გაიგე დეტალურად რა კოვიდრეგულაციები მოქმედებს იტალიაში ამჟამად

იტალიაში, უკვე ორი წელი ხდება, რაც პანდემიიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. ქვეყნის ხელისუფლება ვირუსის გავრცელების შესაბამისად ამსუბუქებს და ამკაცრებს რეგულაციებს, მაგრამ ეს იმდენად სისტემატურად ხდება, რომ ხშირად გაურკვეველი რჩება რომელი შეზღუდვა რჩება ძალაში, რომელი მსუბუქდება და რომელი მკაცრდება. ჩვენ თავი მოვუყარეთ ყველა იმ რეგულაციას, რომელიც მთავრობის ბოლო, 2021 წლის 23 დეკემბრიდან შევიდა ძალაში.
პირბადე - პირბადის (ნებისმიერი ტიპის) ტარება სავალდებულოა ყველგან, ღია სივრცეშიც. მათ შორის თეთრი ფერი რეგიონებშიც
FFP2 ტიპის ნიღაბი - ამ ტიპის პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ: 1. ტრანსპორტში; 2. ღია ცისქვეშ გამართულ ღონისძიებებზე; 3. თეატრი, კინო, საკონცერტო დარბაზები (აკრძალულია საჭმლის და სასმლის მიღება); 4. სპორტული ღონისძიებები როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში (ამ შემთხვევაშიც აკრძალულია საკვების და სასმლის მიღება).
2022 წლის 31 დეკემბრამდე დაიკეტა დისკოტეკები და საცეკვაო დარბაზები.
საბაზისო Green Pass-ი სავალდებულოა სამუშაო ადგილზე და ტრანსპორტში.
Super Green Pass-ი სავალდებულოა შემდეგ დაწესებულებებში (იგულისხმება დახურული სივრცეები): 1. რესტორანი და სხვა საკვები ობიექტები; 2. აუზები და სპორტდარბაზები; 3. მუზეუმები და გამოფენები; 4. თერმული კომპლექსები (გამონაკლისია სამკურნალო მიზნები); 5. გასართობი ცენტრები და თემატური პარკები; 6. კულტურული, სოციალური და რეკრეაციული ცენტრები; 7. კაზინოები და აზარტული თამაშების სხვა დაწესებულებები; 8. მნახველთა შესვლა სარეაბილიტაციო და მოხუცებულთა სახლებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია ასევე კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხიც.
"მწვანე საშვის" ვადა - 2022 წლის პირველი თებერვლიდან მისი ვადა 9 თვიდან, 6 თვემდე მცირდება.
შეგახსენებთ სხვაობას საბაზისო და "სუპერ მწვანე საშვებს" შორის: საბაზისო გულისხმობს კოვიდტესტის პასუხს, ხოლო "სუპერი" აცრას და ვირუსისგან განკურნების ისტორიასაც.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1741067507
ახალი ამბები„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე
„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...
1741065872
მსოფლიოდონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters
თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...
1741064913
ახალი ამბები„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი
„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...
1741030218
ახალი ამბებიახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...
1741028211
მსოფლიოილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...