იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი წლის დღეებში პატრულირებას აძლიერებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი წლის ღამეს პატრულირებას აძლიერებს. რეგულაციების შემოღება და კონტროლის გამკაცრება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ლუჩიანა ლამორგეზეს კაბინეტის ხელმძღვანელმა, ბრუნო ფრატასიმ ხელი მოაწერა შეზღუდვების ახალ დოკუმენტს და გაუგზავნა ყველა მათ დაქვემდებარებულ განყოფილებას.
ოფიციალურ დოკუმენტში შეზღუდვების დრო 31 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით განისაზღვრა. კონტროლის მიზანმიმართული გაძლიერება ეს არის დოკუმენტის ცენტრალური პუნქტი, რომელიც მჭიდროდ მიჰყვება იმ დოკუმენტებს, რომლებიც უკვე მიიღეს ადგილობრივ დონეზე მერებმა და რეგიონების პრეზიდენტებმა.
იქნება მეტი პატრული, რათა შეამოწმონ რომ ყველა პატივს სცემს და იცავს კანონით დადგენილ წესებს ახალი წლის დღეებში. სავალდებულო რჩება სამედიცინო ნიღბების გაკეთება ღია სივრცეშიც კი. ამავე კონტროლის მიზეზით, დისკოთეკებზე და მსგავს ხალხმრავალ შეკრებებზე დასწრება აკრძალულია. ღამის კლუბების გახსნას 1 თებერვლიდან ვარაუდობენ.
კონტროლი წესდება სოციალურ მედიაშიც, სადაც იმ პოსტებზე გაკეთდება აქცენტი, რომლებიც რეკლამირებას გაუწევენ სხვადასხვა სახის ფარულ წვეულებებსა თუ სადილებს. რესტორნები რეგულარულად იმუშავებს, მაგრამ სუფრასთან ჯდომა მხოლოდ ,,სუპერმწვანე კოვიდპასპორტის" მფლობელებს შეეძლებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან როგორც მომხმარებლები, ასევე რესტორნის მენეჯერები.
განსხვავებული წესებია მათთვის, ვინც ახალი წლის შეხვედრას სახლში ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში გეგმავს. მათ ურჩევენ ვახშამზე, ახალი წლის ღამეს შეამცირონ სტუმრების რაოდენობა და შემოიფარგლონ ძალიან ახლო წრით.
ნონა გედენიძე
იტალია, რეჯო-ემილია
1741018163
ახალი ამბებისოზარ სუბარი: აგენტოკრატიას იდეოლოგიური ბრძოლა ჰქონდა ტერმინ სამშობლოსთან და სწორედ ეს უნდა დავაბრუნოთ მომავალი თაობის აღზრდისას - არ არსებობს უფრო დიდი ღირებულება, ვიდრე სამშობლოს სიყვარული, სამშობლოს მსახურება და პატრიოტიზმია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მსჯელობისას კოდე...
1741015622
საზოგადოებაგია ვოლსკი - საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული
საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რადგან ამის საწინააღმდეგოდ დიდი რესურსი იყო მობილიზებული, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლ...
1741013705
ახალი ამბებიგურიის რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა
გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის განცხადებით, რეგიონში დიდთოვლობისგან დაზარალებულ მოქალაქეებზე 10 000-ზე მეტი სასურსათო პაკეტი გაიცა. აღნიშნულის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს. „სტიქიის...
1741013624
მსოფლიოზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. უკრაინის ლიდერის თქმით, ის მოელის, რომ უკრაინა კვლავ მიიღებს აშშ-ის მხარდაჭერას...
1741012666
მსოფლიოფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურ...