Lenticchie და Cotechino - იტალიური საახალწლო ტრადიცია, რომლის შესრულებაც იღბალს მოგიტანთ?!

იტალიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში არსებობს ტრადიციები და ცრურწმენები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ბევრ ადამიანს სჯერა, რომ თუ ირწმუნებს, აუცილებლად იმოქმედებს.
იტალიაში საახალწლო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრადიცია, ისევ და ისევ სუფრას ეხება. ახალი წლის ღამეს, იშვიათად ნახავთ იტალიურ ოჯახს, რომლის სუფრაზეც არ იქნება ოსპი და კოტეხინო - lenticchie e cotechino. იტალიელებს ღრმად სწამთ, რომ თუ ახალი წლის ღამეს ამ საკვებს მიიღებენ, მომავალი წელი იღბლიანი იქნება.
და მაინც, რატომ ითვლება ოსპი და კოტეხინო იღბლის მომტანად?
ოსპი - იტალიაში მიაჩნიათ, რომ ოსპს ფული მოაქვს და თუ მას ახალი წლის ღამეს მიირთმევენ, ის წელიწადი მდიდარი და ფინანსურად უზრუნველი ექნებათ.
ამბობენ, რომ ამ მოსაზრებას საფუძველი ძველ აღთქმაში აღწერილმა სცენამ დაუდო. სადაც მოთხრობილია, რომ ესავმა საკუთარ ძმა იაკობთან ჩხუბის შემდეგ, გადაწყვიტა მთელი ქონება ოსპის ერთ წვნიანში გაეცვალა. სავარაუდოდ, სწორედ აქედან მოდის იმის რწმენა, რომ ოსპი ფულისა და სიმდიდრის სიმბოლოა.
დროთა განმავლობაში ცრურწმენა ტრადიციად იქცა. რომაელების ეპოქაში 31 დეკემბერს, მეგობრებისთვის ერთი ქისა ოსპის ჩუქება, აუცილებელიც კი იყო.
კოტეხინო - კოტეხინოს შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ეს პროტეინებითა და ცხიმებით სავსე უგემრიელესი საკვები, იტალიელებს თან უყვართ, თან სძულთ. ეს არის სუნელებით შეზავებული დაკეპილი ცხიმიანი ხორცი, რომელსაც ძეხვის ფორმა აქვს მიცემული. წლების მანძილზე მიიჩნეოდა, რომ თუ თავს კოტეხინოს ყიდვისა და მირთმევის უფლებას აძლევდი, ნიშნავდა, რომ მდიდარი იყავი. ანუ ის არა იმდენად იღბლის, რამდენადაც კეთილდღეობის სიმბოლოა.
1741606380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, არიან განულებულები და ერიდებიან იმას, რომ მათი რეიტინგი არჩევნებში გამოჩნდეს
„არანაირად არ აწყობთ მონაწილეობის მიღება თვითმმართველობის არჩევნებში, ვინაიდან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, თუ რა რეიტინგი აქვთ“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1741605516
ახალი ამბები11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...
1741604917
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი
„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...
1741602716
ახალი ამბებისაქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...
1741601626
მსოფლიოგერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა
კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...