გაუქმებული საშობაო და საახალწლო ღონისძიებები - იტალიის ერთ-ერთი რეგიონი დღესასწაულების აღნიშვნაზე უარს ამბობს

კოვიდ 19"-ის გამო იტალიის ერთ-ერთ რეგიონში, ემილია-რომანიაში საშობაო და საახალწლო ღონისძიებების დიდი ნაწილი უქმდება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით და ბოლო კვირებში მომატებული კოვიდ დადებითი პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, ემილია-რომანიას რეგიონის ადგილობრივმა გამგეობებმა დღესასწაულების აღნიშვნაზე უარი თქვეს. 

ქ. ბოლონიას მერმა მატეო ლეპორემ, გუშინ მაჯორეს მოედანზე საშობაო და  საახალწლო ივენთების გამართვაზე უარი განაცხადა. ,,ეს გადაწყვეტილება დიდი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მივიღეთ და მჯერა ბოლონიელი ხალხი ამას გაგებით მოეკიდება." რეჯიო-ემილია პირველი ქალაქი იყო, რომელმაც ჯერ კიდევ ნოემბრის თვეში ყველა საშობაო თუ საახალწლო ღონისძიების გამართვაზე უარი თქვა. აგრეთვე  სავალდებულო გახადა სადღესასწაულო დღეებში ღია სივრცეში სამედიცინო პირბადის გამოყენება.

ქალაქებში: პარმაში, პიაჩენცასა და ფორლიში ახალი წლის შესახვედრად ტრადიციული კონცერტები მოედნებზე აღარ გაიმართება. ქალაქებში, მოდენასა და რავენაში მოკრძალებულად, მცირე მასშტაბის კონცერტებია დაგეგმილი.

ქ.კარპში კი მომღერალ პაოლო ბელის ელოდებიან, მისი კონცერტი მარტირის მოედანზე ჩატარდება. 

ქალაქი ფერარაც არ ღალატობს წლების ტრადიციას და ესტენსის ციხესიმაგრეში საახალწლო კონცერტს გეგმავს, თუმცა სავალდებულო იქნება ღია სივრცეში სამედიცინო პირბადის გამოყენება და 20 000-ის ნაცვლად კონცერტს 15 000 მაყურებელი დაესწრება.

ქ. ჩეზენა მირკო კაზადეის და როი პაჩის კონცერტებს უმასპინძლებს. სტუმრებს ცეკვის უფლება არ მიეცემათ, მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ადგილებიდან შეეძლებათ კონცერტს თვალი ადევნონ.

ქ. ჩეზენატიკოში ახალი წლის შესახვედრად მოედანზე მისულ მაყურებელს ცოცხალ მუსიკას შესთავაზებენ. საზღვაო და ყველაზე აქტიურმა ქალაქმა რიმინმაც წელს პანდემიიდან გამომდინარე უარი თქვა საშობაო და საახალწლო კონცერტების გამართვაზე და მხოლოდ მცირე მასშტაბის ივენთით შემოფარგლებიან.

ნონა გედენიძე - სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის, ემილია რომანიადან 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „60 მილიონიან ქვეყანაში, სადაც დასაქმებული მხოლოდ 23 მილიონია, ჩვენი საპენსიო სისტემა ამას დიდ ხანს ვერ გაუძლებს.“ 

🔵 ცრურწმენა, რომლისაც თითქმის ყველა იტალიელს სწამს

🔵 2022 წლის ფერად, აქამდე არარსებული ფერი დასახელდა

🔵 თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ზონა - რა შეზღუდვები ვრცელდება ჩამოთვლილ ზონებში და რა არა

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741073286

ახალი ამბები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა. ახალი საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დღეს გააკეთა. „მივიღეთ გადაწყვეტილ...

ელისო ბოლქვაძე

1741071610

მსოფლიო

იაპონიაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანებულია სულ მცირე 84 სახლი

იაპონიაში, უკვე ერთი კვირაა, ტყის ხანძარს ებრძვიან. ქალაქ ოფუნატოს ტყეში დამწვარია 2 100 ჰექტარი. მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად, დაღუპულია ერთი ადამიანი, სულ მცირე 84 სახლია დაზიანებული, ხოლო 1 200...

იაპონიაშიაპონიაშ

1741070616

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მი...

ირაკლი კობახიძე

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი