იტალია პატარების ვაქცინაციას იწყებს - გაიგეთ დეტალები

იტალიის წამლის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, იტალია 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერით“ ვაქცინაციას იწყებს. დღეს, საგანგებო მდგომარეობის კომისარმა ფრანჩესკო ფილიუოლომ დეტალების შესახებ ისაუბრა. უკვე ცნობილია, თუ როდის და რა ფორმით დაიწყება აღნიშნული პროცედურა.
5-დან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას, იტალია, მიმდინარე წლის 16 დეკემბერს იწყებს. ამისათვის მილიონ-ნახევარი დოზა გამოიყოფა, რომელიც იანვარში შეივსება. ვაქცინაცია მთელი იტალიის ტერიტორიაზე ერთდროულად დაიწყება გარდა ლაციოს რეგიონისა, სადაც ბავშვების აცრას 13 დეკემბრიდან დაიწყებენ.
ბავშვებს, მოზრდილებისგან განსხვავებით, არ ექნებათ Green pass-ი. აცრა მოხდება ორჯერადად, მაგრამ მინიდოზებით (მოზრდილის დოზის მესამედი), სამკვირიანი ინტერვალით. აცრა შესაძლებელი იქნება პედიატრიულ კლინიკებში, სპეციალურად ავტორიზებულ აფთიაქებში და ვაქცინაციის უკვე არსებულ ცენტრებში, სადაც გარდა ექთნებისა იქნებიან პედიატრები, ექიმები და ყველაზე პატარებისთვის, კლოუნებიც კი.
ვიზიტის დანიშვნა ონლაინ და რეგიონებისთვის სპეციალურად გამოყოფილ სატელეფონო ნომრებზე იქნება შესაძლებელი. საკითხთან დაკავშირებით გაჩნდა არაერთი კითხვა, მაგალითად, რა შემთხვევაში არ უნდა აიცრას ბავშვი? პატარას არ აცრიან, თუ აქვს ქრონიკული ასთმური დაავადება, ან ვაქცინაში შემავალ რომელიმე ნივთიერებაზე ალერგიულია. ასევე ხშირად ისმის კითხვა, უნდა აიცრან თუ არა ის ბავშვები, რომლებმაც უკვე გადაიტანეს ვირუსი. პასუხი დადებითია, მაგრამ ჯერ კიდევ დაუდგენელია, განკურნებიდან რა პერიოდში უნდა მოხდეს ვაქცინაცია და რამდენი დოზით.
რაც შეეხება ვაქცინის შემდგომ სიმპტომებს, ისინი ბავშვებშიც ისეთივეა, როგორც მოზრდილებში, მაგრამ შედარებით მსუბუქ ფორმებში.
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...