“იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა და ამას ვეღარ შევცვლით, მაგრამ სად ვიყავით ამ დროს ჩვენ?!” - ემიგრანტის მიმართვა

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სოფო გუნაშვილი, სოციალურ ქსელში, იტალიაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. შეგახსენებთ, იტალიის ქალაქ რეჯო-კალაბრიაში, ქართველმა ემიგრანტმა ქალმა თავი მოიკლა.

"მოგესალმებით! მინდა მწუხარება გამოვთქვა ქართველი ემიგრანტის დაღუპვასთან დაკავშირებით. ვუსამძიმრებ ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ. ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა იყო, მაგრამ არავინ ვიცით რეალური მიზეზი. მიზეზი თუ რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, ან ვინ.

ფაქტი ერთია, რომ ის გარდაიცვალა და ამას ვერავინ შევცვლით. ვერც დროს დავაბრუნებთ უკან. ყველას ერთნაირად ძლიერი ფსიქიკა არ აქვს და ყველა ვერ უმკლავდება ემიგრანტობით გამოწვეულ უამრავ პრობლემას. სად ვართ ამ დროს ჩვენ, როცა ადამიანს უჭირს, როცა ჩვენი ერთი სიტყვაც კი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ვართ დადუმებულნი, უმოქმედონი და ვუყურებთ როგორ იძირება ჭაობში ადამიანი! სად არიან ოჯახის წევრები, საყვარელი ხალხი, რომელთა მოკითხვას და სითბოს გამოხატვას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია!

ვუყურებ, ვკითხულობ, მესმის და გაოგნებული ვარ უმეტესი ქართველის არაადამიანობით!აღარ ჩამოვწერ იმ უამრავ ცუდ საქმეს, რასაც კადრულობენ! არ გაჩუმდეთ როცა შენს გვერდით ვინმეს სჩაგრავენ, ამცირებენ, უსამართლოდ ექცევიან. არც შენ მოითმინო ადამიანო დამცირება და ამოიღე ხმა. არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღის ჩამოსული ხარ თუ ათი წლის!

არავის მისცე უფლება დაგამციროს და შეურაცხყოფა მოგაყენოს. გამძლეობას გისურვებთ კარგო ადამიანებო და მალე მშვიდობით ოჯახში დაბრუნებას.

და თქვენ უსამართლო და გაბოროტებულო ადამიანებო, გისურვებთ მთელი ცხოვრება ემიგრანტად ყოფნას!"

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1741067507

ახალი ამბები

„ყველა იმ ოჯახისთვის, რომელიც სტიქიამ დააზარალა, აღმოჩენილი იქნება შესაბამისი დახმარება“ - გიორგი ურუშაძე

„რეგიონის მასშტაბით, ყველა პროცესი მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინტენსიურ საგანგებო რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ. მისი თქ...

გიორგი ურუშაძე:

1741065872

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა - Reuters

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დაპაუზების ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება. „პრეზიდენტი ტრამპი ნათ...

დონალდ ტრამპი

1741064913

ახალი ამბები

„სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენა, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვების, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ“ - ლევან მაჭავარიანი

„როდესაც ეს მუხლი აღდგება სისხლის სამართლის კოდექსში, პრევენციას მოახდენს იმ ბოროტი განზრახვებისა, რაც შეიძლება რიგ ადამიანებს ჩვენ ქვეყანაში ჰქონდეთ და ყველა კარგად ხვდება ამ ადამიანებში ვინ იგულისხმ...

ლევან მაჭავარიანი

1741030218

ახალი ამბები

ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნი...

მოძრაობა

1741028211

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკის სამუდამო ომი სურს - ეს ბოროტებაა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი საკუთარ პლატფორმა X-ზე წერს: „ზელენსკის სამუდამო ომი სურს, უსასრულო ხორცსაკეპი მანქანა - ეს ბოროტებაა“. მასკმა ამ აღწერით გააზიარა ა...

ილონ მასკი