იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის, გიორგი აფხაზის ხსოვნას, საქართველოს დელეგაციის წევრებმა და დიპლომატიურმა კორპუსმა, პატივი მიაგეს

იტალიაში, ქალაქ რომში, 26 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის, გიორგი აფხაზისადმი მიძღვნილი სამდღიანი გამოფენა „Scomparizione“, გაიხსნა. გამოფენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით გაიმართა, ხოლო იდეის ავტორი და კურატორი 2018-2019 წლის პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებული მკვლევარი ნენო გაბელიაა.
ევროპის არტისტულ სცენაზე თავისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი სცენოგრაფის, გიორგი აფხაზის ნამუშევრების დათვალიერება პირველად გახდა შესაძლებელი ფართო აუდიტორიისთვის.
ღონისძიება, მუსიკალურად გააფორმა პოლიფონიურმა გუნდმა Coro Polifonico Musica Cretor-მა, ლაურა გოგიაშვილის დირიჟორობით.
აფხაზის საგამოფენო ღონისძიების ფარგლებში, იტალიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრებმა დიდი ხელოვნის განახლებული საფლავიც მოინახულეს და პატივი მიაგეს ქართველი დიპლომატის ხსოვნას.
დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით განხორციელდა.
საფლავი მოძიებულ იქნა ქართველი ისტორიკოსის, გიორგი კალანდიასა და 2018-2019 წწ. საქართველოს ახალგაზრდა ელჩის და საგრანტო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ გამარჯვებულის, ნენო გაბელიას ძალისხმევით.
ახლად აღმოჩენილი საფლავი საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარმა მამა იოანემ, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიასპორის წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
როგორც ჩვენთან, ექსკლუზიურად, პროექტის ავტორმა და ორგანიზატორმა ნენო გაბელიამ აღნიშნა, გიორგი აფხაზი არის იქ ქართველი, რომელსაც ფართო საზოგადოება აუცილებლად უნდა იცნობდეს. ამაში კვლევის პროცესშიც დარწმუნდა და გადაწყვიტა აფხაზის ღვაწლის შესახებ, მეტი ადამიანისთვის მიეწვდინა ხმა: "კვლევისას, ეს თემა იმდენად ახლობელი გახდა ჩემთვის, რომ გადავწყვიტე, რაღაც კიდევ გამეკეთებინა, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგო მისი პიროვნების და შემოქმედების შესახებ. მალევე გამოცხადდა კონკურსი „დიასპორების ინიციატივების ხელშეწყობა“, მივიღე ამ კონკურსში მონაწილეობა და დამაფინანსეს. ჩემი საკონკურსო წინადადება იყო რომში გიორგი აფხაზის გამოფენის მოწყობა. სწორედ ამ დაფინანსების მეშვეობით, 26-28 ნოემბერს გაიმართა გამოფენა. უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ჩანაფიქრის ასე სრულყოფილად განხორციელების საშუალება მომეცა".
მოამზადა ნინა მამუკაძემ
1740770451
მსოფლიოზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...
1740769184
მსოფლიო„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...
1740767388
მსოფლიოდონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა
აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...
1740765093
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...
1740764801
ახალი ამბებისუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...