იტალიური ენის უფასო კურსები ემიგრანტებისთვის - ქალაქების მიხედვით

მოგეხსენებათ, ExclusiveTV აქტიურად აშუქებს ემიგრანტებთან დაკავშირებულ ამბებს და ცდილობს მიაწოდოს მათ საჭირო ინფორმაცია. რედაქციაში შემოვიდა არაერთი თხოვნა, მოგვეძიებინა ინფორმაცია უფასო ენის კურსების შესახებ, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის.

ჩვენ ვესაუბრეთ ქრისტიანული საზოგადოება "სანტ’ეჯიდიოს" ფლორენციის წარმომადგენელს და ქვემოთ მოგაწოდებთ დეტალურ ინფორმაციას "სანტ’ეჯიდიოს" მიერ ორგანიზებული ენის უფასო კურსების შესახებ, მთელი იტალიის მასშტაბით.

მანამდე კი გეტყვით, რომ საზოგადოება "სანტ’ეჯიდიო" 1968 წლიდან არსებობს და საქველმოქმედო საქმიანობას არამხოლოდ იტალიის ტერიტორიაზე, არამედ მსოფლიოს კიდევ 70 ქვეყანაში ახორციელებს.

რაც შეეხება იტალიური ენის კურსებს ემიგრანტებისთვის, ინიციატივას 80-იანი წლების დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ შეუფერხებლად ფუნქციონირებს. დაწყებით ეტაპზე, მხოლოდ ენის საბაზისო კურსები იყო, მაგრამ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მაღალი დონეებიც დაემატა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იტალიური ენის შესწავლის მსურველს, არამხოლოდ საბაზისო ცოდნის მიღება, არამედ უკვე ნასწავლის დახვეწა და გაუმჯობესებაც შეუძლია. ყოველი კურსის დასასრულს, ტარდება გამოცდა და გადალახვის შემთხვევაში, გეძლევათ სერტიფიკატი, რომელიც შემდეგ იტალიაში ბინადრობის ხანგრძლივი უფლების, ან მოქალაქეობის მისაღებად გამოგადგებათ (კურსის დონის მიხედვით), რადგან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის აკრედიტებული.

ენის კურსების მისამართები, ქალაქების მიხედვით:

რომი - TRASTEVERE Piazza di Santa Maria in Trastevere 23, მიღების საათები: ხუთშაბათი 15.30 – 19.00 და კვირა 9.30 – 12.30

რომი - CASSIA Via Cassia 585, მიღების საათები: ხუთშაბათი 17.00 – 19.00 და კვირა 11.00 – 13.00

რომი - NOMENTANO Via Livorno 50, S. Orsola-ს ინსტიტუტი, მიღების საათები: კვირა 9.30 – 11.00

რომი - PRIMA PORTA Via delle Galline Bianche 68, მიღების საათები: ორშაბათი 18.00 – 19.00

რომი - PRIMAVALLE Via Giuseppe Mezzofanti 20, მიღების საათები: კვირა 9.00 – 10.30

რომი - TIBURTINO Via del Badile 1, S. Maria del Soccorso-ს სამრევლო, მიღების საათები: პარასკევი და შაბათი 16.00 – 18.00

რომი - TORPIGNATTARA Via Camillo Manfroni 2, S. Giuseppe Cafasso-ს სამრევლო, მიღების საათები: ხუთშაბათი 15.30 – 17.00

რომი - TORRENOVA Via della Tenuta di Torrenova 114, S. Gaudenzio-ს ეკლესია, მიღების საათები: კვირა 15.00 – 16.30

რომი - OSTIA Via del Sommergibile 57, მიღების საათები: კვირა 9.30 – 11.00

გენუა - Via San Giorgio 1 (ისტორიული ცენტრი) ჩაწერა: სამშაბათი და ხუთშაბათი  17.00 და 18.30 გაკვეთილების განრიგი: სამშაბათი და ხუთშაბათი - 16.00, 17.30, 20.30

გენუა - Via Stennio 2 (Sampierdarena) ჩაწერა: სამშაბათი და ხუთშაბათი 17.00 და  18.30, გაკვეთილების განრიგი: სამშაბათი და ხუთშაბათი - 14.30, 16.00, 17.30

ნეაპოლი - ისტორიული ცენტრი, Via San Nicola a Nilo, n. 5-6, მესამე სართული, ჩაწერა: კვირა 9.30  - 11.00 და ხუთშაბათი 16.30 - 18.00

