იტალიაში კოვიდ19-ის 100 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი, 98 020 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო წინა დღეს - 78 313.

გარდაიცვალა 136 ადამიანი (გუშინ - 202).

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გაკეთდა 1 029 429 ტესტი. საავადმყოფოში მკურნალობას 10 578 ინფიცირებული გადის, ხოლო რეანიმაციაში - 1 185.

რაც შეეხება რეგიონებს:

ვენეტოს რეგიონში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი რიცხვის რეკორდული მაჩვენებელი, 8 666 დაფიქსირდა.

ასევე რთულია მდგომარეობაა კამპანიის რეგიონში 9 802 ახალი დაინფიცირებულით.

ლაციო - 5248. აქ განსაკუთრებით ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საავადმყოფოებში კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილი ადგილები სულ უფრო ცოტა რჩება და კრიტიკულ 10 პროცენტს მკვეთრად გადააჭარბა და 15 პროცენტამდე ავიდა.

ლომბარდიამ ყველა "რეკორდი მოხსნა", 32 696 ახალი შემთხვევით. დაინფიცირების ინდექსი 15 პროცენტამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც კრიტიკული 10 პროცენტია.

პიემონტეც "რეკორდსმენი" რეგიონების სიაშია, 9 671 ახალი დაინფიცირებულით.

"უახლოესი კვირების განმავლობაში, რიცხვების ზრდას უნდა ველოდოთ და ეს "ომიკორნის" გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე, ბუნებრივია. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, რეგულაციები მოვლენების განვითარების მიხედვით შეიცვლება. ამ ეტაპზე საუბარია აცრილებისთვის კარანტინში ყოფნის პერიოდის შემცირებაზე,"- განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა პიერპაოლო სილერიმ. 

ნინა მამუკაძე

იტალია, ფლორენცია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741018163

ახალი ამბები

სოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...

სოზარ სუბარი

1741015622

საზოგადოება

გია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული

საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...

გიორგი ვოლსკი

1741013705

ახალი ამბები

გურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა

 გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...

გურია

1741013624

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...

ააა

1741012666

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო

 გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...

ფრიდრიხ მერცი