იტალიელი ერი ბერდება

იტალიელი ერი დაბერების საფრთხის წინაშე დგას. გამოქვეყნდა 2020-2021 წლების შობადობის და მოხუცებულთა სიკვდილიანობის სტატისტიკა. სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები შემაშფოთებელია. დღესდღეობით იტალიაში ერთ ბავშვზე 5.1 მოხუცი მოდის. ათი წლის წინ, 2011 წელს, ეს შეფარდება ერთი 3.8-ზე იყო, ხოლო 1971 წელს ერთი 1.1-ზე.
ფაქტი სახეზეა, თუნდაც მხოლოდ ბოლო ორი წლის შობადობის მონაცემებს გავითვალისწინებთ. 2020 წელს, იტალიაში სულ 405 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო 2021 წელს - 385 ათასი, ანუ 20 ათასით ნაკლები. როგორც სტატისტიკის დეპარტამენტის პრეზიდენტი ჯანკარლო ბლანჯარდო აცხადებს, 60 მილიონიანი ქვეყნისთვის წელიწადში 385 ათასი ახალშობილი, ტრაგედიის ტოლფასია.
რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, შობადობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით, მკვეთრად განსხვავდება. ყველაზე ცუდი მდგომარეობა ამ მხრივ, ლიგურიის რეგიონშია. ლიგურიას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მოხუცების რეგიონი, სადაც ერთ ბავშვზე რვა მოხუცი მოდის. ამ მხრივ ყველაზე უკეთესი მდგომარეობა კამპანიისა და ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონებშია, სადაც შეფარდება ერთი 3.8-ზეა.
პანდემიამ იტალიის მოსახლეობას თავისი კვალი ამ კუთხითაც დაამჩნია. კოვიდს ათიათასობით მოხუცი შეეწირა, მაგრამ ერის დაბერების სტატისტიკაზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, რადგან სიკვდილიანობის ზრდის პარალელურად, ქვეყანაში შობადობაც შემცირდა. როგორც ჩანს, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა და არასტაბილურმა სოციალურმა ფონმა, შობადობის მაჩვენებელზეც იმოქმედა.
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...