„ემიგრაციაში მომრავლდნენ ისეთი დედები, ვისაც შეუძლიათ მიწასთან გაასწოროს სხვისი შვილი, რადგან ის მისი არაა და სხვისია!“ - ფიქრია კუჭუხიძე

იტალიის პროფკავშირების, საემიგრაციო საზოგადოება „ანოლფი“-ს (Anolf) ქართველი ოპერატორი, ფიქრია კუჭუხიძე, რომელიც იტალიის ქალაქ ბარში მოღვაწეობს საემიგრაციო საქმიანობას მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება. „ანოლფის“ ქართველი ოპერატორი განსაკუთრებული აქტიურობითა და საქმისადმი კეთილსინდისიერი მიდგომით გამოირჩევა. 

ფიქრია კუჭუხიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ახლახან წერილი გამოაქვეყნა. მან ერთ-ერთი „ფეისბუკ“ მომხმარებლის, კრიტიკულ კომენტარს საჯაროდ უპასუხა. 

„ქალბატონო ლ. ჟ. ამ ბარბარობა დღეს რაღაც კარგი დაწერა ადამიანმა და მოასწარით დაგესეტყვეთ. ალბათ დედა ხართ, იქნებ თქვენს შვილსაც ასე შეეშალა!!!! რამე და პასუხი დაუგვიანა ვინმეს, გესიამოვნება გულდაწყვეტილი შვილის ნახვა? მაგრამ ემიგრაციაში მომრავლდნენ ისეთი დედები, ვისაც შეუძლიათ მიწასთან გაასწოროს სხვისი შვილი, რადგან ის მისი არაა და სხვისია!

აქ მკითხეთ, საჯაროდ ასე რომ დაწერეთ რა გჭირდებოდათ თუ რეკავდით და არ გიპასუხეთ და ვნახოთ რამდენად სასწრაფო იყო. შემდეგ მე არ ვუპასუხებ არცერთ ზარს უკვე, რადგან ვისაც მოსვლა უნდა მოვა! რადგან მე მხოლოდ ქართველებისთვის განკუთვნილ „სინდაკატოში“ არ ვმუშაობ და სხვა უთვალავი ვალდებულებები მაქვს.

დაფიქრდით! ერთმა, ათასს როგორ უპასუხოს და რატომ, როდესაც იმ ათას, ათი ათასზე უკვე ნაკითხი აქვს ის შეკითხვა რაზე სხვას ისევ აწუხებთ. ეს საემიგრაციო საზოგადოების სენია. ფიქრია კუჭუხიძეს ისე შეეწევა უფალი, როგორც იმსახურებს, მისი მოქმედების შესაფერისად და თქვენ გირჩევთ, გაიფიქრეთ ზოგჯერ რომ სხვისი შვილის უკან მისი დედა დგას, რომლისთვისაც თქვენთვის მოუწონარი და ასე უხეშად სიტყვამისაგდები ფიქრია ამომავალი მზეა. ასე რომ გილოცავთ ბარბარობას და მადლობა რომ ჩამახედეთ ჩემს დანაშაულში! - წერს ფიქრია კუჭუხიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 ფიქრია კუჩუხიძე: „ჩემი ხმაურის მიღმა, სამარისებური სიჩუმეა და ამ სიჩუმის ფასი მხოლოდ მე ვიცი“

🔵 „ახალ ჩამოსულო ემიგრანტებო, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ!“ - ფიქრია კუჭუხიძე

🔵 „საქართველოში გამგზავრებამდე, აუცილებლად მოაწესრიგეთ ყველა დოკუმენტი“ - რა რჩევას აძლევს ფიქრია კუჭუხიძე ემიგრანტებს

🔵 იტალიაში მყოფი ემიგრანტების საყურადღებოდ!

 

 

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741077851

ახალი ამბები

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია იწყება

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის დაწყების თარიღი ცნობილია. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდ...

ააა

1741075487

საზოგადოება

საქსტატი - თებერვალში ყველაზე მეტად, 15.4 პროცენტით, ზეთი გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.7 პროცენტით, რ...

საჭმელი ზეთი

1741074777

მსოფლიო

CNN: ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

ჩინეთის მთავრობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინური პროდუქციისთვის დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ ამერიკულ საქონელზე საპასუხო გადასახადებს დააწესებს. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ამერიკ...

ჩინეთის დროშა

1741073722

მსოფლიო

დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენენ - The Hill

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზ...

დონალდ ტრამპი

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე