გაიგეთ, რა შეზღუდვები დაწესდა საშობაოდ იტალიაში, ქალაქების მიხედვით!

შობის მოახლოებასთან ერთად, ვირუსით დაინფიცირების პოტენციური ზრდის გამო, იტალიის ხელისუფლების შიშიც იზრდება. სწორედ ამიტომ, სადღესასწაულო პერიოდში, მთელ რიგ ქალაქებში შეზღუდვები დაწესდა, მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა თეთრ ზონებს განეკუთვნებიან და მსგავსი რეგულაციები არ უნდა მოქმედებდეს.
ვნახოთ, რა შეზღუდვებია სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებში.
კამპანიის რეგიონი - გუბერნატორმა ვინჩენცო დე ლუკამ გასცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, რეგიონის მასშტაბით აიკრძალა მოედნებზე დღესასწაულის გამართვა და თავყრილობები. ეს ეხება როგორც შობას, ასევე ახალ წელს. აგრეთვე აიკრძალა დიპლომის დაცვისა და დაბადების დღეების აღნიშვნა დახურულ სივრცეებში. სადილზე და ვახშამზე შეკრების შემთხვევაში, სტუმრები ვალდებულები იქნებიან დარჩნენ მაგიდებთან. ნიღბის ტარება სავალდებულოა ყველგან, ღია სივრცეშიც.
ნეაპოლი - არც ნეაპოლის მერიას სურს რისკზე წასვლა. სან გრეგორიო არმენოს ქუჩაზე, რომელიც თავისი ულამაზესი პრეზეპეთია ცნობილი, მუნიციპალურ პოლიციას ხალხმრავლობის შემთხვევაში, მოძრაობის გადაკეტვის უფლება ექნება.
ლაციო - ნიკოლა ძინგარეტის გადაწყვეტილებით, 23 დეკემბრიდან მთელი რეგიონის ტერიტორიაზე სავალდებულო იქნება ნიღბის ტარება. რომში აღნიშნული შეზღუდვა უკვე არსებობდა და მოიცავდა ქალაქის ცენტრსა და ე.წ. საშოპინგო ზონებს.
რომი - პრეფექტურასა და ადგილობრივ სამართალდამცველებს, ხალხმრავლობის შემთხვევაში ქუჩების გადაკეტვის უფლება ექნებათ. „ექსპერიმენტი“ უკვე ჩატარდა ქალაქის განსაკუთრებით ხალხმრავალ ქუჩებზე.
ვენეტო - აღნიშნული რეგიონის გუბერნატორმა ლუკა ძაიამ 18 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ორშაბათიდან მთელ რეგიონში ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახდა.
მილანი - მილანის მერი ჯუზეპე სალა, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც თეთრი ზონის მიუხედავად, ქალაქის ცენტრში, ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო გახადა. რეგულაცია ზუსტად წლის ბოლომდე გავრცელდება.
ტურინი - გაუქმდა საშობაო ბაზრობა კასტელოს მოედანზე. დაწესდა ცენტრში, ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულება 24 საათის განმავლობაში, ხოლო გარეუბნების ხალმხრავალ ზონებში 17.00-დან დილის 6.00 საათამდე.
ბოლონია - საშობაო ბაზრობები არ აკრძალულა, მაგრამ ისევე როგორც სხვა დიდი ქალაქების შემთხვევაში, ნიღბის ტარება ღია სივრცეში, აქაც სავალდებულოა. აიკრძალა ღია ცის ქვეშ კონცერტები.
ფლორენცია - სავალდებულოა ნიღბის ტარება ღია სივრცეშიც. სადღესასწუალო პერიოდში, საფეხმავლო ქუჩები გახდება ცალმხრივი და აიკრძალება ქალაქის ცენტრში ავტომობილით გადაადგილება.
ნიღბის ტარების ვალდებულება ასევე ვრცელდება შემდეგ დიდ და პატარა ქალაქებზე : ბერგამო, გენუა, ვენეცია, პადოვა, ლეჩე, ლატინა, ესტე, კუნეო, ფუმიჩნო, ალბანო ლაციალე, აპრილია, ამელია, ფოლინო.
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...