთი ფსიქიკა არ გვაქვს და ზოგი ვერ უძლებს“.
წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი „ექსკლუზივტივის“ ფეისბუკგვერდზე.
უბედური შემთხვევა იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში, გუშინ მოხდა.
საქართველოდან იტალიაში სამუშაოდ წასული ქართველი ქალი, მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. გავრცელებული, თუმცა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მსგავსი თემები:
🔵 “ამ ქალაქში თავი არ მოიკლათ!“ - რა ისტორიებს იხსენებს ემიგრანტი ანა ბურდული
🔵 იტალიაში, ქართველი ემიგრანტის ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტს იტალიური მედია ეხმიანება
1741095797
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ჩვენი დამაკავშირებელი, სატრანზიტო ფუნქციის განვითარება და ამ კუთხით არის საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა უზბეკეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლ...
1741094261
ახალი ამბებისაქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. როგორც განათლების სამინისტრ...
1741093691
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7905 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7904 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურ...
1741092844
ახალი ამბებიმტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან გადავარდა
მტკვარში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა - მსუბუქი ავტომობილი მეტეხის ხიდიდან მტკვარში ჩავარდა. სამუშაოები რამდენიმე საათია გაგრძელდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვი...
1741091557
ახალი ამბებიირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო. უზბეკეთის დამოუკიდებლობის მონუმენტთან საქართველოს მთავრობის მეთაური უზბეკეთის რესპუბლი...