ნეაპოლი - Vomero Via Massari 5

ავერსა -  Via del Plebiscito 22. ჩაწერა: ოთხშაბათი 15.30 - 18.30

მილანი - Via Olivetani 3, გაკვეთლების განრიგი: კვირა 15.00 - 18.00

მილანი - Via Strehler 2, კვირა 15.00 - 16.30

ფლორენცია - Via Cherubini 8, გაკვეთილების განრიგი: ხუთშაბათ 16.00 – 18.30 და კვირა 15.30 - 17.30

ტურინი -  via Brugnone 1, სამშაბათი და ხუთშაბათი 18.30 – 20.00

ტურინი - Via Paretti 4, სამშაბათი და პარასკევი 16.30 – 18.00

ნოვარა -  via Dolores Bello 2, შაბათი 10.00 – 12.00

პიზა - Zona centro lungarno mediceo 18, ხუთშაბათი და კვირა 16.00-19.00

ლივორნო - Zona Centro Via Carraia 2, ორშაბათი, ხუთშაბათი და კვირა 15.00 -19.00

ლივორნო - Zona Nord Shangay - via Bixio 10, შაბათი 16.30-18.30

ლივორნო - Corea - piazza Saragat 1, სამშაბათი და შაბათი 16.30-18.30

კატანია - Santa Chiara-ს ყოფილი მონასტერი, via Castello Ursino n° 24 გაკვეთილების განრიგი: ხუთშაბათი 10-12 და 17-19 და შაბათი 16.00 -  19.00

მესინა -  Presso il Centro Polifunzionale I'M via Felice Bisazza n° 60, გაკვეთილების განრიგი: სამშაბათი და პარასკევი 10.00 -12.00 და 15.30 – 17.30 

ტრევიზო - San Martino Urbano-ს ეკლესია, Corso del Popolo 9, გაკვეთილების განრიგი: შაბათი 14.30 - 16.30

ტრიესტე -  Via Matteotti 12, გაკვეთლების განრიგი: ოთხშაბათი და პარასკევი 16.00 - 17.30 და 18.00 - 19.30

პ.ს. შეგახსენებთ, რომ შესაძლოა ზოგიერთ მათგანში მოსწავლეთა სიმცირის გამო, წელს კურსი არ გაიხსნას, ასევე, ზოგიერთ სკოლაში, სასწავლო პროცესი უკვე დაიწყო, მაგრამ თუ ადგილები შევსებული არ არის, შესაძლოა ამ ეტაპზეც შეურთდეთ პროცესს.

მოამზადა: ნინა მამუკაძემ

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 როგორ შეგიძლიათ მიიღოთ იტალიის მოქალაქეობა

🔴 არალეგალი მიგრანტებისთვის იტალიამ Green pass-ი დაუშვა

🔴 თუ იტალიაში სწავლა გსურთ - ინტერვიუ ქართულ და იტალიურ ენაზე იტალიის ელჩის მოადგილესთან

🔴 როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა იტალიაში და შეგვიძლია თუ არა ქართული მართვის მოწმობის კონვერტირება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1716133195

ახალი ამბები

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილი (60კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეისწარმომადგენელი იანგი დამატებით დროშივაზარით დაამარცხა. ტურნირზე პირველ...

გიორგი სარდალაშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

1716130982

მსოფლიო

„ორი პეტრიოტი ძირეულად შეცვლის სიტუაციას“ - ზელენსკიმ მსოფლიოს ხარკოვის დახმარებისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის დასაცავად ორი პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება ძირეულად შეცვლის ქალაქში უსაფრთხოების თვალსაზრისით ვითარებას. „მსოფლიოს შეუ...

აა

1716127392

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა

ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. როგორც reuters-ი წერს, ინციდენტის შესახებ ირანულმა მედიამ ურთიერთგამომრიცხავი...

ირანის პრეზიდენტი

1716126771

სოციალური მედია

„დედაზე ნაკლები არც შვილია“ - შორენა ბეგაშვილის შვილი შავ-თეთრ კაბაში პოზირებს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე Instagram-ზე ფოტოებს აქვეყნებს, რომელშიც შეუდარებლად გამოიყურება, ევა შავ-თეთრ კაბაში პოზირებს. გამოქვეყნებულმა კადრებმა დიდი მოწონება და დადებითი შეფასებ...

ევა ბარბაქაძე

1716123536

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: „ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება!“

„ზურაბიშვილი მაკრონს საქართველოში იწვევს იმ იმედით, რომ ქართულ კანონზე საგარეო ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება! ამ დროს კი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, უცხოურ ჩარევებს საარჩევნო კამპ...

მამუკა მდინარაძე