იტალიაში Super Green Pass-ი საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც სავალდებულო ხდება - ბუსტერით აცრილებს კარანტინი აღარ შეეხებათ

იტალიამ კოვიდრეგულაციები, ვირუსის გავრცელების სისწრაფის და მასშტაბის გამო, კიდევ ერთხელ შეცვალა. 29 დეკემბერს, გვიან ღამით, მინისტრთა საბჭოთა მიერ ხელი მოეწერა ახალ ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც ძალაში, ახალი წესები შედის, რომლებიც ძირითადად Super Green Pass-ს და კარანტინის ზომებს ეხება.
ცვლილებები ქვეყნის პარალიზების თავიდან ასაცილებლად გახდა საჭირო, რადგან "ომიკრონის" სწრაფად გავრცელების გამო, არაერთი ობიექტი დაიხურა, თანამშრომლების კარანტინში გადაყვანის მიზეზით. ეს კი ზრდის საფრთხეს, რომ სასიცოცხლოდ საჭირო ობიექტების მასიური გაჩერება მოხდება.
ცვლილებები კარანტინის შესახებ - იმ შემთხვევაში, თუ პირს შეხება ჰქონდა კოვიდით ინფიცირებულთან, მაგრამ აქვს ვაქცინის მესამე დოზა გაკეთებული, ან მეორე დოზის მიღებიდან 4 თვეზე ნაკლებია გასული და არ აღენიშნება არავითარი სიმპტომი, ვალდებული აღარ არის გადავიდეს კარანტინში. ამ შემთხვევაში პირს რჩება მხოლოდ ერთი ვალდებულება, რომ კონტაქტიდან მეხუთე დღეს გაიკეთოს კოვიდტესტი. მთელი ამ დროის მანძილზე ის ვალდებულია ატაროს FFP2 ტიპის ნიღაბი.
იგივე წესები მოქმედებს იმ პირებზე, რომელთაც კოვიდ19 გადაიტანეს და გამოჯანმრთელებიდან არ გასულა 120 დღე.
იმ შემთხვევაში, თუ პირს კოვიდვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული და მეორე დოზის გაკეთებიდან 4 თვეზე მეტია გასული, უნდა გადავიდეს 5-დღიან კარანტინში, ადრე არსებული 7 დღის ნაცვლად.
აუცრელი მოქალაქეების შემთხვევაში, კარანტინი ისევ 10-დღიანი ვადით განისაზღვრება.
კარანტინის ბოლოს, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა ტესტის გაკეთება.
რაც შეეხება Super Green pass-ს, აქაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. გარდა აქამდე ცნობილი პუნქტებისა, მისი ქონა სავალდებულო ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, იქნება ეს ავტობუსი, მეტრო, ტრამვაი, თუ მატარებელი.
იყო საუბარი, რომ ამ ტიპის სერტიფიკატი სამუშაო ადგილებზეც სავალდებულო ყოფილიყო, მაგრამ მთავრობამ ასეთი ხისტი გადაწყვეტილებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, "სუპერ" და "საბაზისო მწვანე საშვებს" შორის განსხვავებას - "სუპერი" გულისხმობს აცრას, ან კოვიდისგან გამოჯანმრთელებას, "საბაზისო" - მხოლოდ კოვიდტესტის პასუხს.
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...