გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე

იტალიის მიწას ფეხი პირველად 1996 წელს დავადგი. ევროპაში ჩემი სამეცნიერო კარიერა ICGEB-ის (International Center of Genetic Engeneering and Bioteqnology) სტიპენდიით დაიწყო მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიაში, პროფესორ ელენა ჯულოტტოსთან.

საბჭოთა კავშირში გაზრდილებმა, საერთაშორისო სტიპენდიების და ფონდების შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით. პროფესორმა დამაკვალიანა და მისი რჩევით კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მოპოვებული სტიპენდიით მომდევნო წლები პავიას უნივერსიტეტში გავატარე. აქვე დავამთავრე დოქტურანტურა - გენეტიკის და ბიომოლეკულების მეცნიერებებში. საზღვარგარეთ დიდი ხნით სამუშაოდ დარჩენა ჩემს გეგმებში არ შედიოდა და 2000-იან წლებში საქართველოში დავბრუნდი. ქვეყანას მეცნიერებისთვის არ ეცალაო, როგორ ვთქვა, ქვეყანას საერთოდ ხალხისთვის არ ეცალა. ის ჩაბნელებული და ცივი 90-იანები უღიმღამოდ ჩათავდა. ჩემს ქვეყანაში ზედმეტი აღმოვჩნდი (არ ვამბობ დამადლების ელფერით) და კანადაში წავედი, ჰამილტონის მაკ-მასტერის უნივერსიტეტში. შემდეგ ისევ იტალიაში მიმიწვიეს და 2002 წლიდან დღემდე პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტში ვმუშაობ, მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორად.

ვცდილობთ, გავერკვეთ როგორ გრძელდება სიცოცხლე, როგორ გადაეცემა დედისეული უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია დაუზიანებლად შვილეულ უჯრედებს. ვსწავლობთ ქრომოსომათა მეტად მნიშვნელოვან და სიცოცხლისთვის შეუცვლელ სტრუქტურას - ცენტრომერებს. რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებთან ერთად, გავშიფრეთ ცხენის გენომი და მეტად მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. სამეცნიერო კვლევების მეორე მთავარი მიმართულებაა ტელომერების ბიოლოგია. ტელომერები ქრომოსომათა შეუცვლელი, უაღრესად მნიშვნელოვანი სტუქტურებია - ისინი „მტრებისგან“ იცავენ ქრომოსომებს. ადრე ეგონათ, რომ ტელომერები არ ტრანსკრიბირდებიან - ანუ, მისი დნმ არ ითარგმნება რნმ-ის ენაზე (ტრანსკრიპცია). ახლა კი დადგინდა, რომ ისინი მუშაობენ როგორც ჩვეულებრივი გენები - განიცდიან ტრანსკრიპციას, რასაც არეგულირებს ჩვენს მიერ 2007 წელს აღმოჩენილი პრომოტორები. ქრომოსომათა ცენტრების და ბოლოების გარდა, ინტენსიუტად ვმუშაობთ შიდა უბნებზეც - ანუ, გენებით მდიდარ მონაკვეთებზე. ჩვენი კვლევები უჯრედში მიმდინარე ფუნდამენტურ პროცესებს ეხება. მათ დანერგვაზე ან დაპატენტებაზე ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი. თუმცა, აღნიშვნის ღირსია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი - არ ვართ შორს გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებით ისეთი „ბიოლოგიური თოფის“ შექმნისგან, რომელიც ნორმალურ უჯრედს განასხვავებს კიბოს უჯრედისგან და „ესვრის“ მხოლოდ სიმსივნურ უჯრედს. ანუ, კაცობრიობას ხელთ ექნება კიდევ ერთი მძლავრი იარაღი ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ ომში. მომავალ რამდენიმე წელიწადში გამოიკვეთება ამ პრობლემის (შევაჩეროთ სიმსივნური უჯრედების უკონტროლო ზრდა) გადაჭრის გზები. ამის იმედს იძლევა ცენტრომერების და ტელომერების ბიოლოგიის თანამედროვე მიღწევები. სამეცნიერო პუბლიკაციების გარდა, გამოცემული მაქვს სამი წიგნი. ამჟამად გამოსაცემად მზადდება მოლეკულური ბიოლოგიის მოწინავე მეთოდები (ქართულად).

ყველგან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, საქართველოსთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია - ვაგრძელებ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს უნივერსიტეტთან. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სამეცნიერო სფეროში. უკვალოდ არ გამქრალა ფიზიკის ქართული სკოლა, მათემატიკის სკოლა, საინჟინრო-ტექნიკური სკოლა, ბიოლოგიური მიმართულება: ბაქტერიოფაგი ჩვენი სიამაყე იყო. და, ქართველი მეცნიერები?! ისინი საქართველოში და საზღვარგარეთაც მეტად წარმატებულები არიან. ფიზიკოსთა მექის, ცერნის დასახელებაც საკმარისია. ამჟამად საუკუნის პროექტი ხორციელდება - საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ეს იქნება დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული ცენტრი - მაღალი დონის სამეცნიერო მიმართულებებთან ერთად სიმსივნეების ადრონული თერაპიის ცენტრით.

მეცნიერება ყოველდღიურ, უწყვეტ განათლებას გულისხმობს. უნივერსიტეტი კი ცოდნის მიღების (მეცნიერება) და ცოდნის გაცემის (დიდაქტიკა) ერთობლიობაა. მნიშვნელოვანია კარგი საუნივერსიტეტო ცოდნა და მისი ყოველდღიური გაღრმავება. ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლისას წყვეტენ რა მიმართულებას გაჰყვნენ: წმინდა სამეცნიეროს თუ სამეცნიერო-საწარმოოს. ევროპა-ამერიკის უნივერსიტეტები, დოქტურანტურები ძალიან კარგი საშუალებაა ცოდნის გასაღრმავებლად და გამოცდილების მისაღებად. მშვენიერი გამოცდილებაა კარგ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა. ამ პროცესში იბადება იდეები, გამოიკვეთება პრობლემები, ისახება მათი გადაჭრის გზები. მოკლედ რომ ვთქვათ, გონებაში მწიფდება სამეცნიერო გზის „თქვენი“ მიმართულება. მომწიფებული ნააზრევი გადაგაქვთ ქაღალდზე (კომპიუტერში) და მზად გაქვთ თქვენი კვლევების სამეცნიერო გეგმა. მის ავკარგიანობას გიმოწმებენ ფინანსირების წყაროების კომისიები - მაღალი დონის პროექტი აუცილებლად მონახავს ფინანსირების წყაროს.

სამეცნიერო საქმიანობაში წარმატება მკვლევარის მიერ განხორციელებული კვლევებით, მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით და წონით იზომება. სამეცნიერო სარბიელზე არაა ისეთი მაღალი ხელფასები, როგორიც კერძო კომპანიებში. კერძო კომპანიები ღრუბელივით ისრუტავენ საუნივერსიტეტო ლაბორატორიებიდან ახალგაზრდა მეცნიერებს და იდეებს. სწორედ მათზე მოდის გამოგონებათა უმრავლესობა - სამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, ახალი, უმაღლესი დონის აპარატურა. კერძო კომპანიების მუშაობის პრინციპია ძლიერი იდეა, წარმოებაში დანერგვა, პროდუქცია, მეტი მოგება, მეტი ხელფასი.

მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს: ეცადეთ მოიძიოთ საშუალებები თქვენს მიერ დაგეგმილი კვლევების შესასრულებლად. არ მიატოვოთ საქმე! რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს, არასოდეს გადადოთ ხვალისთვის. ისწავლეთ დროის ფასი! - ოცნება! მიზანდასახულობა, წინსვლის სურვილი და კიდევ ერთხელ, ოცნება ძლიერი მამოძრავებელია. არ გაწყვიტოთ კავშირი საკუთარ ქვეყანასთან - თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მეცნიერების წინსვლა და საერთოდ, ქვეყნის წინსვლა. ძველი ცოდნის კერებიც ნელ-ნელა იღვიძებენ, ახლებიც ჩნდებიან. ცოდნით და გამოცდილებით უნდა დაბრუნდეთ და მართოთ ის ლოკომოტივი, რომელიც აამოძრავებს და წინ წაიყვანს იმ მატარებელს, რომელსაც ჩვენი სამშობლო, საქართველო ჰქვია.

წყარო: Speech • სფიჩი

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი